იცოდით, რომ ტრევის შადრევანში თუ მონეტას გადააგდებთ, სურვილი აუცილებლად აგიხდებათ? იტალია ოცნებების ახდენის, ჯადოსნური თავგადასავლებისა და დროში მოგზაურობის ქვეყანაა. რომის კოლიზეუმი, ვენეციის არხები, სარდინიის სანაპიროები თუ მილანის საშოპინგო ქუჩები – ყველა ქალაქი თავისებურად გამორჩეულია, მაგრამ ერთნაირად შეგაყვარებენ თავს. ამ გზამკვლევში იტალიის ქალაქების შესახებ მოგიყვებით, გაგაცნობთ მათ ღირსშესანიშნაობებს, სანაპიროებს, ტრადიციულ კერძებს, საშოპინგო ადგილებსა და სხვა, ხოლო avia.ge-სთან ერთად იტალიაში მოგზაურობას მარტივად და იაფად დაგეგმავთ.
იტალია – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
რომელი ქალაქები მოვინახულოთ იტალიაში?
იტალიის ქალაქები ჯადოსნურ მოგზაურობას გპირდებათ. ისტორიული ძეგლები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, მზიანი სანაპიროები – თავად ამოირჩიეთ, რომელ ქალაქში გირჩევნიათ მოგზაურობა.
რომი
ყველა გზა ხომ რომში მიდის – იტალიაში მოგზაურობა მისი მაგიური დედაქალაქით უნდა დაიწყოთ. რომი საუკეთესო ადგილია, თუ ანტიკურობისა და თანამედროვეობის იდეალური შერწყმის ნახვა გსურთ. დედაქალაქი გამორჩეულია თავისი მდიდარი კულტურითა და არქიტექტურით. კაპიტოლიუმის, რომის ფორუმისა თუ წმინდა პეტრეს ბაზილიკის ნახვის შემდეგ შეგიძლიათ იტალიურ რესტორნებში შეიაროთ და მათი შეუდარებელი სამზარეულოს კერძები დააგემოვნოთ. რომში გამგზავრებას შეძლებთ როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან.
ფორლი
ფორლი ჩრდილოეთ იტალიის, ემილია-რომანიის რეგიონის ქალაქია. აქ მშვიდ ისტორიულ ცენტრს, მოედნებსა და მუზეუმებს ნახავთ, ადრიატიკის ზღვის სანაპირო კი ქალაქიდან დაახლოებით 30 კილომეტრშია. ფორლიდან მარტივად მოინახულებთ ბოლონიას, რავენასა და რიმინს.
ბოლონია
ბოლონიაში მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ მოგზაურობისას მოსალოდნელი ყველა გამოცდილება ერთდროულად მიიღოთ – მოინახულოთ მუზეუმები, დატკბეთ ულამაზესი ბუნებით მის ბაღებში და ისტორიული შენობები დაათვალიეროთ. აქ შუასაუკუნეების არქიტექტურას კარგად გაეცნობით.
მილანი
ჩრდილოეთ იტალიის უმთავრესი ქალაქი მილანი პირველივე ნახვისთანავე აგიჩქარებთ გულს. მილანი შოპინგის სამშობლოა – მის გალერეებში შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ნივთი აღმოაჩინოთ. მილანში ვიზიტი საშუალებას მოგცემთ იტალიის დახვეწილი ტაძრები და მუზეუმები დაათვალიეროთ. აქ არსებული გოთიკური ტიპის შენობები აუცილებლად მიიქცევს ნებისმიერი მოგზაურის ყურადღებას.
ვენეცია
იტალიის ეს გამორჩეული ქალაქი ტურისტებს თავისი არქიტექტურული სტილითა და ცხოვრების წესით ხიბლავს. ვენეციაში მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ კორპუსების სამყაროს მოწყდეთ და არხებზე ნავებით ისეირნოთ.
ნეაპოლი
ნეაპოლი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია და ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს. ნეაპოლი ისტორიული ქალაქია, რომელზეც იგრძნობა როგორც რომაული, ისე ბერძნული გავლენა. თანაც, იცოდით, რომ პიცის წარმოშობა ნეაპოლს უკავშირდება?
