საქართველოს ავია ბაზარი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ავიაკომპანიის დაინტერესებას იწვევს. ვიზალირებალიზაციის შემდეგ ქართული ტურიზმი მართლაც ძალიან გააქტიურდა და ამიტომაც, მსგავსი დონის ინტერესის ზრდა გასაკვირი საერთოდაც არ არის. თუმცა, თითქმის ყოველ სეზონზე ქართველი მოგზაურებისათვის ახალი ავიაკომპანიების რეისების დამატება მაინც ყოველთვის სასიამოვნო და მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ბაზებიდან უკვე არაერთი უცხოური ავიაკომპანია ოპერირებს. თუმცა, მათი რიცხვი თანდათანობით სულ უფრო და უფრო გრძელი და შთამბეჭდავი ხდება. ქართულ ავია სივრცეში უკვე შემოვიდნენ ისეთი დიდი და ცნობილი ნაციონალური ფლაგმანები, როგორიცაა მაგალითად Air France. აღსანიშნავია, რომ ქართული ავია ბაზრით არამარტო ევროპის წამყვანი ავია ხაზები, არამედ აზიისა და შუა აღმოსავლეთის ცნობილი ავია კომპანიებიც აქტიურად არიან დაინტერესებულნი.

რაც მთავარია, ქვეყნის მთავარი აეროპორტი სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამჯერადაც ყურადღების ცენტრშია, რადგან ამ ლოკაციიდან სულ მალე კიდევ ერთი მიმართულებით იქნება გაფრენა შესაძლებელი. თანაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს აღნიშნული რეისი პირდაპირ დანიშნულების ადგილას ჩააფრენს.

საქართველოს დედაქალაქში განთავსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ამჯერად ახალი მიმართულებით ფრენის დაწყებას უზბეკური ავია კომპანია გეგმავს. Uzkebistan Airways თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით შეასრულებს პირდაპირ ფრენებს. ზაფხულის სეზონიდან უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავია კომპანია კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და კვირას დაიწყებს ახალი მიმართულებით ფრენას.

თბილისი ტაშკენტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 დეკემბერი 202523 დეკემბერი 2025პირდაპირიUzbekistan Airwaysავიაბილეთები 758 -დან
13 იანვარი 202623 იანვარი 2026პირდაპირიUzbekistan Airwaysავიაბილეთები 838 -დან
14 თებერვალი 20262 მარტი 2026პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 876 -დან
2 მარტი 20269 მარტი 2026პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 923 -დან
13 აპრილი 202623 აპრილი 2026პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 962 -დან
4 მაისი 20268 მაისი 2026პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 929 -დან
2 ივნისი 20265 ივნისი 20261 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 1 250 -დან
19 ოქტომბერი 202626 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 450 -დან

ახალი პირდაპირი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 ივლისიდან დაიწყება. მათ უზბეკური ავია კომპანია Airbus 320 მოდელის თვითმფრინავით განახორციელებს. აღნიშნული ავია ხაზები 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 40 სხვადასხვა მიმართულებით ანხორციელებს აქტიურ ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათი კომფორტული ავია ფლოტი 31 თვითმფრინავისგან შედგება. ასეთი სიახლე ქართველ ტურისტებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთ საინტერესო ქალაქს ესტუმრნონ მარტივად და კომფორტულად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები მალტის მიმართულებით
შემდეგი სტატიაცვლილებები აშშ-ის ვიზის მსურველთათვის
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments