იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან პორტოში
პორტო პორტუგალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. იგი განსაკუთრებით პოპულარულია ენთუზიასტ მოგზაურებში თავისი ფერადი ქუჩების, ისტორიული შენობებისა თუ მრავალფეროვანი ატმოსფეროს დამსახურებით. პორტოს პორტები, სანაპიროები და წყალთან ახლოს მდებარე კვების ობიექტები ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ.
ქალაქში მისი ფერადი ტრამვაიებით მოგზაურობა ან უბრალოდ ფეხით სეირნობაც კი თავგადასავალია. აქაურობა ნებისმიერი ტიპის ტურისტს შეაყვარებს თავს. საკმარისია, მისი ცენტრი ერთხელ მოინახულოთ და შემდეგ ქალაქის ცნობილ ბაღებში დაისვენოთ – პორტო ერთი ნახვით სამუდამოდ დარჩება თქვენს გულში. ამ ბლოგში სწორედ მაგიური ქალაქი პორტოს შესახებ მოგიყვებით, გაგაცნობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინოთ ქუთაისი პორტო ავიაბილეთები მარტივად, სწრაფად და ბიუჯეტურად.