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ იტალიაში?
ანტიკური იტალია და მისი ქალაქები ისტორიულ დროში გამოგზაურებთ. აქ მსოფლიო მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობებს ნახავთ.
კოლიზეუმი
კოლიზეუმი ანტიკურ პერიოდში გლადიატორთა შერკინების ადგილს წარმოადგენდა. აქ უამრავი სანახაობა, სპექტაკლები თუ თეატრები იმართებოდა. დღეს იგი რომის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
საიდუმლო სერობა
საიდუმლო სერობა ლეონარდო და ვინჩის ბრწყინვალე ნამუშევარია. მას სანტა-მარია-დელე-გრაციეს ტაძრის სატრაპეზოში ნახავთ. მილანში სტუმრობისას შეგიძლიათ საიდუმლო სერობა ექსპერტ გიდებთან ერთად მოინახულოთ და უკეთ გაეცნოთ თავად ნახატისა თუ მხატვრის ისტორიას.
რომის პანთეონი
რომის პანთეონი უდიდესი კულტურული მემკვიდრეობაა. იგი ძველი რომაული ტაძარია, რომელიც ახ. წ. II საუკუნეში აიგო და დღეს ეკლესიად გამოიყენება. მისი უზარმაზარი გუმბათი ცენტრში ღია ნახვრეტით (ოკულუსით) დღემდე აოცებს მნახველებს. მისი გრანდიოზული სვეტები და ანტიკური არქიტექტურული სტილი აუცილებლად გაგაოცებთ.
მილანის საკათედრო ტაძარი
მილანის საკათედრო ტაძარი (დუომო) იტალიის უდიდესი ტაძარია (ვატიკანის გარეშე). მისი მრავალრიცხოვანი სვეტების გრანდიოზულობა აუცილებლად გააოცებს ყველა მნახველს. ტაძარი გაფორმებულია წმინდანებისა და წინასწარმეტყველების ქანდაკებებით. მას ამშვენებს ცისკენ მიმართული შუბების მთელი რიგი, ყველაზე მაღალს ღვთისმშობლის მოოქროვილი ქანდაკება – მადონინა ამშვენებს. დუომოს ტაძარი მილანის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
სანტა-მარია-დელე-გრაციეს ტაძარი
სანტა-მარია-დელე-გრაციეს ტაძარი შუასაუკუნეების ისტორიული და კულტურული ძეგლია. იგი სფორცების საგვარეულოს მიერ აშენდა. თავიდან მონასტერი აიგო და შემდეგ ეკლესიაც. ტაძარში ნახავთ ლეონარდო და ვინჩის შედევრს, საიდუმლო სერობას.
წმინდა პეტრეს ბაზილიკა
წმინდა პეტრეს ბაზილიკა საშუალებას მოგცემთ რენესანსის ეპოქის აბსოლუტური ზეიმი იხილოთ. სწორედ აქ მდებარეობს მიქელანჯელოს პიეტა. თავად ბაზილიკა კი რენესანსისა და ბაროკოს ტიპის არქიტექტურის იდეალური ნაზავია.
ვატიკანის მუზეუმი
ვატიკანის მუზეუმი მსოფლიო დონის მნიშვნელობის მუზეუმია. აქ რენესანსის ეპოქის შედევრებს ნახავთ – მაგალითად, სიქსტის კაპელას ან ლაოკოონის ქანდაკებას. რომაული ფრესკები და ქანდაკებები ყველა მნახველს გააოცებს.
რომის ფორუმი
რომის ფორუმის ტერიტორიაზე ძველ ნაგებობათა ნანგრევებს ნახავთ. ამ ტერიტორიაზე ანტიკურ ეპოქაში რომაელები ვაჭრობდნენ და საქონელს ცვლიდნენ. იგი იტალიური კულტურისთვის მნიშვნელოვანი ადგილია.
