ვენეცია ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ულამაზესი ქალაქია. მსოფლიო ისტორიის არც ერთ ეტაპზე იგი პოპულარობის დანაკლისს არ უჩიოდა, თუმცა თანამედროვეობაში იგი განსაკუთრებულად იზიდავს ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, ამჯერად დათვალიერებისა და დასვენების მიზნით. ალბათ, ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ვენეციის არხებში გონდოლებით მოსეირნე ადამიანების ფოტოები. ამ და სხვა მრავალფეროვანი გამოცდილებების მისაღებად აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ საოცარ ქალაქს. თავისი არქიტექტურით, კულტურული ძეგლებითა და იტალიური სამზარეულოთი იგი აუცილებლად მოიგებს თქვენს გულს. ამ ბლოგში კი შემოგთავაზებთ ვენეციის შესახებ ინფორმაციას, გაგაცნობთ მის დასარჩენ ადგილებს, ღირსშესანიშნაობებს, კვების ობიექტებს, დასასვენებელ სივრცეებსა და სხვა.
ვენეცია – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ ვენეციაში?
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის მოძიებაა. ის უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენს სურვილებსა და მოთხოვნებზე მორგებული უნდა იყოს – უნდა ემთხვეოდეს თქვენს ბიუჯეტს და ტრანსპორტითაც მარტივად მისადგომი უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ვენეციის ცნობილ დასარჩენ ადგილებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.
სან მარკოს უბანი
სან მარკოს უბანი ( San Marco) – ქალაქის გული, აქ თავმოყრილია ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობა და უამრავი სავაჭრო და კვების ობიექტი. იდეალურია პირველად დამსვენებლებისთვის. აქაურობა კომფორტული და თანაც ულამაზესია.
სან პოლო
სან პოლო ( San Polo) – სან პოლო ვენეციის ყველაზე პატარა ცენტრალური უბანია. სადგურსა და ცნობილ რიალტოს ხიდს შორის მდებარე ეს ტერიტორია ქალაქის თითქმის ნებისმიერ ნაწილამდე მარტივ წვდომას გთავაზობთ – ფეხით სეირნობისას თუ წყლის ავტობუსით.
კანარეჯიო
კანარეჯიო ( Cannaregio) – კანარეჯიო ვენეციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია, მის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სანტა ლუსიას რკინიგზის სადგური და ძალიან მოსახერხებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. თუ ეძებთ კარგ სასტუმროს, სადაც მარტივად მიხვალთ, ეს უბანი თქვენთვის ზედგამოჭრილია თანაც, აქ ვენეციის რამდენიმე ცნობილი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. მთავარი არხები კი სავსეა რესტორნებით, რომლებიც განსაკუთრებით პოპულარულია მზის ჩასვლის დროს.
კასტელო
კასტელო (Castello) – თუ ცენტრში უფრო მშვიდ გარემოს ეძებთ, კასტელოს უბანი ფანტასტიკური ვარიანტია. ის გთავაზობთ წყნარი საცხოვრებელი ქუჩების, მომხიბვლელი არხების და ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის მარტივად ნახვის საშუალებას. ამ ტერიტორიაზე ასევე ბევრი მწვანე სივრცეა, სადაც განტვირთვას შეძლებთ.
სანტა კროჩე
სანტა კროჩე ( Santa Croce) – ეს უბანი პრაქტიკული არჩევანია, რადგან იგი ახლოსაა პიაცალე რომასთან (მთავარ ავტობუსების სადგურთან) და სანტა ლუჩიას რკინიგზის სადგურთან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადგილებისგან განსხვავებით თვალწარმტაცი არ არის, მდებარეობა ვენეციის შესანიშნავ ლოკაციად აქცევს. განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ მხოლოდ რამდენიმე ღამით დარჩენას გეგმავთ.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ვენეციაში?
