დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს. აქაური მშვიდი გარემო, ბუნება და ისტორიული უბნები მრავალფეროვან მოგზაურობას გპირდებათ. მისი ფერადი სახლების გარშემო და სანაპირო ზოლზე სეირნობა ყოველდღიურობისაგან განტვირთვის წინაპირობას შეგიქმნით. ჩრდილო ევროპული კულტურა და ტრადიციები საინტერესო თავგადასავლებს გაჩუქებთ. მისი კერძები ყველა მოგზაურს მოაწონებს თავს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ კოპენჰაგენის შესახებ ინფორმაციას, მის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებს, კვების ობიექტებსა თუ მოსასვენებელ სივრცეებს.
კოპენჰაგენი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ კოპენჰაგენში?
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დასარჩენი ადგილის დაგეგმვაა. ის უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენს მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ცნობილ დასარჩენ უბნებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.
ინდრეს უბანი
ინდრეს უბანი (Indre district) – ეს სივრცე იდეალურია მათთვის, ვინც პირველად გეგმავს მოგზაურობას და ქალაქის ცენტრში სურს დარჩენა. აქ ნახავთ კოპენჰაგენის მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურულ ძეგლებს.
ოსტერბროს უბანი
ოსტერბროს უბანი (Østerbro) – ეს უბანი ოჯახებისთვის მოსახერხებელი დასარჩენი სივრცეა. ეს არის წყნარი მწვანე ტერიტორია, რომელიც პარკებითაა სავსე. აქ მდებარეობს ზოოლოგიური მუზეუმიც.
ფრედერიკსბერგი
ფრედერიკსბერგი (Frederiksberg) – ეს მშვიდი და სასიამოვნო საცხოვრებელი უბანია ციხესიმაგრეებითა და დიდი პარკებით. თუ გსურთ ოჯახთან ერთად დატკბეთ სიმწვანით და ამავდროულად ქალაქის ცენტრთან ახლოს დარჩეთ, ეს ადგილი თქვენთვისაა. გირჩევთ, დარჩეთ უბნის აღმოსავლეთ ნაწილში, ცენტრიდან ფეხით სავალ მანძილზე.
ვესტერბოს უბანი
ვესტერბოს უბანი (In Vesterbro District) – ვესტერბრო ისტორიული ცენტრის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ეს ყოფილი ინდუსტრიული ზონა ამჟამად მოდური ადგილია და ერთ-ერთი საუკეთესო უბანია წვეულებებისთვის! მრავალი ბარით, კლუბითა და რესტორნით აღსავსე ეს უბანი იდეალურია ღამე გასართობად.
ნორებროს უბანი
ნორებროს უბანი (Norrebro) – ნორებრო ცოცხალი უბანია, სადაც უამრავი პატარა ბარი და რესტორანია, რომლებიც სტუდენტებში პოპულარულია. თუ გსურთ გართობაში გაატაროთ დრო და კარგად დაისვენოთ, ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დასარჩენად.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ კოპენჰაგენში?
კოპენჰაგენში ნახავთ ულამაზეს ბაღებს, კულტურულ ძეგლებს, ქუჩებს. აქაური მუზეუმები და გალერეები დანიურ მემკვიდრეობას ინახავს. დაბლა შემოგთავაზებთ ქალაქის ცნობილ სანახაობებს.
კრისტიანსბორგის სასახლე
კრისტიანსბორგის სასახლე პარლამენტის შენობას წარმოადგენს. თავად შენობა საუკუნეებს ითვლის. მისი ფუნქცია კი ყოველთვის სამთავრობო დანიშნულების იყო. დღეს კრისტიანსბორგის სასახლე ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შენობაა მისი იერის გამო.
დანიის ომის მუზეუმი
დანიის ომის მუზეუმი შემოგთავაზებთ დანიის ბოლო 500 წლის ომის ისტორიას. დაათვალიერეთ გამოფენები დანიური ომების შესახებ, დაათვალიერეთ იარაღები და ომის ტაქტიკები.
კრონბორგის სასახლე
კრონბორგის სასახლე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც აერთიანებს დრამას, ისტორიასა და ბუნებრივ სილამაზეს. იგი დანიის სანაპიროზე მდებარე დიდებული, ქვემეხებით შემოღობილი რენესანსის ციხესიმაგრეა.
