11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 3, 2026
მთავარი სტამბოლის ტური

სტამბოლის ტური

ხანგრძლივობა

5 დღე 4 ღამე

ტურის ტიპი

ყოველდღიური ტური

ჯგუფის ზომა

1 ადამიანი

ტურის შესახებ

სტამბოლის ტურები

 

სრული სამოგზაურო პაკეტი 686 ლარიდან

 

⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.

 

სტამბოლის ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇

 

558 302 303

 

ბოსფორის სრუტეზე თოლიების თანხლებით სეირნობა თქვენთვის თუ მომხიბვლელად ჟღერს, სტამბოლი ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. ნებისმიერი ისტორიული პერიოდის უმნიშვნელოვანესი ქალაქი სტამბოლი დღეს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. აქ დაგხვდებათ ისლამური ცივილიზაციის საინტერესო ნიმუშები იქნება ეს ბაზილიკა ცისტერნა თუ სულთან აჰმედის მეჩეთი. გალატას კოშკის კაფიდან კი სტამბოლის პანორამული ხედები გადაგეშლებათ. ქალაქს ბიზანტიური კულტურული ძეგლი აია სოფიას ტაძარი ამშვენებს. სტამბოლი ისტორიული თავგადასავლების საწყისია.

ტურში შედის

  • ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისიდან)
  • სასტუმრო
  • საუზმე
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ტრანსფერი
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
  1. მოინახულეთ აია-სოფიას ტაძარი: აია-სოფიას ტაძარი მე-6 საუკუნის ბიზანტიური ძეგლია. იგი მთელი ქალაქის სიმბოლოს და უმნიშვნელოვანეს კულტურულ ძეგლს წარმოადგენს. ეს გრანდიოზული ტაძარი დღეს მეჩეთადაა გადაკეთებული, თუმცა პირველად იერსახეს კვლავ ინარჩუნებს.
  2. გაისეირნეთ ბოსფორის სრუტეზე: ბოსფორის სრუტეზე გემით სეირნობა სამახსოვრო მოგონებად დაგრჩებათ. განსაკუთრებით ზამთარში თოლიების თანხლებით აქ ძვირფას მოგონებებს დააგემოვნებთ.
  3. ეწვიეთ გრანდ ბაზარს: თუ უფრო ადგილობრივი გამოცდილების მიღება გსურთ, გაისეირნეთ გრანდ ბაზარში და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები თუ სამახსოვრო ნივთები.
  4. ესტუმრეთ გალატას კოშკს: გალატას კოშკის მონახულება დიდი აღმართის ავლად ნამდვილად ღირს. აქედან ქალაქის უნიკალური ხედები გადაგეშლებათ. შეგიძლიათ აქვე მოწყობილ რესტორანშიც ივახშმოთ.
  5. იმოგზაურეთ პრინცის კუნძულებზე: პრინცის კუნძულები მარმარილოს ზღვაში 9 არქიპელაგისაგან შემდგარ კუნძულებს წარმოადგენს. აქაური მდიდრული ატმოსფერო და უნიკალური სანახაობა აუცილებლად იქონიებს გავლენას ნებისმიერ ტურისტზე.
  1. ქაბაბი: თურქეთი დაიკვეხნის თავისი ქაბაბებით. იგი სპეციალური რეცეპტით მზადდება და ნახავთ როგორც რესტორნებში, ასევე ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებშიც. თურქული ქაბაბი ქართულისგან განსხვავდება სუნელების შეზავების ტექნიკითა და მისაყოლებელი სოუსებით.
  2. კოფტე: კოფტე არის პატარა ხორცის ბურთულები, რომლებიც ასევე თავისებურად მზადდება. იგი ადგილობრივების საყვარელი სასუსნავია, თუმცა საკმაოდ დამანაყრებელია.
  3. ბორეკი: ყველის მოყვარულებმა აუცილებლად დააგემოვნეთ ბორეკი. იგი თურქეთის ტრადიციული კერძია. რამდენიმე ფენა ცომში გარეული ფეტას ყველი უგემრიელეს კომბინაციას ქმნის.
  4. ბაქლავა: სტამბოლი თურქეთი ტკბილეულის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით კარგი სამოგზაურო ადგილია. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ თურქული ბაქლავა, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. ბაქლავას ნებისმიერ საცხობსა თუ კაფეში ნახავთ.
  5. სიმითი: თურქეთი ცომეულის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამის ნათელი მაგალითია სიმითი, რომელიც წარმოადგენს გამომცხვარ ცომს სეზამის მარცვლებით. სიმითი განსაკუთრებით საუზმისთვის განკუთვნილი საჭმელია.

ხშირად დასმული კითხვები

ამინდის მხრივ, შუა გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესოა სტამბოლში ვიზიტისთვის. ამ დროს თბილი ამინდია და სიარული ბევრად მარტივი და კომფორტული იქნება.

თუ იაფი მოგზაურობის დაგეგმვა გსურთ, ეცადეთ, ავიაბილეთები შეიძინოთ არატურისტული სეზონების დროს. ამ დროს ავიაბილეთებსაც კიდევ უფრო იაფად იყიდით და დასარჩენ ადგილებსაც იაფად დაჯავშნით. ასევე, უმჯობესია დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს.

სტამბოლი თურქეთის ისტორიული პროვინციაა, შესაბამისად იგი ისტორიული და კულტურული დატვირთვის მქონე ქალაქია. აქ შეგიძლიათ ნახოთ სასახლეები, კოშკები, ტაძრები და მეჩეთები..

სტამბოლში ვიზიტი არ უნდა იყოს 3 დღეზე ნაკლები. 3 ან მეტი დღით სტუმრობის შემთხვევაში ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობების ნახვას თავისუფლად მოასწრებთ.

დიახ, სტამბოლის მიმართულებით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან პირდაპირ ფრენებს ნახავთ.

(IST) – სტამბოლის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოსაა. იგი ქალაქის ცენტრიდან 32 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი მოგზაურობის პირობები და განრიგი. უმჯობესი იქნება, თუ წინასწარ დაჯავშნით ტურებს.

Avia.Ge გთავაზობთ სანდო და მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას. პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ჩვენ საუკეთესო ფასად შემოგთავაზებთ როგორც ავიაბილეთებს, ასევე სასტუმროებსაც. ტურის ფარგლებში ბიუჯეტურად და მარტივად შეძლებთ მოგზაურობას.

ტურის ადგილმდებარეობა

686₾ დან

მოითხვე ტურის დათვლა

კონტაქტი

Website

avia.ge

ტელეფონი

+995 558 302 303

686₾ დან
დაჯავშნ

ასევე შესაძლოა დაგაინტერესოთ

Madrid Tour

მადრიდის ტური

1089₾ დან
5 დღე 4 ღამე
Milan tour

მილანის ტური

1082 ₾ დან
5 დღე 4 ღამე
santorinis turi

სანტორინის ტური

1 300 ₾ დან
4 ღამე 5 დღე
aia napas turi

აია ნაპას ტური

700₾ დან
5 დღე 4 ღამე
Dubai Tour

დუბაის ტური

950 ₾ დან
5 დღე 4 ღამე
antaliis turi

ანტალიის ტური

1550₾ დან
5 დღე 4 ღამე
Doha Tour

დოჰას ტური

620 ₾ დან
4 დღე 3 ღამე