ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა შეიძლება საწვავის ფასების ზრდა გამოიწვიოს, რაც, თავის მხრივ, ავიაბილეთების გაძვირებასაც განაპირობებს.

როგორც The Telegraph იუწყება, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა და British Airways -ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, უილი უოლშმა აღნიშნა, არსებობს მყარი კავშირი ნავთობის ფასებსა და ავიაბილეთების ღირებულებას შორის. მისი თქმით, ზაფხულში ნავთობის ფასების შემცირებამ ავიაკომპანიებს საშუალება მისცა, ავიაბილეთების ფასები შეემცირებინათ. თუმცა, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე ეს ტენდენცია იცვლება.

განსაკუთრებული გავლენა იქონია ისრაელის იერიშმა ირანის სამხედრო ობიექტებზე, რის შედეგადაც ნავთობის ფასებმა 8%-ით მოიმატა. ბაზრებმა სიტუაციას მყისიერად უპასუხეს. ანალიტიკოსები Goldman Sachs-იდან აღნიშნავენ, რომ თუ ირანი ორმუზის სრუტეს დაბლოკავს, რომელიც გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედს უზრუნველყოფს, ეს შეიძლება ფასების მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდეს.

მაკგილის უნივერსიტეტის ავიაციის სპეციალისტი, ჯონ გრედეკი განმარტავს, რომ თუ რეაქტიული საწვავის ფასი 10-20%-ით მოიმატებს, ავიაკომპანიები სერიოზულ ფინანსურ წნეხს განიცდიან. IATA-ს მონაცემებით, ავიაციის სფეროში საწვავის ხარჯები მთლიანი შემოსავლების თითქმის მესამედს შეადგენს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა24 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 727 -დან
ათენი30 აპრილი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 231 -დან
ბარსელონა17 იანვარი 202722 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 436 -დან
ბერლინი8 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 336 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
ბრატისლავა17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 240 -დან
ბუდაპეშტი12 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 366 -დან
დორტმუნდი4 მარტი 20276 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 405 -დან
მემინგენი12 ივნისი 202615 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 319 -დან
ფრანკფურტი15 ივნისი 202619 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 601 -დან

ამჟამად ბევრი ავიაკომპანია იყენებს ჰეჯირების მეთოდს – საწვავის ფასებს წინასწარ აფიქსირებს, რათა ბაზრის რყევისგან დაიცვას თავი. მაგალითად, Ryanair-მა გაზაფხულზე არსებული დაბალი ფასები გამოიყენა და საწვავის მარაგი სამი წლით წინასწარ შეიძინა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, 2022 წელს საწვავის ფასების ზრდის ფონზე, ისეთმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Emirates, AirAsia და Japan Airlines, ავიაბილეთებზე დამატებითი გადასახადი დააწესეს, რაც დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. სხვებმა კი ავიაბილეთების გაძვირების ნაცვლად მარშრუტების შემცირებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გზას მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ისრაელმა განახორციელა იერიში ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რასაც სამხედრო დაპირისპირების ესკალაცია მოჰყვა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ლიტვამ, ბულგარეთმა, ჩეხეთმა და პოლონეთმა, უკვე გამოაცხადა მზადყოფნა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციისთვის.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიFlyArystan 1-დან 31 ივლისის ჩათვლით ქუთაისიდან ყაზახეთის 5 ქალაქში იფრენს
შემდეგი სტატიაGeorgian Airways -მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები აღადგინა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments