5 დღე 4 ღამე
ყოველდღიური ტური
1 ადამიანი
აია-ნაპას ტურები
სრული სამოგზაურო პაკეტი 700 ლარიდან 1290 ლარამდე
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
აია-ნაპას ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇
აია-ნაპა ზღვაზე დასვენების მოყვარულებისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. იგი კუნძულ კვიპროსზე მდებარეობს და ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი სანაპიროებითა და გამჭვირვალე წყლით არის გარშემორტყმული. თავისი ბერძნული წარმოშობა კი ქალაქს ისტორიული და კულტურული თვალსაზრისითაც მომხიბლავს ხდის. რეგიონის ბერძნული, თურქული და ბიზანტიური გავლენები აია-ნაპას მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში კარგად მონაწილეობს. ეს კუნძულზე მდებარე ჯადოსნური ქალაქი ზღაპრული დასვენების საწინდარი იქნება როგორც ზღვის მოყვარულებისათვის, ასევე ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც.
გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა საუკეთესოა აია ნაპაში ვიზიტისას. ამ დროს სანაპიროზე გასვლასაც შეძლებთ და ისტორიული ძეგლების დათვალიერებისას ძლიერი სიცხეც არ შეგაწუხებთ.
იაფი მოგზაურობისათვის არაპოპულარულ სეზონებს გირჩევდით. რაც უფრო ნაკლებია ტურისტების რაოდენობა, მით უფრო იკლებს ფასი ავიარეისებსა და დასარჩენ ადგილებზე.
თავისი ულამაზესი სანაპიროებით. თუმცა, გარდა ამისა ქალაქი ისტორიული მნიშვნელობისაცაა.
5-7 დღე მაინც გათვალეთ სამოგზაუროდ, რათა კარგად დაისვენოთ აია ნაპას ცნობილ სანაპიროებზე.
აია ნაპაში სამოგზაუროდ ლარნაკაში უნდა ჩაფრინდეთ. ლარნაკაში კი პირდაპირი ავიარეისებით შეგიძლიათ იმგზავროთ, როგორც თბილისიდან, ისე ქუთაისიდან.
LCA – ლარნაკას აეროპორტი. აქედან აია ნაპამდე ავტობუსებით ჩვეულებრივად მიხვალთ.
გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი მოგზაურობის პირობები და განრიგი. უმჯობესი იქნება, თუ წინასწარ დაჯავშნით ტურებს.
avia.ge გთავაზობთ სანდო და მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას. პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ჩვენ საუკეთესო ფასად შემოგთავაზებთ როგორც ავიაბილეთებს, ასევე სასტუმროებსაც. ტურის ფარგლებში ბიუჯეტურად და მარტივად შეძლებთ მოგზაურობას.