ვენეცია მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობებს გთავაზობთ. აქაურობა მაგიურ მოგზაურობას გპირდებათ. თავისი ციხესიმაგრეებით, ულამაზესი სასახლეებითა და ისტორიული შენობებით იგი სხვადასხვა ეპოქაში გამოგზაურებთ. დაბლა რამდენიმე ცნობილ ღირსშესანიშნაობას შემოგთავაზებთ.
წმინდა მარკოზის ბაზილიკა
წმინდა მარკოზის ბაზილიკა საოცარი კულტურული ძეგლი ვენეციის მთავარ მოედანზე მდებარეობს და სასახლეთა რიგთან ერთად კულტურული ღირსშესანიშნაობების ანსამბლს ქმნის. იგი ბიზანტიური არქიტექტურის ნიმუშია. ტაძრის თაღები და მოზაიკები აუცილებლად დიდხანს გემახსოვრებათ. ეს ტაძარი ცალსახა ნიმუშია იმისა, თუ რა დიდებული იმპერიების მემკვიდრეა ვენეცია.
დოჟების სასახლე
დოჟების სასახლე მთავარ მოედანზე შეგხვდებათ. იგი იტალიური რენესანსის დროს აშენდა. შენობას დიდი პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდა და სახელმწიფოებრივ სტაბოლურობაში დიდხანს წამყვან როლს ასრულებდა. დღეს კი ვენეციის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა თავისი ულამაზესი თაღებითა და ლოჟებით.
La Fenice ფენიქსის ოპერის თეატრი
La Fenice ოპერის თეატრი აუცილებლად უნდა მოინახულოთ ვენეციაში ყოფნისას. ეწვიეთ მარია კალასის გამოფენას, რომელიც ცნობილი სოპრანოს ვენეციურ წლებზე მოგითხრობთ. აუდიო გიდის დახმარებით დაათვალიერეთ ფოიე, თეატრის ჰოლი და აპოლონიური დარბაზები, რათა ოპერის, თეატრალური ვენეციის ნამდვილი გემო შეიგრძნოთ!
ოხვრის ხიდი
ოხვრის ხიდზე თუ გადაივლით, დაახლოებითი წარმოდგენა შეიძლება შეგექმნათ იმაზე, თუ რას განიცდიდნენ იტალიელი პატიმრები დოჟის სასახლიდან სატუსაღომდე გზაზე. ეს ხიდი ბაროკოს სტილშია შესრულებული. სიტყვა ოხვრა კი მის სიმბოლურ შინაარსზე მიუთითებს.
კონტარინი დელ ბოვოლოს სასახლე
წმინდა მარკოზის სამრეკლო
წმინდა მარკოზის სამრეკლო იდეალური ადგილია ვენეციის ხედების დასათვალიერებლად. იმგზავრეთ ლიფტით და გადმოხედეთ ქალქს სამრეკლოდან, თქვენ თვალწინ ქალაქის თვალწარმტაცი პეიზაჟები გადაიშლება.
მურანოსა და ბურანოს კუნძულები
მურანოსა და ბურანოს კუნძულები სხვა თვალით დაგანახებენ ვენეციას. მეთევზეების ფერადი სახლები და ვენეციის ულამაზესი ხედები თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. მოინახულეთ მურანოსა და ბურანოს ისტორიული კუნძულები და იმოგზაურეთ ნამდვილი ვენეციელივით.
გონდოლების ტური
გონდოლების ტური ნამდვილი ვენეციელივით გაგატარებინებთ დროს. უგზო ქალაქში ნავები დომინირებენ. ყველა მოგზაურმა ვენეცია გონდოლით ერთხელ მაინც უნდა დაათვალიეროს. ეწვიეთ გონდოლების გალერეას, რათა გაიგოთ, თუ როგორ მზადდება ვენეციის ცნობილი ნავები. იხილეთ ორიგინალური ხელსაწყოები და ტრადიციული ხელოსნობის ნიმუშები. შემდეგ კი გაისეირნეთ გონდოლით ვენეციის არხებში და გაეცანით ქალაქის ისტორიასა და ტრადიციებს.