ტივოლის ბაღები
ტივოლის ბაღები საუცხოო სანახაობების მომსწრეს გაგხდით. ეს ბაღები ერთ-ერთი უძველესი გასართობი ცენტრებია. აქ უამრავი ღონისძიება იმართება ყოველსეზონურად. დანიაში ყოფნისას ვერ მოიწყენთ. ტივოლის ბაღებში გასეირნება მარტო თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარ მომენტებს გაჩუქებთ.
ექსპერიმენტორიუმი
ექსპერიმენტორიუმი არის ადგილი, სადაც მეცნიერება სახალისოა. აქ იპოვით ინტერაქტიულ ექსპონატებს, რომლებიც წარმოაჩენენ მეცნიერებასა და ტექნოლოგიას. ექსპერომენტორიუმი დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას მოგცემთ.
დანიის ეროვნული მუზეუმი
დანიის ეროვნული მუზეუმი აუცილებლად მოგხიბლავთ, თუ ისტორიის მოყვარული ხართ. აქ ძველი დროიდან მოყოლებული უამრავი ისტორიული არტეფაქტის ნახვას შეძლებთ. პრეისტორიული და ეთნოგრაფიული გამოფენები დროში გამოგზაურებთ.
გინესის მსოფლიო რეკორდების მუზეუმი
გინესის მსოფლიო რეკორდების მუზეუმი 11 გალერიისაგან შემდგარი ინტერაქციული მუზეუმია. ნახეთ აქაური გამოფენები და მიიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა თამაშებში.
კოპენჰაგენის მერიის შენობა
კოპენჰაგენის მერიის შენობა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ნაგებობაა. მისი სათვალთვალო ადგილიდან თქვენ დატკბებით ტივოლის ბაღების, მერიის მოედნისა და ცნობილი სავაჭრო ქუჩის, სტროგეტის, შესანიშნავი ხედებით.
დანიის წინააღმდეგობის მუზეუმი
დანიის წინააღმდეგობის მუზეუმი მოგვითხრობს დანიის წინააღმდეგობის შესახებ 1940 წლიდან 1945 წლამდე დანიის გერმანული ოკუპაციის დროს. მუზეუმის არტეფაქტების დათვალიერებისას მოგზაურები ისტორიულ დროში გადაინაცვლებენ. ხუთი ისტორიული პერსონაჟი მოგვიყვება თავის ისტორიებს იმ რთული არჩევანისა და დილემების შესახებ, რომელთა წინაშეც დადგნენ დანიის ისტორიის სამუდამოდ შესაცვლელად.
დანიის არქიტექტურის ცენტრი
დანიის არქიტექტურის ცენტრი იდეალური ადგილია დანიური არქიტექტურის საფუძვლების აღმოსაჩენად. გაეცანით არქიტექტურისა და დიზაინის მნიშვნელობას დინამიური გამოფენების საშუალებით, რომლებიც ასახავს ურბანული განვითარების გავლენას ქალაქზე. ჩაუღრმავდით კოპენჰაგენის არქიტექტურულ წარსულს და ქალაქის ამჟამინდელ ცხოვრებას.
დაჯავშნე კოპენჰაგენის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები კოპენჰაგენში
სად ვჭამოთ კოპენჰაგენში?
კოპენჰაგენის ტრადიციული სამზარეულო ნებისმიერ ტურისტს აღფრთოვანებულს დატოვებს. აქაური კაფე-ბარები და რესტორნები კარგად დასვენებისა კარგ შესაძლებლობასაც მოგცემთ.
ცნობილი რესტორნები
mark Bistro & Bar – ეწვიეთ ამ ბისტრო-ბარს კოპენჰაგენის შუაგულში – დააგემოვნეთ მიშლენის მიერ რეკომენდებული, სეზონურად ცვალებადი სამზარეულო, რომელიც მდიდარია საუკეთესო და ადგილობრივი წარმოშობის ინგრედიენტებით. დაათვალიერეთ ღვინის მარანი, სადაც წარმოდგენილია თითოეული კერძისთვის შერჩეული ღვინოები.
Kødbyens Fiskebar – ეს ადგილი ერთ-ერთი საუკეთესოა კოპენჰაგენში. აქ საოცარი ატმოსფეროა, პერსონალი თბილი და სტუმართმოყვარე, ხოლო საჭმელი მრავალფეროვანი ინგრედიენტებით გაჯერებული, მათ შორის, ზღვის პროდუქტებით.
