25.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 12, 2025

ბარი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

იტალიის სამხრეთში მდებარე ბარი ტურისტებისთვის საყვარელი მიმართულებაა. იგი პოპულარულია თავისი სანაპიროებით ხმელთაშუა ზღვაზე. მისი საოცარი ატმოსფერო, კაფე-ბარები, ულამაზესი სანაპიროები ნამდვილ ჯადოსნურ თავგადასავალში გადაგისვრით. ამ ბლოგში სწორედ მის შესახებ მოგიყვებით – მზის, ზღვისა და იდეალური დასვენების მოყვარულები გამოგვყევით: ერთად დავათვალიეროთ ბარის უბნები, ღირსშესანიშნაობები, კაფე-ბარები, სანაპიროები და მიიღეთ რეკომენდაციები მოგზაურობაზე.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

იტალიური

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

1 €

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

ევრო

კვება

ერთი სადილის ღირებულება

15-25 €

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ბარი

სად დავრჩეთ ბარიში?

იდეალური მოგზაურობა დასარჩენი ადგილის მოძიებით იწყება. უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ბარის ცნობილ დასარჩენ უბნებს, სადაც კარგ სასტუმროებს ნახავთ საკმაოდ იაფად და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.

ბარი ვეკია/სან ნიკოლა, (Bari Vecchia/San Nicola) – ბარის ყველაზე პოპულარული უბანი ქალაქში პირველად მოგზაურებისათვის. ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და საუკეთესო უბანია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ბარის მთავარი ღირსშესანიშნაობები, სავსეა კლუბებით, რესტორნებითა და  სასტუმროებით.

მადონელა (Madonnella) – ეს უბანი მურატის აღმოსავლეთით მდებარეობს. ტერიტორია სავსეა მწვანე სივრცითა და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებით. აქედან ცენტრამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ სანაპიროზე სეირნობით, ან ავტობუსით.

ბარი-პალეზე (Bari-Palese) – ეს ძალიან მშვიდი უბანია, სადაც ყოფნა განსაკუთრებით მოეწონებათ სანაპირო ზოლზე დასვენების მოყვარულებს. იგი ზუსტად სანაპიროსთან მდებარეობს, საკმაოდ მშვიდია და იდეალურად დასვენებას შეძლებთ.

მურატი (Murat) – ეს უბანი სავსეა ელეგანტური მაღაზიებითა და კლუბებით, რომლებიც საღამოს ხალხით ივსება. აქ მრავალი კონცერტი და შოუ იმართება. მურატი მოხერხებული ადგილია მატარებლით სამოგზაუროდ და ძალიან უსაფრთხოცაა, რადგან მთელი დღისა და ღამის განმავლობაში ცოცხალია. გარდა ამისა, აქ დარჩენისას, ქალაქში ძირითადად ფეხით გადაადგილება მარტივად შეგიძლიათ.

კარასი (Carrassi) -კარასის რაიონი ქალაქის სამხრეთით მდებარეობს და უფრო მშვიდი უბანია თანამედროვე, იაფი საცხოვრებელი ადგილებით. იგი ქალაქის ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. ასევე, აქ არის რამდენიმე ბარი, პაბი და კლუბი, სადაც შეგიძლიათ გაერთოთ დილის 8 საათამდეც კი.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ბარიში?

ბარიში მოგზაურობის წინ გაეცანით ღირსშესანიშნაობების სიას. აქ დაგხვდებათ შემორჩენილი ძველი ისტორიული და კულტურული ნაგებობები.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მე-11 საუკუნის ძეგლია. იგი არქიტექტურული სტილის ღირსშესანიშნაობით გააკვირვებს მნახველს. ტაძარი რელიგიური დატვირთვისაა მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიებისთვის. ტაძრის ინტერიერი აღჭურვილია მცირე მონუმენტებით, რაც კიდევ უფრო მდიდრულს ხდის რომაულ-ნორმალურ არქიტექტურულ სტილს.

თუ გსურთ ფილმებში ნანახი ულამაზესი კოშკების მსგავსი ძეგლი იხილოთ, მაშინ არ უნდა დაგავიწყდეთ ამ შენობის ნახვა. იგი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია. ტაძარი არა მხოლოდ თავისი გრანდიოზულობითაა მნიშვნელოვანი, არამედ წარმოადგენს ისტორიულ და კულტურულ ძეგლს.