ბრერას სამხატვრო გალერეა
ბრერას სამხატვრო გალერეა მილანის უდიდეს გალერეას წარმოადგენს. აქ ისეთი ცნობილი მხატვრების ტილოებია გამოფენილი, როგორებიც იყვნენ ტინტორეტო, კარავაჯო, რაფაელი და სხვა. მილანში ყოფნა საშუალებას მოგცემთ, მსოფლიო მასშტაბის ხელოვნების ნიმუშები საკუთარი თვალით იხილოთ და დატკბეთ.
ლა სკალა
ლა სკალას ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა მილანის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. იგი მე-18 საუკუნის კულტურული ძეგლია. ლა სკალას შენობას აქვს მუზეუმიც, სადაც ნახატები, კოსტუმები და სხვა ინფორმაცია ინახება ოპერის შენობის ისტორიის შესახებ.
დაჯავშნე იტალიის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები იტალიაში
რა ვჭამოთ იტალიაში?
იტალია მსოფლიოში დაწინაურებული ქვეყანაა გასტრონომიული თვალსაზრისით. აქაური უგემრიელესი კერძები თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო ჯადოსნურს გახდის. რომაული მთავარი კერძები თუ ტკბილეული უგემრიელეს თავგადასავალში გადაგიშებთ.
პასტა
ისეთი გავრცელებული კერძიც, როგორიც პასტაა, იტალიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისა და გემოსია. პასტას მომზადება იტალიაში ძველი ტრადიციაა და იტალიური ოჯახების უმრავლესობა ძალიან ხშირად ამზადებს მას. პასტის უნიკალური ტექნიკა და რეცეპტი კი თაობებს გადაეცემა და ტურისტებს აღაფრთოვანებს.
ნაყინი
ნაყინი იტალიელების ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. მის შეძენას იტალიის ქალაქების თითქმის ყველა ქუჩაზე შეძლებთ. ნაყინები სხვადასხვა გემოთი მზადდება და პატარ-პატარა კაფეები, რომლებშიც ისინი იყიდება, ერთ დიდ სახელოვნებო სანახაობას მოგაგონებთ ფერების მრავალფეროვნების გამო.
მილანური მინესტრონე
მილანში ყოფნისას შეგიძლიათ ეს უგემრიელესი სუპი დააგემოვნოთ, რომელიც სპეციალურად მილანური რეცეპტით მზადდება. იგი ზაფხულში ცივად, ხოლო ზამთარში ცხლად მიირთმევენ. მილანურ ვერსიაში ბოსტნეულს ბრინჯიც ემატება. მილანში ყოფნისას, თუ გსურთ თავი ადგილობრივად იგრძნოთ, აუცილებლად დააგემოვნეთ ეს სუპი.
რიზოტო
ჩრდილოეთ იტალიიდან ისე არ უნდა წამოხვიდეთ, რიზოტო რომ არ გასინჯოთ. ეს ბულიონში ნელ-ნელა მოხარშული ბრინჯია, რომელსაც კარაქსა და ყველს უმატებენ. მილანში აუცილებლად დააგემოვნეთ ზაფრანიანი რიზოტო ალა მილანეზე, ვენეციაში კი – ზღვის პროდუქტებიანი ვარიანტები.
პიცა
თუ თქვენც გაინტერესებდათ, ფილმებში ნაჩვენები იტალიური პიცა მართლა განსაკუთრებულია თუ გარომანტიზებული, იტალიაში მოგზაურობა ამის გამოცდაში დაგეხმარებათ. იტალიაში პიცის დამზადების უნიკალური ტექნიკა და საიდუმლო არსებობს. მისი დამზადების ოსტატებიც მრავლადაა ქალაქებში, ამიტომ უგემრიელესი პიცის გასინჯვის საშუალება ყოველი ქუჩის კუთხეში შეგეძლებათ. იტალიური პომიდვრის, მწვანილებისა და ყველის კომბინაცია ერთ კერძში უნიკალურ მიქსს ქმნის.