Sanchez – გსურთ დააგემოვნოთ მექსიკური სამზარეულო კოპენჰაგენში? აქაური შეფ-მზარეული, დეტალებისადმი განსაკუთრებით ყურადღებიანია. აქ დააგემოვნებთ როგორც მექსიკურ სამზარეულოს, ასევე გასინჯავთ სხვადასხვა სასმელს.
სად დავაგემოვნოთ ეროვნული საჭმელი კოპენჰაგენში?
RESTAURANT ÉLAN – ეს რესტორანი გთავაზობთ ტრადიციულ დანიურ სენდვიჩებს და კლასიკურ კერძებს. საკვები სავსეა არომატით, პერსონალი მეგობრული და კომპეტენტურია, ატმოსფერო კი ყოველთვის თბილი და მისასალმებელია. რესტორანი მყუდრო გარემო მომხიბვლელად არის მორთული და ასევე აქ არის კოპენჰაგენის ყველაზე ლამაზი ეზო.
Aamans 1921 – ეს დანიური რესტორანია, რომელიც ეკოლოგიასა და ტრადიციულ დანიურ კერძებზეა ორიენტირებული, თუმცა დროდადრო საერთაშორისო ელემენტებსაც აინტეგრირებს კერძებში.
Café Halvvejen – თუ კოპენჰაგენში სმორებროდის საჭმელად მყუდრო, კლასიკურ და იაფ ადგილს ეძებთ ეს რესტორანი თქვენთვისაა. იგი ქალაქის გულში, სინაგოგის მოპირდაპირედ, მდებარეობს. კაფე მყუდრო გარემოში ტრადიციულ დანიურ კერძებს გთავაზობთ.
რესტორნები ლამაზი ხედით
La Banchina – ზაფხულის თვეებში, მაისიდან სექტემბრამდე, რეფშალეენზე მდებარე La Banchina ყოველდღე ღიაა და იდეალური ადგილია ყავის, ახლად გამომცხვარი პურის ან გემრიელი საჭმლის დასაგემოვნებლად, ულამაზესი ხედით სანაპიროზე.
Vandvid – რესტორანი კოპენჰაგენის ნავსადგურში, ნავზეა განთავსებული. ნავის დიდი ფანჯრიდან წყლის განსაცვიფრებელი ხედი იშლება, ზაფხულში კი ნავს გემბანზე, ღია ცის ქვეშაც კი აქვს მომსახურება.
Restaurant Silo – ეს რესტორანი ნორდჰავნში, მე-17 და მე-18 სართულებზე მდებარეობს. რესტორნის უზარმაზარი მინის ფასადებიდან კოპენჰაგენის საოცარი ხედი იშლება.
Christianshavn’s Ferry Café – ეს კაფე კრისტიანშავნის არხის პირას მდებარეობს. ის კლასიკურ დანიურ კერძებსა და შნაპსს გთავაზობთ. რესტორნის ძველი, ყვითელი შენობა, რომელშიც ის მდებარეობს, კრისტიანშავნის ცნობილი და საყვარელი ნაწილია.
Undici – ეს ადგილი კრისტიანშავნზე, ყოფილ ავტოსარემონტო სახელოსნოში გაიხსნა და სწრაფად გახდა საყვარელი ადგილი დასვენებისა და გემრიელი იტალიური კერძებისა და სასმელების დასაგემოვნებლად. აქაურ გარე სივრცეში კოპენჰაგენის ცხოვრების მდორე რიტმით დატკბებით.
ახლოდან დანახული კოპენჰაგენი





სად ვიშოპინგოთ კოპენჰაგენში?
კოპენჰაგენში შეგიძლიათ ეწვიოთ დიდ მოლებს, სპეციალურად მოწყობილ უბნებს, პატარა მაღაზიებსა და სხვა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის ნივთები და სუვენირები.
მოლები
Fisketorvet – ეს კოპენჰაგენის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია 120-ზე მეტი მაღაზიით, მათ შორის მოდის საცალო ბუტიკებით, ელექტრონიკის მაღაზიებითა და კონცეპტ-მაღაზიებით, ასევე რესტორნებითა და კინოთეატრით.