სიმის სასახლეს რენესანსის ეპოქის არქიტექტურის ძლიერი გავლენა ეტყობა. აქაურობის ისტორია რომის იმპერიის დროიდან იწყება და ერთ დროს ის ბიზანტიურ ეკლესიაც წარმოადგენდა. მდიდარმა ისტორიამ მრავალი არქეოლოგიური საგანძური დატოვა აღმოსაჩენად. შეგიძლიათ ნახოთ არქეოლოგიური არტეფაქტები და შენობის საძირკველი, როგორიც ეს საუკუნეების წინ იყო.

ეს ბაზილიკა მე-12 მე-13 საუკუნეების მიჯნაზე აიგო. იგი ძველი ბერძნული იმპერიული კათედრალის ნანგრევების ადგილასაა აშენებული. იგი თავისი რომანული ტიპის არქიტექტურული სტილით მოგნუსხავთ.

შვაბიის ციხესიმაგრე მე-12 საუკუნის ციხესიმაგრეა თავისი გალავნითა და თაღოვანი დარბაზებით. იგი ბარის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და მნახველებს თავისი ულამაზესი არქიტექტურით აღაფრთოვანებს. ქალაქისა და ზღვის განსაცვიფრებელი ხედების სანახავად ადით ჰოენშტაუფენის კოშკსა და არაგონის კედლებზე.

ეს ბარის ცენტრალური მოედანია, რომელიც ტურისტებს აქტივობების მრავალფეროვნებით იზიდავს. აქ შეგიძლიათ ისეირნოთ და დაათვალიეროთ ქალაქის არქიტექტურა, ან სულაც მაღაზიებსა და კაფეებს ესტუმროთ. მოედანზე ყოველდღიურად უამრავი ტურისტი იყრის თავს.

ეს ისტორიული შენობა ბარის საშოპინგო ქუჩის ცენტრში მდებარეობს. იგი არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეულია და ეგრევე იქცევს მნახველების ყურადღებას. თუ საშოპინგოს გადაწყვიტეთ გასვლა, ეს შენობაც აუცილებლად მოინახულეთ.

კრუიზის ტური ბარიზე ყოფნისას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სახალისო გამოცდილებაა. ადით ნავზე და 90 წუთი გაატარეთ რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების გარშემო ტივტივით. ეს სახალისო თავგადასავალი სუფთა წყლებში გამოგზაურებთ და ამავდროულად რეგიონის ისტორიასა და კულტურას მოკლედ გაგაცნობთ. ისიამოვნეთ 1.5 საათიანი მოგზაურობით ბარის წყლებში, მოდუნებული და მშვიდი ატმოსფეროთს თანხლებით, რომელსაც ადგილობრივი გამოცდილი კაპიტანი უხელმძღვანელებს. იგი გზად ნანახი ღირსშესანიშნაობების შესახებ ისტორიებსა და ფაქტებს გაგიზიარებთ. მოგზაურობისას ფაქტობრივად ნამდვილ ადგილობრივად იგრძნობთ თავს.

ეს შენობა თეატრისა და კინოსთვის განკუთვნილ დაწესებულებას წარმოადგენდა მე-20 საუკუნის უკანასკნელ წლებამდე, თუმცა ახლა მუზეუმია აქ განთავსებული. ამ თანამედროვე ხელოვნების დაწესებულებაში ბენქსისა და ვან გოგის ნახატებიც კია წარმოდგენილი.

აღმოაჩინეთ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უგემრიელესი კანფეტების ტრადიცია: შაქრიანი ნუში, რომელსაც ქორწილებში, ნათლობებსა და სხვა მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ცვლიან. ამ სიმბოლურ კანფეტს საუკუნეზე მეტია აწარმოებს ბარის მოსახლეობა და ეს მუზეუმი კულისებს მიღმა არსებულ ტკბილეულს გვთავაზობს.

დაჯავშნე ბარის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

 

ფრენები ბარიში

სად ვჭამოთ ბარიში?