ტირამისუ
თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, იტალიაში მოგზაურობა თქვენი ტკბილი თავგადასავლის საწყისი იქნება. უგემრიელესი ნაყინების გარდა, იტალიელები ტირამისუს განსაკუთრებულ ვარიაციასაც შემოგთავაზებენ. მასკარპონეს კრემისა და ყავის არომატები დესერტში უნიკალურ ნაზავს ქმნის და ტურისტების გაოცებას იწვევს. იტალიური ტირამისუ თქვენ მიერ დაგემოვნებული დესერტებიდან ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
პანეტონე
ეს მილანური საშობაო ტკბილეული იტალიის ნებისმიერ პატარა საცხობში შეგიძლიათ შეიძინოთ. იგი როგორც წესი ყუთებში იფუთება და სასაჩუქრე ფუნქციაც აქვს. ამ ფუმფულა ტკბილი პურის გემო ძალიან დიდხანს არ დაგავიწყდებათ.
ყველი ფოსა
იტალიის ქალაქები გამოირჩევა ყველის მრავალფეროვნებით. მას როგორც წესი ღვინოსთან ერთად მიირთმევენ. ფოსას ყველი (Formaggio di Fossa) ფორლი-ჩეზენას პროვინციის საფირმო ნაირსახეობაა – მას რამდენიმე თვით მიწაში ამოთხრილ ორმოებში ავარგებენ. აუცილებლად გირჩევთ მის გასინჯვას ფორლიში მოგზაურობისას.
ახლოდან დანახული იტალია





სად ვიშოპინგოთ იტალიაში?
თუ შოპინგი გიყვართ, იტალიაც აუცილებლად შეგიყვარდებათ. ქვეყანას არაჩვეულებრივი შოპინგის კულტურა აქვს, მის მოლებში მთელი დღეების გატარებას შეძლებთ, მის ბაზრებში კი ბევრ საინტერესო ნივთს ნახავთ. იტალიის ქალაქი მილანი კი მოდის ერთ-ერთ მსოფლიო დედაქალაქად ითვლება.
მოლები
Galleria Vittorio Emanuele II – მე-19 საუკუნის შენობაა. იგი იტალიის პირველი მეფის სახელზე იქნა აშენებული. გალერეა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მოქმედი სავაჭრო გალერეა და მილანის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. გალერეა მომხიბვლელია თავისი შუშის უდიდესი გუმბათისებრი სახურავით. მილანში ყოფნისას გალერეას აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ამ გალერეაში ვიზიტით ნამდვილ მილანურ სულს შეიგრძნობთ და მიხვდებით მილანელების მთავარი გატაცების მაგიურობას. გალერეაში ნახავთ უძველეს მაღაზიებს, კაფეებსა და რესტორნებს. შეიძლება ითქვას, რომ აქ ვიზიტისათვის ცალკე დღეც კი შეიძლება გამოყოთ.
Galleria Alberto Sordi – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშოპინგო ცენტრია რომში. იგი 1922 წელს აშენდა, ხოლო 2003 წლიდან ცნობილი იტალიელი მსახიობის, ალბერტო სორდის სახელს ატარებს. გარდა უამრავი მაღაზიისა, თავად გალერიის არქიტექტურაც მომნუსხველია.
Shopping Mall Porta di Roma – რომის ჩრდილოეთში მდებარეობს და მარტივად მისაგნებია როგორც მანქანით, ასევე ტრანსპორტით. აქ ყველანაირი ტიპის მაღაზიას შეხვდებით. თანაც, შენობა ისეთი აგებულებისაა, რომ ბუნებრივად ინარჩუნებს თბილ ტემპერატურას ზამთარში და გრილს-ზაფხულში.
Parco Commerciale Casamassima – უდიდესი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ქალაქ ბარის მახლობლად, კაზამასიმაში მდებარეობს. მას “შოპინგის მოყვარულების სამოთხესაც” კი უწოდებენ. აქ ყველაფერს ნახავთ – დაწყებული მაღალი კლასის მოდის ბუტიკებით, დამთავრებული პოპულარული საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებით.