Field’s – ეს სკანდინავიის უდიდესი სავაჭრო ცენტრია კოპენჰაგენის ორესტადის რაიონში. 140-ზე მეტი მაღაზიით, მათ შორის წამყვანი საერთაშორისო და დანიური ბრენდებით, მოდის ობიექტებით, ელექტრონიკის მაღაზიებითა და ფუდკორტით, „ფილდსი“ ერთი სახურავის ქვეშ ყველა სავაჭრო მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.
Illum – ეს კოპენჰაგენში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ქუჩაზე, სტროგეტზე, მდებარე ცნობილი მოლია. ის გთავაზობთ საერთაშორისო და დანიური მოდის ბრენდების, კოსმეტიკის, სახლის ნივთებისა და დიზაინერული ნივთების დიდ არჩევანს, რომლებიც მრავალფეროვან გემოვნებასა და პრეფერენციებს აკმაყოფილებს.
ყველაზე ცნობილი უბანი საშოპინგოდ
შოპინგი დაიწყეთ Strøget – დან, ევროპის ყველაზე გრძელი სავაჭრო ქუჩიდან, რომელიც ქალაქის ცენტრში გადის. ეს კარგი ადგილია საყიდლებისთვის, თუ ეძებთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ბრენდებს. კოპენჰაგენში საუკეთესო საშოპინგო გამოცდილებისთვის, არ გამოტოვოთ მის მიმდებარე ქუჩები, განსაკუთრებით მის პარალელურად გამავალი ქუჩა, უნიკალური ბუტიკებითა და ვინტაჟური მაღაზიებით.
Nørrebro ასევე შესანიშნავი ადგილია უნიკალური ბუტიკებისა და ვინტაჟური მაღაზიების დასათვალიერებლად. ეს სასიამოვნო ადგილია საყიდლებისთვის, სადაც წარმოდგენილია უნიკალური მაღაზიები, მოდის ბუტიკები, საცხობები და მეორადი ნივთების მაღაზიები.
ბაზრობები
Torvehallerne – ორი დიდი ფოლადისა და მინის დარბაზით, ქალაქის ცენტრში მდებარე მაღალი კლასის ბაზრობა. 2011 წელს გახსნის შემდეგ, ეს კოპენჰაგენის პრემიერ კვების ობიექტია, რომელიც ულამაზეს ურბანული გარემოშია განთავსებული. ის როზენბორგის ციხესიმაგრიდან სულ რამდენიმე კვარტალის დაშორებით მდებარეობს.
Tivoli Food Hall – თუ კოპენჰაგენის ყველაზე ცნობილ გასართობ პარკებთან ახლოს კულინარიულ სრულყოფილებას ეძებთ, ტივოლის სასურსათო დარბაზში მიბრძანდით. ეს სასურსათო დარბაზი გემრიელი საკვების ვარიანტების ნაზავს გთავაზობთ. პიცებიდან და ბურგერებიდან დაწყებული, აზიური კერძებითა და ნამცხვრებით დამთავრებული, ტივოლის სასურსათო დარბაზში ყველა გემოვნების ადამიანისთვის არის რაღაც.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი კოპენჰაგენში? მაშინ დაჯავშნე თბილისი კოპენჰაგენი ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო კოპენჰაგენში სამოგზაუროდ?
ზაფხულის თვეები საუკეთესოა კოპენჰაგენში სამოგზაუროდ. ამ პერიოდში ქალაქში თბილი ტემპერატურა დაგხვდებათ, თუმცა ზაფხულშიც არის წვიმიანი და ნისლიანი დღეები. ზაფხულში თანაც სხვადასხვა ფესტივალები და ღონისძიებები იმართება. მათ შორის, კულტურული დღესასწაულები. თუ მაქსიმალურად სასიამოვნოდ გსურთ კოპენჰაგენური დღეების გატარება, გირჩევთ გვიან გაზაფხულიდან დაწყებული ადრეულ შემოდგომამდე დაგეგმოთ მოგზაურობა. თუმცა, სხვა სეზონებზეც არ დაგწყვეტთ ქალაქი გულს – შემოდგომის ფოთოლცვენის მრავალფეროვანი ფერები ულამაზესად ერწყმის კოპენჰაგენის ფერად სახლებს. ზამთარში კი საშობაო ბაზრობები იმართება და ქალაქი საზეიმოდაა მოწყობილი.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ კოპენჰაგენში?
კოპენჰაგენში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. მისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა აქ ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილებაც პოპულარულია.