სანტა მარია დელა სალუტეს ტაძარი
ეს ტაძარი შუასაუკუნეებში აშენდა ვენეციაში შავი ჭირისაგან გათავისუფლების სადღესასწაულოდ. მისი არქიტექტურული მხარე შთამბეჭდავია, სიმბოლურ მნიშვნელობასთან ერთად. დღეს ტაძარი ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ადგილს წარმოადგენს.
ვენეციის მურანო
ვენეციის მურანო და შუშის ქარხანა მნახველებს იდეალურ ტურს პირდება იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ მზადდება ულამაზესი ვენეციური მინები. ხელოვნების დონეზე აყვანილი ეს ხელობა ბევრი ვენეციელის პროფესიაა. ეს საქმე ადგილობრივებს განსაკუთრებით უყვართ.
დაჯავშნე ვენეციის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური ფასები!
ფრენები ვენეციაში
სად ვჭამოთ ვენეციაში?
ვენეციაში მარტივად შეძლებთ იტალიური სამზარეულოს შედევრების დაგემოვნებას. თუმცა, აქ ფართო არჩევანი გექნებათ საერთაშორისო კულინარიული მიგნებების მხრივაც.
საუკეთესო რესტორნები ვენეციაში
Quadri – რესტორანი წარმოგიდგენთ ტრადიციულ ვენეციურ კერძებს, რომლებსაც შეფ-მზარეული თანამედროვე შტრიხებით აფორმებს. ის ზღვის ინგრედიენტებზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა ადგილობრივი თევზი ან სეზონური მოლუსკები. ღვინის რეკომენდაციისთვის პერსონალს მიმართეთ – ღვინის ვრცელ და მრავალფეროვან სიაში უჩვეულო ეტიკეტებს აღმოაჩენთ.
Il Ridotto – წმინდა მარკოზის მოედნიდან და ოხვრის ხიდიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში, პატარა მოედანზე, ეს რეტორანი ფერადი და თბილი ატმოსფეროთი დაგხვდებათ. ადგილობრივ და სეზონურ პროდუქტებზე დაფუძნებული სამზარეულო აუცილებლად მოგხიბლავთ. არ გამოტოვოთ ბერგამოტის, ციტრუსისა და გრეიფრუტის არომატით დამზადებული თეთრი შოკოლადის დესერტი. რესტორანს დამსახურებულად აქვს მიშელინის ვარსკვლავი.
Terrazza Danieli – ამ რესტორნით ფოტოებიდანაც კი აღფრთოვანდებით. მიშელინის ვარსკვლავით დაჯილდოვებული ულამაზესი ადგილი ტურისტების ფავორიტი დამსახურებულადაა. მის კულმინაციას სწორედ გარე ტერასა წარმოადგენს, საიდანაც 180°-იანი ხედი იშლება. მენიუ რეგულარულად იცვლება სეზონების მიხედვით და შეიცავს ახალ, ადგილობრივ ინგრედიენტებს.
სად ვჭამოთ ყველაზე გემრიელი ჯელატო ვენეციაში?
Gelato di Natura – ეს სანაყინე რამდენიმე მიზეზის გამო გამოირჩევა – ნაყინის ტექსტურა, არომატები და არჩევანის მრავალფეროვნება აქაურობას პოპულარობას სძენს. ეს მაღაზია 4 ლოკაციაზე შეგიძლიათ ნახოთ ვენეციაში, ამიტომ კომფორტულია ტურისტებისთვის.
Gelateria Gallonetto – პატარა სანაყინეა, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანისთვის არის საკმარისი ადგილი ერთდროულად. ნაყინი მზადდება ახალი, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით, რაც არომატებს ნამდვილად გამორჩეულს ხდის. ეს სანაყინე ორიენტირებულია კლასიკურ არომატებზე, როგორიცაა სტრაჩატელა, ამარენა, ნოჩოლა (თხილი) და ფისტა. ეს პოპულარული ადგილია, ამიტომ მოემზადეთ ლოდინის დროისთვის, მაგრამ ნამდვილად ღირს!
Suso – 2010 წელს გახსნის შემდეგ, Suso-მ ვენეციის ნაყინის სცენა შტურმით დაიპყრო და სწრაფად გახდა ქალაქის ყველაზე პოპულარული სანაყინე. მისი არომატები და ხარისხიანი ინგრედიენტები შთამბეჭდავია. ისინი გვთავაზობენ ტრადიციული და კრეატიული ვარიანტების ნაზავსა თუ ორიგინალურ მიგნებებს.
ყველაზე რომანტიკული რესტორნები ვენეციაში
Osteria Al Cantinon – რესტორნის ტერასიდან გონდოლების ყურება საღამოს გასატარებლად იდეალური ვარიანტია. გირჩევთ, რომანტიკული საღამოსთვის აქ გარეთ დასაჯდომი ადგილები დაჯავშნოთ. მათი მენიუ ორიგინალური და ტრადიციული ვენეციური კერძების ნაზავს წარმოადგენს. აქ შეგიძლიათ გასინოთ ტრიუფელის რიზოტო და ზღვის კერძები.
Trattoria Antiche Carampane – ეს რესტორანი ქალაქის საუკეთესო რესტორნებს შორის ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ელიტური რესტორანია, მან შეინარჩუნა თავისი რომანტიკული, ძველი სამყაროს ხიბლი. ზღვის პროდუქტები მენიუს ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.
Ristorante Da Carletto – დოჟების სასახლიდან და წმინდა მარკოზის მოედნიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს ვენეციის ეს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული რესტორანი. მასიური ხის ძელები, ვინტაჟური დეკორი და აგურით მოპირკეთებული ბუხრები შუა საუკუნეებში გამოგზაურებთ. ამავდროულად, ნაზი განათება და გამოქვაბულის მსგავსი გარემო მას ძალიან ინტიმურ და მყუდრო ატმოსფეროს სძენს. მენიუ კი ნებისმიერი სტუმრის გემოვნებას მოერგება.
ახლოდან დანახული ვენეცია





სად ვიშოპინგოთ ვენეციაში?
ვენეციაში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. ქალაქი სავსეა დასვენების, განტვირთვისა და გართობის შესაძლებლობებით. ერთად აღმოვაჩინოთ ვენეციის ცნობილი საშოპინგო ცენტრები.
რომელია ყველაზე ცნობილი საშოპინგო ადგილები ვენეციაში?
Piazza San Marco boutique stores – ეს ბუტიკები წმინდა მარკოზის მოედანზეა მიმოფანტული. ისინი შესანიშნავი ადგილია შოპინგისთვის, განსაკუთრებით თუ ექსკლუზიურ ვენეციურ სუვენირებს ეძებთ. კაფეებთან და ბაზილიკის ხედებთან ერთად, აქაურობა საკმარისია იმისთვის, რომ მთელი დღე შოპინგს დაუთმოთ.
ვენეციის ბაზრობები
Rialto – ეს ბაზრობა ყველაზე ცნობილია ვენეციაში. იგი საუკუნეებს ითვლის. ადრეული დილით აქ გამოსვლა და ადგილობრივი პროდუქტების შეძენა ვენეციელებისთვის ტრადიციად ქცეული ერთგვარი სიამოვნებაა.
Marghera Market – მარგერას უბნის ცენტრში მდებარე ბაზარი, სადაც საკვებს, აქსესუარებსა და სხვა ნივთებს იპოვით. რადგან ეს ძირითადად საკვების ბაზარია, ხილისა და ბოსტნეულის არჩევანი განსაკუთრებით შთამბეჭდავია. საკვების გარდა, აქ ნახავთ ტანსაცმელს და სახლის დეკორაციებს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ბაზარი კვირაში მხოლოდ ორჯერ იმართება.
რომელია ყველაზე ცნობილი საშოპინგო უბანი ვენეციაში?
Calle larga XXII marzo – თუ გსურთ, შოპინგს მიუძღვნათ თქვენი დღე, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს. ამ ქუჩაზე მდებარეობს ყველაფერი – მაღალი კლასის ბუტიკებიდან დაწყებული, სუვენირების მაღაზიებისა თუ საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებით დამთავრებული.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ვენეციაში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ვენეცია ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო ვენეციაში სამოგზაუროდ?
ვენეციაში წასასვლელად იდეალური დრო გაზაფხული-შემოდგომა ან ადრეული ზაფხულია. ამ დროს ქალაქში ნაკლები ტურისტია და შედარებით მარტივად შეძლებთ ღირსშესანიშნაობების მონახულებას. თანაც, ამ დროს ამინდებიც იდეალურია და ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე, დასარჩენი ადგილებიც შედარებით იაფდება. ვენეციაში გონდოლებით სეირნობას წელიწადის ნებისმიერ დროს შეძლებთ. ასევე, მუდამ შეგიძლიათ მის საშოპინგო ცენტრებსა თუ ტერასებს ეწვიოთ. ვენეციის მუზეუმებიც სულ თქვენს მზადყოფნაში იგულეთ. ერთი სიტყვით, არჩევანი თქვენზეა – ნებისმიერ სეზონზე ვენეცია წელში გამართული ამაყად დაგელოდებათ.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ვენეციაში?
ვენეციაში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და წყლის ტრანსპორტს მიანიჭოთ უპირატესობა. ამ ქალაქში გადაადგილებაც კი თავგადასავლის ნაწილია.
წყლის ავტობუსი
წყლის ავტობუსი არა მხოლოდ გადააგილების საშუალება, არამედ ვენეციის დათვალიერების ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტიცაა. იგი საკმაოდ პოპულარული ტრანსპორტია ქალაქში. ერთჯერადი ბილეთი 10 ევრომდე ღირს, მთელი დღის ბილეთს კი 25 ევროდ შეიძენთ.
ფეხით
გონდოლა
გონდოლებით გადაადგილება კი უფრო ტურისტული ვარიანტია. არ უნდა დაგენანოთ ფინანსები ვენეციის მთავარ არხზე გონდოლათი სასეირნოდ. მისი ტური რამდენიმე წუთს გრძელდება და ქალაქს საერთოდ სხვა პერსპექტივიდან განახებთ. ყველაზე იაფად 60 ევროდან შეგიძლიათ გონდოლათი მგზავრობა.
რომელია საუკეთესო პარკები ვენეციაში?
ვენეცია პარკების მრავალფეროვნებასაც გთავაზობთ. აქაური ულამაზესი ბუნება დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალური ადგილია. რამდენიმე პოპულარულ რეკრეაციულ ზონას ჩვენც შემოგთავაზებთ.
პაპადოპოლის ბაღები
პაპადოპოლის ბაღები (Papadopoli Gardens) – ეს ის ბაღია, სადაც დამღლელი დღის შემდეგ იდეალურად განტვირთვას შეძლებთ. 1800-იანი წლების ბოლოს ეს გრაფ სპირიდიონე პაპადოპოლისა და მისი მეუღლის პირადი ბაღი იყო. ვენეციის ეს ნაწილი პირველი მსოფლიო ომის დროს ბომბმა დაბომბა. იქ ბევრი ხეა, მათ შორის რამდენიმე მუხა, რაც ზაფხულის სიცხესა და ქალაქის ხმაურს ახშობენ და ანეიტრალებენ.
სავორნანის პარკი
სავორნანის პარკი (Parco Savorgnan) -ეს ბაღი ერთხანს კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. იგი ძალიან დიდ სივრცეზეა გადაჭიმული და მოიცავს დასასვენებელ ზონებს, ბავშვებისათვის მოწყობილ სპეციალურ სივრცეებსა და ბუნების ულამაზეს ელემენტებს.