საუკეთესო ქალაქები საშოპინგოდ
ცხადია, შოპინგი მილანიდან უნდა დაიწყოთ – მოდის ერთ-ერთი მსოფლიო დედაქალაქიდან. აქ ცნობილი ბრენდების მაღაზიებს, დიდ მოლებსა და მათში განთავსებულ უნიკალურ პროდუქციას ნახავთ. არ უნდა დავივიწყოთ რომიც მისი გრანდიოზული მოლებითა და ბაზრობებით.
ბაზრობები
Mercato dell’Unità – აქ ნახავთ რომაულ ხილსა და ბოსტნეულს. ამ ბაზარს კვირის გარდა ყოველდღე შეგიძლიათ ესტუმროთ.
Borghetto Flaminio – ეს ტანსაცმლისა და აქსესუარების ბაზარია რომში. აქ იტალიურ საქონელს შეიძენთ. თუ ორიგინალური ნივთების შეძენა გსურთ, აუცილებლად გაისეირნეთ ამ ბაზარშიც.
Fiera Di Sinigaglia – ეს ფლი მარკეტი მილანის არხის გარშემო ეწყობა. აქ უამრავი ტიპის ნივთს აღმოაჩენთ. კარგ ამინდში ამ ადგილას გასეირნება განწყობას გამოგიკეთებთ.
Vecchi Libri In Piazza – თუ წიგნების მოყვარული ან ძველი ნივთების კოლექციონერი ხართ, აუცილებლად გირჩევთ ამ ბაზარში გასეირნებას. წიგნების ბაზარში ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა დასადგურებული.
Mercato Centrale Milano – ეს კი საჭმელების ბაზარია. აქ ნახავთ უამრავ პროდუქტს, კვების ობიექტებს, დააგემოვნებთ ადგილობრივ სტრიტ ფუდს.
Mercato Centrale Florence – თუ გსურთ, რომ დღე გაატაროთ ტიპური ტოსკანური არომატების დაგემოვნებაში, ფლორენციის ამ ბაზარს აუცილებლად ეწვიეთ. იგი 1874 წელს აშენდა ჯუზეპე მენგონის – Galleria Vittorio Emanuele II-ის არქიტექტორის – პროექტით. აქ ნახავთ: ხილს, ბოსტნეულს, ხორცს, თევზს და სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელებს. არის „დელიკატესების“ მაღაზიებიცა და რესტორნებიც, რომლებიც ადგილობრივ, ტრადიციულ თუ საერთაშორისო კერძებს სთავაზობენ მომხმარებლებს, მაგალითად შემწვარ თევზს, ჩინურ პელმენებსა და ფრანგულ ნამცხვრებს.
რა ვიყიდოთ იტალიაში?
- ღვინო – იტალიის ქალაქები ცნობილია თავისი ღვინოებით. დააგემოვნეთ ისინი ქვეყანაში მოგზაურობისას.
- ყველი – არ დაივიწყოთ იტალიური ყველი. მას ქალაქების ბაზრობებში ნახავთ.
- ლიმონჩელო – ეს ალკოჰოლური სასმელი ყველამ უნდა დააგემოვნოს სიცოცხლეში ერთხელ მაინც.
- ტანსაცმელი – იტალიური ტყავის ტანსაცმელი შეგიძლიათ მოისინჯოთ და შეიძინოთ.
- კერამიკა – რომში მოგზაურობისას კერამიკის ბევრ ნივთს აღმოაჩენთ.
- სუვენირები – ოჯახსა და მეგობრებს შეგიძლიათ ჩამოუტანოთ რომის ღირსშესანიშნაობების მინიატურული მაგნიტები ან პატარა სიმბოლური ნივთები.
- საფოსტო მარკები – მუზეუმებში შეგიძლიათ შეიძინოთ რომის ფოტოებით გაფორმებული საფოსტო მარკები.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი იტალიაში? მაშინ დაჯავშნე თბილისი რომის ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო იტალიაში სამოგზაუროდ?