ავტობუსი
კოპენჰაგენის სატრანსპორტო სისტემას რამდენიმე ხაზი აქვს. მისი ბილეთი უნდა შეიძინოთ ან სადგურზე ან თავად ავტობუსში, მძღოლისაგან. ერთჯერადი ბილეთის საფასური 24 DKN -ს შეადგენს, რაც დაახლოებით 4$-მდეა.
ფეხით
ფეხით სეირნობა კოპენჰაგენში განსაკუთრებული სიამოვნებაა. ქალაქის ცენტრში მარტივად შეძლებთ გადაადგილებას და მისი კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულებას.
ტურისტული ბარათები
კოპენჰაგენის ბარათი გაძლევთ საშუალებას, დანიის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეუზღუდავად ისარგებლოთ, პლუს 80-ზე მეტ მუზეუმსა და ღირსშესანიშნაობაზე უფასო შესვლაც გეკუთვნით. ის ხელმისაწვდომია 24, 48, 72 და 120 საათის განმავლობაში, ზრდასრულებისთვის 54-133 ევრო ღირს, ხოლო 10-15 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი ვერსია უფრო იაფია.
ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ City Pass, ციფრული სამგზავრო ბილეთი ასევე შეუზღუდავი მოძრაობის შესაძლებლობით 24, 48, 72, 96 ან 120 საათის განმავლობაში, რომლის ღირებულება 80 დანიურ კრონას შეადგენს 24 საათის განმავლობაში, კოპენჰაგენის 1-4 ზონებში, მათ შორის აეროპორტში, მგზავრობისთვის.
ნავსადგურის ავტობუსი
ნავსადგურში შეგიძლიათ წყლის ავტობუსით გადაადგილება. მისი საფასურის გადახდას მხოლოდ ქეშით შეძლებთ. ერთჯერადი ბილეთის ფასი 24 DKR -ს შეადენს, ბავშვებისათვის კი საფასური ნახევრდება.
ველოსიპედი
კოპენჰაგენის ველო-ბილიკებზე მოძრავი ადგილობრივების სურათი ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ. ველოსიპედების ქირაობას ტურისტებიც მარტივად შეძლებთ. ეს უნიკალური გამოცდილება არ უნდა გამოტოვოთ კოპენჰაგენში მოგზაურობისას.
რომელია საუკეთესო პარკები კოპენჰაგენში?
კოპენჰაგენის პარკები და ბაღები დანიის ბუნების უკეთ შეცნობის საშუალებას მოგცემთ. შეგიძლიათ დაათვალიეროთ მისი მრავალფეროვანი ატმოსფერო და განიტვირთოთ ყოველდღიურობისაგან.
ტივოლის ბაღები
ტივოლის ბაღები (Tivoli Gardens) – ერთ-ერთი უძველესი გასართობი ცენტრებია. აქ უამრავი ღონისძიება იმართება ყოველსეზონურად. დანიაში ყოფნისას ვერ მოიწყენთ. ტივოლის ბაღებში გასეირნება მარტო თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარ მომენტებს გაჩუქებთ.
ბოტანიკური ბაღი
ბოტანიკური ბაღი (Botanical Garden) -ბოტანიკური ბაღი დანიის მცენარეების უდიდეს კოლექციას გთავაზობთ.. ეს არის საჯარო მწვანე სივრცე, სადაც შეგიძლიათ სეირნობა და დასვენება, იგი სავსეა იშვიათი ხეებით, ბუჩქებითა და ბალახეულით. გაისეირნეთ და აღმოაჩინეთ 13 000-ზე მეტი სახეობა, მათ შორის: დანიური მცენარეების 600 სახეობა, მრავალწლიანი მცენარეების 1100 სახეობა, ერთწლიანი მცენარეების 1100 სახეობა და სხვა.
ენგჰავეპარკენი
ენგჰავეპარკენი (Enghavenparken) – ეს ადგილი ქალაქის ხმაურისაგან თავისუფალი სივრცეა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად. თავდაპირველად, ის პირველად 1929 წელს დააპროექტეს და სწრაფად გადაიქცა ბუნებრივ კონტრასტად ვიწრო საცხოვრებელი სივრცეების გასწვრივ.
სამეფო ბაღი
სამეფო ბაღი (King’s Garden) – ასევე ცნობილი როგორც როზენბორგის ბაღი, კოპენჰაგენის ცენტრში მდებარე ულამაზესი და უძველესი სამეფო ბაღია. როზენბორგის სასახლის გვერდით, მისი მშვენიერი გაზონები ზაფხულში პიკნიკისთვის პოპულარული ადგილია, როდესაც უზარმაზარი ყვავილები ყვავილობს.