რეცონიკოს ბაღი
რეცონიკოს ბაღი ( Giardino Ca’ Rezzonico) – თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, მაშინ ეს სივრცე იდეალურია თქვენთვის. ამ მყუდრო გარემოში თქვენ შეძლებთ დასვენებას, ბავშვები კი – გართობას.
მარინესას ბაღები
მარინესას ბაღები (Giardini della Marinaressa) – ამ პარკში ხელოვნების ნიმუშებს დაათვალიერებთ. აქაური სკულპტურები და ულამაზესი ბუნება ტურისტებისთვის ერთგვარი თავშესაფარია დამღლელი ტურების შემდეგ.
ხსოვნის პარკი
ხსოვნის პარკი (Parco delle Rimembranze) – ჯუდეკას არხის გასწვრივ 30 წუთიანი გასეირნებისას სრულიად განსხვავებულ ვენეციას აღმოაჩენთ. ეს ადგილი ძალიან განსხვავდება ვენეციის დანარჩენი ნაწილისგან ფართო ქუჩებითა და თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსებით. აქ ვენეციის ულამაზესი მცენარეები დაგხვდებათ. პარკში მოწყობილია მოედნები და გასართობი სივრცეები.
გადაწყვიტე ვენეციაში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება და დაჯავშნე იაფი ფრენები ვენეციაში!
ხშირად დასმული კითხვები ვენეციაზე
რამდენი დღეა საკმარისი ვენეციის მოსანახულებლად?
3-4 დღე მაინც უნდა გათვალოთ ქალაქში ყოფნისათვის, რათა ბოლომდე შეძლოთ მისი ღირსშესანიშნაობების მონახულება.
რა უნდა წავიღოთ ვენეციაში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ვენეციაში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია.
რით არის გამორჩეული ვენეცია?
ვენეცია იტალიის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. იტალიურ სულს აბსოლუტურად გამოხატავს მისი ღირსშესანიშნაობები და ყველა ტიპის მოგზაურისათვის იდეალურ გარემოს ქმნის.
რამდენად ძვირია ვენეცია?
ვენეციაში მოგზაურობა ევროპის ბიუჯეტურ ქალაქებთან შედარებით შეიძლება ძვირი მოგეჩვენოთ, თუმცა შედარებით არასეზონურ პერიოდებში აქ ძალიან ბიუჯეტურად შეძლებთ დასარჩენი ადგილების ნახვას.
რამდენად უსაფრთხოა ვენეციაში მოგზაურობა?
ვენეცია საკმაოდ უსაფრთხო ადგილია ტურისტებისთვის, თუმცა აუცილებლად ფრთხილად იყავით პერსონალურ ნივთებთან. ხალხმრავალ ადგილებში შეიძლება მცირე ჯიბის ქურდობებს შეესწროთ.
როდისაა საუკეთესო დრო ვენეციაში სამოგზაუროდ?
გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესოა ვენეციაში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურა იდეალურია და ქალაქს უფრო კომფორტულად დაათვალიერებთ.
რომელია ვენეციასთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
VCE – ვენეციის აეროპორტი ქალაქიდან სულ რაღაც 7 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ვენეციაში?
საქართველოდან ვენეციის მიმართულებით ფრენები შეგიძლიათ ნახოთ საქართველოს სამივე აეროპორტიდან მხოლოდ გადაჯდომით. თუმცა, ვინ შეუშინდება გადაჯდომისას მცირეხნიან პაუზას ვენეციაში სამოგზაუროდ?!
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ვენეციაში?
თბილისიდან შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიები ფრენებს: Aegean Airlines, Pegasus, Lot, Turkish Airlines და სხვა. მათგან Pegasus ქუთაისიდანაც დაფრინავს, Turkish Airlines კი ბათუმიდანაც ასრულებს რეისებს.
როგორ შევიძინოთ ვენეციის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. საუკეთესო ფასების მისაღებად კი უნდა გამოიყენოთ საძიებო პლატფორმა Avia.ge .
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ვენეციაში მოგზაურობის წინ


