იტალიაში სამოგზაუროდ უმჯობესია გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა აარჩიოთ. წელიწადის ამ დროს ქვეყანაში შედარებით ნაკლები ტურისტია და უფრო თავისუფლად მოინახულებთ იტალიის იმ ღირსშესანიშნაობებს, რომლებთანაც მუდამ რამდენიმე მეტრიანი რიგები დგას. თანაც, ამ დროს ტემპერატურა იდეალურია და კომფორტულად შეძლებთ დასვენებას. ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლზე დასვენებასა და მზის აბაზანების მიღებას კი როგორც ამ დროს, ასევე ზაფხულშიც შეძლებთ. თანაც, ზაფხულში აქ ბევრი კარნავალი, კულტურული ღონისძიება თუ ფესტივალი იმართება. ზამთრის თვეებიც არ დაგწყვეტთ გულს – ამ დროს საშობაო ბაზრობებზე ისეირნებთ და ჯადოსნურად განათებულ ქალაქებს ესტუმრებით.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ იტალიაში?
იტალიის ქალაქებში გადაადგილებას მარტივად შეძლებთ ფეხითა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ქალაქებს შორისაც სწრაფად და კომფორტულად იმოგზაურებთ.
ავტობუსი
იტალიის ქალაქებში ავტობუსით მარტივად გადაადგილდებით. ერთჯერადი ბილეთი ქალაქის მიხედვით დაახლოებით 1.5–2.2 € ღირს და გარკვეული დროის (როგორც წესი, 75–100 წუთის) განმავლობაში მეტროშიც, ავტობუსსა და ტრამვაიშიც მოქმედებს. არ დაგავიწყდეთ მათი ვალიდაცია.
მეტრო
მეტრო ასევე შეგხვდებათ იტალიის დიდ ქალაქებში. მეტრო აქვთ რომს, მილანს, ნეაპოლს, ტურინს, კატანიასა და ბრეშას; ყველაზე განვითარებული ქსელი მილანშია. მეტროს ბილეთი ასევე 1.5–2.2 € ღირს.
ფეხით
იტალიის ფერად ქუჩებში აუცილებლად ბევრი უნდა ისეირნოთ ფეხით. მათი შთამბეჭდავი არქიტექტურა, რენესანსის ტიპის ღირსშესანიშნაობები და კულტურული ძეგლები ყველა მნახველს გააოცებს.
ტრამვაი
ტრამვაი იტალიის უმეტეს ქალაქებში შეგხვდებათ – რომში, მილანში, ტურინში, პალერმოსა თუ ფლორენციაში. ტრამვაიში იგივე ბილეთი მოქმედებს, რაც ავტობუსსა და მეტროში.
ბორანი
ბორანით შეგიძლიათ იმგზავროთ იტალიის ქალაქებიდან ხმელთაშუა ზღვის კუნძულებამდე. ბორნით მოგზაურობა ერთი დიდი სიამოვნებაა – ბორნები ასრულებენ რეისებს სიცილიაზე, სარდინიაზე, კაპრიზე და სხვა კუნძულებზე. ფასი მარშრუტსა და სეზონზეა დამოკიდებული.
მატარებელი
იტალიის დიდ ქალაქებს შორის მოგზაურობის ყველაზე სწრაფი და კომფორტული საშუალება მატარებელია. ჩქაროსნული მატარებლები (Trenitalia-ს Frecciarossa და Italo) რომს, ფლორენციას, ბოლონიას, მილანს, ვენეციასა და ნეაპოლს აკავშირებს – მაგალითად, რომიდან მილანამდე დაახლოებით 3 საათში ჩახვალთ. რეგიონული მატარებლები უფრო იაფია, თუმცა ნელა მოძრაობს. ბილეთები წინასწარ შეიძინეთ, რადგან ჩქაროსნულ მატარებლებზე ფასი თარიღთან ახლოს იზრდება.
საუკეთესო სანაპიროები იტალიაში
იტალიელებს ძალიან უყვართ მზის ამოსვლისას სანაპიროზე წასვლა და მზეზე მიფიცხება. აქ საღამოობით ახალგაზრდებს ნახავთ აპეროლით ხელში. იტალიის სანაპიროები გართობის, დასვენებისა და განტვირთვის ადგილია.