ბარი თანამედროვე კომფორტული დასვენების ადგილად ითვლება. ძველი ქალაქის ისტორიული რეპუტაცია დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ქალაქი გაგაოცებთ თავისი გამოფენებით, პლაჟებითა და ცნობილი სამზარეულოთი. დაბლა რამდენიმე საინტერესო კვების ობიექტს შემოგთავაზებთ.

La Bul –  ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, რომელმაც მიშელინის ვარსკვლავი დაიმსახურა. პირველივე ლუკმიდანვე მიხვდებით, თუ რატომაა იგი ასეთი პოპულარული ბარიში. შეფ-მზარეული ანტონიო სკალერა კლასიკურ ინგრედიენტებს უფრო თანამედროვე შტრიხებთან აერთიანებს. ულამაზესად მომზადებული რვაფეხა, ნაზი რიზოტო, რომელსაც რატომღაც ზღვის გემო აქვს და ბურატას ერთ-ერთი საუკეთესო ინტერპრეტაცია.

Biancofiore – თუ ახალი ზღვის პროდუქტებს ეძებთ, ეს ერთ-ერთი საყვარელი რესტორანია ბარიში. მისი ელეგანტური, დახვეწილი გარემო, ნაზი ფერები, ქვის კედლები და შესასვლელთან მდგომი დიდი საერთო დივანი ატმოსფეროს ძალიან მიმზიდველსა და მყუდროს ხდის. თანამედროვე შტრიხებით მორთული ზღვის პროდუქტების გასინჯვა თუ გსურთ, ეწვიეთ აქაურობას.

PerBacco– ეს ადგილი ბარის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანს წარმოადგენს. იგი მდებარეობს ძველი ქალაქის წყნარ ქუჩაზე, თუმცა რაიმე განსაკუთრებული და ფერადი, მიმზიდველი ბანერი არ აქვს. მხოლოდ ფარული კარი და ერთი ზარი. აქ უგემრიელეს კერძებს აღმოაჩენთ.

Antò – Cucina tipica pugliese – ეს რესტორანი კულინარიისა და კვებისადმი დიდი გატაცებით ხასიათდება. აქ უგემრიელეს კერძებსა და ალკოჰოლურ სასმელს გასინჯავთ.

La Tana del Polpo –  ოჯახური ტიპის რესტორანი ბარის ისტორიულ ცენტრში. ზღვის პროდუქტების მიწოდებაზე ორიენტირდება, გთავაზობთ  თევზის ახალ კერძებსა და ტრადიციულ საკვებს: რვაფეხა, ზღვის პროდუქტების კრუდიტე, ხელნაკეთი მაკარონი და თევზის უამრავი კერძები.

Mastro Ciccio – ბარის კულინარიულ საგანძურად ითვლება, სადაც ტრადიციული იტალიური არომატები თანამედროვე სენდვიჩების ხელოვნებას ხვდება. აქ ყველაზე გემრიელ ბარის სენდვიჩებს დააგემოვნებთ.

Ristorante Le Terrazze del Santa Lucia –  ბარის სანაპიროზე მდებარე ეს რესტორანი 1950 წელს დაარსდა. აქ დააგემოვნებთ ბარის გემრიელ ზღვების უძველეს არომატებს, რომლებიც თანამედროვე კულინარიული კონცეფციებს იდეალურად ერწყმის.

La Cantina dello Zio – ტიპიური ტავერნა, რომელიც ხასიათდება სახლში მომზადებული და ტრადიციული ბარის კერძებით ნაცნობ, მყუდრო და კომფორტულ გარემოში. აქ ნახავთ გარე დასაჯდომ მაგიდებს.

La Battigia – ბარის ეს რესტორანი იტალიური სამზარეულოს ტრადიციულ და თანამედროვე შტრიხებს იდეალურად აერთიანებს. აქ მშვიდი და კომფორტული ატმოსფერო დაგხვდებათ. მენიუ მდიდარი და მრავალფეროვანია, რაც საშუალებას გაძლევთ დააგემოვნოთ საუკეთესო ზღვის პროდუქტები ზღვისავე ხედით. ასევე აქ ნახავთ ღვინის ვრცელ სიას.

 

 

ახლოდან დანახული ბარი

სად ვიშოპინგოთ ბარიში?