ფრედერიკსბერგის ბაღი
ფრედერიკსბერგის ბაღი (Frederiksberg Garden) – ამ ულამაზეს ბაღებში შეგიძლიათ დატკბეთ ნავების ყურებით, აქ ხშირად იმართება სხვადასხვა სანახაობები, თავად ბაღი კი ულამაზესია თავისი მრავალფეროვანი მცენარეებისა და ყვავილების დამსახურებით.
ორსტედსპარკენი
ორსტედსპარკენი (Ørstedsparken) – ძველი საფორტიფიკაციო ნაგებობების გასწვრივ, რომლებიც კოპენჰაგენს 1850-იან წლებამდე იცავდა, ახლა მწვანე პარკების რიგს შეხვდებით. ყველა მათგანს აქვს ტბები. ორსტედპარკენი ერთ-ერთი მათგანია. იგი ცნობილი რეკრეაციული სივრცეა ტურისტებისთვის.
გადაწყვიტე კოპენჰაგენში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები კოპენჰაგენში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები კოპენჰაგენზე
რამდენი დღეა საკმარისი კოპენჰაგენის მოსანახულებლად?
გირჩევთ, რომ 3 დღე მაინც გათვალოთ ქალაქის დასათვალიერებლად.
რა უნდა წავიღოთ კოპენჰაგენში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. კოპენჰაგენში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. აქ ცვალებადი ამინდია, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ საწვიმარს ან ქოლგასაც წაიღებთ.
რით არის გამორჩეული კოპენჰაგენი?
კოპენჰაგენი გამორჩეულია თავისი არქიტექტურული ნაირსახით. აქ შეხვდებით სხვადასხვა ეპოქის ღირსშესანიშნაობებს. ქალაქში არსებული ატმოსფერო ყველას მონუსხავს.
რამდენად ძვირია კოპენჰაგენი?
კოპენჰაგენი სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით შეიძლება ძვირი მოგეჩვენოთ, მაგრამ შეგიძლიათ ბიუჯეტურად დაგეგმოთ მოგზაურობა, თუ წინასწარ დაჯავშნით ავიაბილეთებს და დასარჩენ ადგილებს.
რამდენად უსაფრთხოა კოპენჰაგენში მოგზაურობა?
კოპენჰაგენში უსაფრთხოდ შეძლებთ მოგზაურობას, თუმცა პირად ნივთებთან მაინც ფრთხილად უნდა იყოთ, განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში.
როდისაა საუკეთესო დრო კოპენჰაგენში სამოგზაუროდ?
გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა საუკეთესოა კოპენჰაგენში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურა საოცარია და ქალაქში სეირნობის კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. თუმცა, თუნდაც ცივ სეზონებზეც ქალაქი დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებათ.
რომელია კოპენჰაგენთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
CPH – კოპენჰაგენის აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან კოპენჰაგენში?
კოპენჰაგენის მიმართულებით გაფრენას შეძლებთ საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის. თბილისიდან და ბათუმიდან მხოლოდ გადაჯდომით ავიარეისებს ნახავთ, ქუთაისიდან კი პირდაპირ შეძლებთ მგზავრობას.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან კოპენჰაგენში?
თბილისიდან ფრენებს შემოგთავაზებენ დაბალბიუჯეტური თურქული ავიაკომპანიები Pegasus და Ajet Airlines. ასევე ნახავთ ფრენებს ბერძნული Aegean Airlines-ისა და ლატვიური AirBaltic-ის შესრულებით. ქუთაისიდან პირდაპირ რეისებს შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ის შესრულებით. რაც შეეხება ბათუმს, აქედან კოპენჰაგენში გაფრენას შეძლებთ თურქული Turkish Airlines -ის ავიარეისებით.
როგორ შევიძინოთ კოპენჰაგენის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ავიაბილეთების მოსაძებნად გამოიყენეთ ავიაბილეთების საძიებო პლატფორმა Avia.ge , რათა საუკეთესო ფასად ნახოთ ფრენები ამსტერდამში.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას კოპენჰაგენში მოგზაურობის წინ
