ლა ფენილია
ლა ფენილია (La Feniglia) – სამხრეთ ტოსკანას სანაპიროზე, მონტე არჯენტარიოს მახლობლად, დაახლოებით 6 კილომეტრზე გადაჭიმული ლა ფენილია დუნა ფენილიას ნაკრძალის ფიჭვნარის გასწვრივ მდებარეობს. ეს არის დაცული ტერიტორია თეთრი ქვიშით, სუფთა წყლებით და სიურეალისტური სილამაზით.
ლა პელოსა
ლა პელოსა (La Pelosa) – ლა პელოსა, სარდინიაში მდებარეობს. იგი არა მხოლოდ იტალიის, არამედ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს პლაჟად ითვლება. მართალია მისი ფოტოებიც კი ულამაზესია, მაგრამ მის დიდებულებას სრულად ვერ აღწერს.
კალა გოლორიცე
კალა გოლორიცე (Cala Goloritze) – კალა გოლორიცე სარდინიაში მდებარეობს. იგი წყნარი ყურის ნაწილია, რომლამდეც ფეხით, სამთო ბილიკით ჩახვალთ, ან ზღვიდან ნავით ნახავთ. სანაპირო იდეალურად არის გარშემორტყმული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით, მაღალი კლდოვანი წარმონაქმნებით.
კალა ვიოლინა
კალა ვიოლინა (Cala Violina) – ტოსკანას ამ სანაპიროზე სეირნობისას ტალღების ჯადოსნური ხმის გაგონება შეიძლება. სკარლინოს ნაკრძალის შუაგულში მდებარე ამ ნახევარმთვარის ფორმის ყურეში ვიზიტი თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
ფავინიანა
ფავინიანა (Favignana) – ფავინიანა, სიცილიაში მდებარეობს. იგი კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სანაპიროა და საამაყო ადგილს იკავებს სიცილიის კილომეტრებიან სანაპიროებს შორის.
ფონტანე
ფონტანე (Fontane Bianche, Sicily) – ფონტანე ბიანკე სიცილიაში, სირაკუზის მახლობლად მდებარე თეთრქვიშიანი სანაპიროა. მას ყურეები და თეთრი კლდეები საუცხოო მოსანახულებელ სივრცედ აქცევს.
კონცერტები და ფესტივალები იტალიაში
იტალიის ქალაქები კონცერტებისა და კარნავალების მთელ მრავალფეროვნებას შემოგთავაზებთ. დაბლა რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.
ინფიორატა
ინფიორატა (Infiorata) – გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში, ძირითადად ქორპუს დომინის დღესასწაულზე, იტალიის ბევრ ქალაქში ქუჩებს ყვავილის ფურცლებისგან შექმნილი ხალიჩებით ფარავენ. ეს ტრადიცია, რომელიც რომში XVII საუკუნეში გაჩნდა, ძალიან ფერადია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იზიდავს მნახველებს.
პასკუა
პასკუა (Pasqua) – პასკუა, ანუ აღდგომა, იტალიურ კალენდარში მნიშვნელოვანი თარიღია. მთელი კვირის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება წირვა-ლოცვა, ხოლო ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, საზეიმო ღონისძიება.
პალიო დი სიენა
პალიო დი სიენა (Palio di Siena) – პალიო დი სიენა იტალიის ყველაზე ცნობილ დოღად არის ცნობილი. იგი მე-17 საუკუნიდან ტოსკანაში იმართება ივლისსა და აგვისტოში.
კარნავალი
კარნავალი (Carnevale) – კარნავალი ყოველწლიურად, როგორც წესი, თებერვალში (ზოგჯერ მარტის დასაწყისში) იმართება. თითოეულ ქალაქში კარნავალს სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. ქვეყნის მასშტაბით თქვენ ნახავთ აღლუმებს, ღამის წვეულებებს, ცეკვას, ნადიმებსა და შეჯიბრებებსაც კი. იტალიის ქალაქებიდან ვენეცია ყველაზე დიდ კარნავალს მართავს.