ბარიში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა, ასევე მაღალი კლასის მაღაზიებს.

 

Parco Commerciale Casamassima – უდიდესი სავაჭრო ცენტრი, რომელიც მდებარეობს იტალიის ქალაქ ბარში. მას “შოპინგის მოყვარულების სამოთხესაც” კი უწოდებენ. აქ ყველაფერს ნახავთ – დაწყებული მაღალი კლასის მოდის ბუტიკებით, დამთავრებული პოპულარული საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებით.

Centro Commerciale Mongolferia Santa Caterina – იგი ბარის ერთ-ერთ საუკეთესო სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს და ცნობილია ტანსაცმლის, თავის მოვლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, ელექტრონიკის, დეკორციების, ფუფუნების და ა.შ. საუკეთესო ბრენდებით.

Via Napoli Market – ყოველ ორშაბათს დილით, ვია ნეაპოლის ქუჩაზე იმართება უდიდესი ბაზრობა, რომელიც ბარიში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია შოპინგისთვის. ტურისტებსა თუ ადგილობრივ მყიდველებს შეუძლიათ შეიძინონ მეორადი ტანსაცმლის, ხელნაკეთი ნივთების, ქსოვილებისა და ა.შ. მთელი მრავალფეროვნება. ეს ბაზარი ხშირად ხალხმრავალი და ქაოტურია, მაგრამ ამავე დროს ის საუკეთესო ადგილია ბარის ავთენტური კულტურის შესწავლისა და შოპინგისთვის. დიდი დახლებით, სწრაფი საკვების ფართო არჩევანით, ადგილობრივი მხატვრებითა და მუსიკოსებით ეს ადგილი ნამდვილი ზღაპარია მოგზაურებისათვის.

Via Sparano –  ვია სპარანო ბარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სავაჭრო ქუჩა და  საუკეთესო ადგილია შოპინგისთვის. ვია სპარანო ფეხით სეირნობისას ადვილად მისადგომია. ქუჩა ორივე მხარეს მაღაზიების, უნივერმაღებისა და ბუტიკების ფართო არჩევანს სთავაზობს ყველა ტიპის მყიდველს, მათი ბიუჯეტის შესაბამისად.

Corso Cavour And Via Manzoni – კორსო კავური და ვია მანზონი ბარის პოპულარული სავაჭრო უბნებია, ვიწრო ჩიხებითა და ქუჩებით. ქუჩის ორივე მხარე საცალო მაღაზიებითა და აუთლეტებითაა სავსე. აქ დაგხვდებათ ყავის მაღაზიები, კაფეები და რესტორნებიც, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ შოპინგის შემდეგ დასვენებითა და გემრიელი კერძებით

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ბარიში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ბარი ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო ბარიში სამოგზაუროდ?

ბარი პოპულარულია თავისი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით. ქალაქში ნებისმიერ დროს კარგი ტემპერატურაა, თუმცა ყველაზე მეტად რეკომენდებულია ზაფხულში მოგზაურობა. ამ დროს ბარიში ცხელა და კარგად შეძლებთ სანაპირო ზოლზე დასვენებასა და ზღვაში ცურვას. თუმცა, იტალიურ სამზარეულოს, უგემრიელეს ზღვის პროდუქტებსა და გემრიელ ტკბილეულს ნებისმიერ სეზონზე დააგემოვნებთ. თუმცა, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქ ნაკლები ხალხია და შედარებით უფრო მშვიდად შეძლებთ დასვენებასა თუ გართობას. ამასთან, ბარის ღამის კლუბებსა თუ ბარებში შეგიძლიათ შუაღამიდან დილამდე გაერთოთ წელიწადის ნებისმიერ დროს.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ ბარიში?

ბარიში გადაადგილებას მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალება ავტობუსია.

ბარის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 9 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. მისი ღირებულება სულ რაღაც 1 ევროს შეადგენს. ნე-16 ხაზით მარტივად შეძლებთ გადაადგილებას. დღეში 22 ავიარეისი სრულდება, ამიტომ კომფორტული და რეისებზე მორგებული იქნება.

მატარებლის დამსახურებით კი სულ რაღაც 20 წუთში შეძლებთ ქალაქის ცენტრში აღმოჩენას. თუმცა, მატარებლის საფასური შედარებით ძვირია, 5 ევროს შეადგენს.

ველოსიპედით გადაადგილება საკმაოდ პოპულარულია ბარიში. მათ დაქირავებას სულ რაღაც 50 ცენტად შეძლებთ. ველოსიპედით სეირნობა სახალისო გამოცდილებებს შემატებს თქვენს მოგზაურობას.

ბარი ის ქალაქია, სადაც ფეხით იდეალურად შეძლებთ გადაადგილებას. აქ შეგიძლიათ უსასრულოდ ისეირნოთ მის სანაპიროებსა თუ ქალაქის “მთავარ მოედანზე”, დაათვალიეროთ ბარის ღირსშესანიშნაობები და ადგილობრივივით კარგად გაეცნოთ ქალაქს.

ბარიში 1000-ზე მეტი ავტობუსის გაჩერება დაგხვდებათ. ერთჯერადი ბილეთი € 1,00 ღირს, 90 წუთიანი ულიმიტო ბილეთი € 1,20, ხოლო დღიური ბილეთი კი € 3,00-მდე ღირს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო სანაპიროები ბარიში?

ბარი ყველაზე მეტად ცნობილია თავისი სანაპიროებით. ქალაქი ხმელთაშუა ზღვის გაყოლებაზე მდებარეობს, ამიტომ მას უამრავი ცნობილი სანაპირო აქვს.

ტორე ა მარე (Torre a Mare) – იგი ისტორიული ცენტრიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარე პლაჟია. მანქანის იქვე გაჩერებაც შეგიძლიათ. პლაჟი კლდოვანია. ბარის მახლობლად მდებარე ამ პლაჟზე, ისევე როგორც აპულიას ყველა პლაჟზე, ულამაზეს ზღვასა და მომხიბვლელ ნაპირებს ნახავთ.

ყინულოვანი პორტი (Porto Ghiacciolo) – პორტო ჯიაჩოლო ბარის ერთ-ერთი ულამაზესი პლაჟია. აქაური წყალი შედარებით ცივია, სწორედ ამიტომ დაიმსახურა ეს განსაკუთრებული სახელი. ამ პლაჟის თავისებურება ის არის, ბუნება და ისტორია იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

ჯოვინაცეს სანაპირო (Giovinazzo beaches) – ბარის ჩრდილოეთით ულამაზესი სანაპიროები მდებარეობს. ამ ადგილებში სანაპირო ძირითადად კლდოვანია. აქაური მშვენიერი და სუფთა ზღვა იდეალურ დასვენებასა და გართობას გპირდებათ.

სამონასტრო სანაპირო (Lama Monachile) – ეს ყველაზე ცნობილი პლაჟი ქალაქის ცენტრიდან ფეხით სავალ მანძილზე მდებარეობს. იგი პატარა პლაჟია, რომელიც მაღალი კლდეებით არის გარშემორტყმული. გამჭვირვალე წყალი და კენჭები ბარის ამ ულამაზესი სანაპიროს დამახასიათებელი ნიშანია.

კაპიტოლოს სანაპირო (Capitolo beach) – ეს სანაპირო ზეთისხილის ხეებითა და უძველესი ფერმებით არის გარშემორტყმული. კაპიტოლოს პლაჟი ძალიან პოპულარულია ადგილობრივ მაცხოვრებლებში. ამ ოქროსფერ ქვიშიან პლაჟზე შეგიძლიათ დაისვენოთ ზღვის პირას ან საღამოს გახვიდეთ, როდესაც აქაურობა საცეკვაო მოედნად იქცევა.

რომელია საუკეთესო პარკები ბარიში?

ბარიში ბევრი მოსასვენებელი თუ გასართობი პარკი დაგხვდებათ. აქ კარგად შეძლებთ განტვირთვას, დასვენებასა თუ გართობას.

პარკო ჯუნგო (Parco 2 Giugno) – ბარის სანაპიროსთან ახლოს მდებარე ეს პარკი პალმის ხეებით არის გარშემორტყმული. სანაპირო ზოლზე სეირნობისაგან და მზის აბაზანების მიღებისაგან დაღლილობას თუ იგრძნობთ, აქაურობა საუკეთესო თავშესაფარი იქნება.