ვერონას ოპერის ფესტივალი
ვერონას ოპერის ფესტივალი (Verona Opera Festival) –ივნისის შუა რიცხვებში ვერონა თავის ისტორიულ არენაზე უძველეს ოპერის ფესტივალს მასპინძლობს. ზაფხულის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ფესტივალი ათასობით ადამიანს იზიდავს.
ვენეციის კინოფესტივალი
ვენეციის კინოფესტივალი (Venice Film Festival) – ვენეციის კინოფესტივალი, რომელიც კანისა და ბერლინის კინოფესტივალებთან მსოფლიო კინოფესტივალების სამეულში მოიაზრება, 1932 წელს დაარსდა და დიდი პრესტიჟი მოიპოვა. იგი დღესაც მთელი მსოფლიოდან იზიდავს კინორეჟისორებსა და მსახიობებს. აგვისტოსა და სექტემბერში მრავალი ფილმის პრემიერა და არაერთი ჯილდოს გადაცემა იმართება, მათ შორის პრესტიჟული „ოქროს ლომის“ ჯილდო.
გადაწყვიტე იტალიაში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები რომში.
ხშირად დასმული კითხვები იტალიაზე
იტალიის რომელ ქალაქებს უნდა ვესტუმროთ?
იტალიაში მოგზაურობა რომით დაიწყეთ, ასევე ესტუმრეთ ფორლის, მილანს, ვენეციას, ფლორენციას, ბოლონიასა და სხვა.
რა უნდა წავიღოთ იტალიაში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. იტალიაში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. იტალიის ქალაქებში შეგიძლიათ ბევრი იცურაოთ და მზეზე განიტვირთოთ, ამიტომ წაიღეთ საცურაო კოსტიუმები, მზის სათვალე და მზისგან დამცავი.
რით არის გამორჩეული იტალია?
იტალია ცნობილია თავისი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მუზეუმებითა და უგემრიელესი კერძებით.
რამდენად ძვირია იტალია?
იტალიაში მოგზაურობა არც თუ ისე ძვირი სიამოვნებაა. აქ იაფადაც შეგიძლიათ ნახოთ როგორც დასარჩენი ადგილები, ასევე კვების ობიექტები თუ ავიაბილეთები მის ქალაქებში.
რამდენად უსაფრთხოა იტალიაში მოგზაურობა?
იტალიის ქალაქები უსაფრთხოა ტურისტებისთვის, თუმცა ფრთხილად იყავით პირად ნივთებთან ტურისტული თავშეყრის ადგილებში.
როდისაა საუკეთესო დრო იტალიაში სამოგზაუროდ?
იტალიაში სამოგზაუროდ საუკეთესო დრო გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომაა, ამ დროს ქვეყანაში იდეალური ტემპერატურაა.
რომელია იტალიის 3 დიდი აეროპორტი?
- რომის ლეონარდო და ვინჩის აეროპორტი (FCO)
- მილანის მალპენსას აეროპორტი (MXP)
- მილანის ბერგამოს აეროპორტი (BGY)
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან იტალიაში?
პირდაპირ რეისებს ნახავთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან, ბათუმიდან კი იტალიაში გადაჯდომით იმგზავრებთ. პირდაპირი მარშრუტები და მათი სეზონურობა იცვლება, ამიტომ აქტუალური რეისები avia.ge-ზე გადაამოწმეთ.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან იტალიაში?
პირდაპირ რეისებს ასრულებენ Georgian Airways (თბილისი – რომი, მილანი-ბერგამო), easyJet (თბილისი – მილანი) და Wizz Air (ქუთაისიდან). გადაჯდომით იტალიაში მოხვდებით Turkish Airlines, Pegasus, Aegean Airlines, LOT, Lufthansa, Austrian Airlines და სხვა ავიაკომპანიებით.
როგორ შევიძინოთ იტალიის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევთ, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას იტალიაში მოგზაურობის წინ






