ახალი პარკო როსანი (new Parco Rossani) – ცენტრალური სადგურიდან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს ადგილი, სადაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ბარის არატრადიციული და მიწისქვეშა სული: ამ ადგილას ერთ დროს ყაზარმები მდებარეობდა, ახლა კი ულამაზეს ბაღს წარმოადგენს.

პარკო პეროტი (Parco Perotti) – მწვანე მინდვრები და ზღვა, ბრწყინვალე სანაპიროზე გადაშლილი პარკო პეროტი ბარის ადგილობრივების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი სივრცეა. აქ დაგხვდებათ პიკნიკისთვის განკუთვნილი ადგილები და კალათბურთის მოედნები.

პიაცა გარიბალდის ბაღები (Gardens of Piazza Garibaldi) – ეს ბაღი ცნობილია თავისი სასეირნო ბილიკებითა და ლამაზი ფანტანებით. აქ მშვიდად შეძლებთ განტვირთვასა და დასვენებას. იგი ბარის ერთ-ერთი უდიდესი პარკია.

პარკო გარგასოლე (Parco Gargasole) – ბარის ღამის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩის გვერდით, ბუნებაში ჩაფლული პარკი გარგასოლე მდებარეობს. აქ შეგვიძლიათ აღფრთოვანდეთ აყვავებული მცენარეულობით, რომლებსაც აქაურები დიდი სიყვარულითა და თავდადებით უვლიან.

გადაწყვიტე ბარში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება და დაჯავშნე იაფი ფრენები ბარში!

ხშირად დასმული კითხვები ბარიზე

მინიმუმ 3 დღე უნდა გათვალოთ ბარიში ყოფნისათვის, რათა სრულად დაათვალიეროთ ქალაქის ღირსშესანიშნაობები.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ბარიში ბევრი სანაპირო ზოლი დაგხვდებათ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმების წაღებაც. წყლის აქტივობების მოყვარულებს კი შესაბამისი აღჭურვილობა არ დაგრჩეთ.

ბარი ბევრი ტურისტის საყვარელი ადგილია იტალიური კულტურისა და არქიტექტურის გამო. ბევრს კი იგი თავისი შეუდარებელი სანაპიროების გამო უყვარს.

ბარიში მოგზაურობა საკმაოდ იაფია, აქ შეგიძლიათ ბიუჯეტურად ნახოთ დასარჩენი ადგილები და კვების ობიექტები. წინასწარ თუ დაგეგმავთ მოგზაურობას, ფრენებსაც იაფად ნახავთ.

ბარიში მოგზაურობა ტურისტებისთვის უსაფრთხოა, თუმცა პირად ნივთებს უნდა მოუფრთხილდეთ და მიაქციოთ ყურადღებას.

საუკეთესო დრო რათა იმოგზაუროთ ბარიში არის გაზაფხული, რადგან ამ დროს ტემპერატურა საუკეთესოა. თუმცა, ნებისმიერ სეზონზე ქალაქი ღირსეულად გიმასპინძლებთ.

BRI – ბარის აეროპორტი ქალაქიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

საქართველოს სამივე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის, აეროპორტიდან შეძლებთ ბარიში გამგზავრებას. ფრენებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით.

თბილისიდან ბარის მიმართულებით დაფრინავს შემდეგი ავიაკომპანიები: Lufthansa, Easyjet და Turkish Airlines. ქუთაისიდან ბარის მიმართულებით შემოგთავაზებთ Wizz Air -ისა და Pegasus-ის იაფ ავიაბილეთებს, რაც შეეხება ბათუმის აეროპორტს, აქედან Turkish Airlines ასრულებს ფრენებს.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ბარიში მოგზაურობის წინ

იაფი ავიაბილეთები ბარის მიმართულებით სამხრეთ იტალიის ქალაქების მონახულებაზე ერთხელ მაინც…

იაფი ავიაბილეთები ბარის მიმართულებით სამხრეთ იტალიის ქალაქი ბარი ნებისმიერი ტურისტის…

იაფი ფრენები ბარის მიმართულებით ალბათ ერთხელ მაინც გიოცნებიათ სამხრეთ იტალიის…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს