24.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 16, 2025

ლიონი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

ლიონი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზიდან სულ რაღაც 4 საათის სავალზე მდებარეობს. მისი ქუჩები პარიზის უბნებზე არანაკლებ შეძლებს თქვენს გაოცებას. აქაური მრავალფეროვანი არქიტექტურა ქალაქის ატმოსფეროს დიდებულს ხდის. ლიონის შატოები, ულამაზესი ბაღები და ისტორიული ღირსშესანიშნაობები აუცილებლად ყველა ენთუზიასტმა მოგზაურმა უნდა მოინახულოს. ლიონის სამეფო კერძები კი ნამდვილ კულინარიულ თავგადასავალს მოგიწყობთ. ამ ბლოგში მაგიური ქალაქი ლიონის შესახებ მოგიყვებით – გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ სივრცეებს, კვების ობიექტებს და შემოგთავაზებთ საინტერესო აქტივობებს, რომელთა დაგეგმვასაც ქალაქში შეძლებთ.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

ფრანგული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

0.43 £

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

ევრო

£

კვება

ერთი სადილის ღირებულება

10-40 £

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ლიონი

სად დავრჩეთ ლიონში?

იდეალური ფრანგული დასვენება რომ დაგეგმოთ, პირველ რიგში, დასარჩენი უბანი უნდა განსაზღვროთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველად აპირებთ მოგზაურობას, იდეალურად უნდა მოერგოს თქვენს მოთხოვნებს უბანი, რომელსაც აირჩევთ. დაბლა ლიონის პოპულარულ უბნებს შემოგთავაზებთ მოგზაურობის დღეების გასატარებლად.

პრესკილის უბანი (La Presqu’île) – სონსა და რონას მდინარეებს შორის მდებარე პრესკილი ლიონის ცენტრია, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. სწორედ ამ უბანშია ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები თავმოყრილი. ტერიტორიაზე განლაგებული რესტორნები და ბარი მოგზაურობის კომფორტულად და სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

კრუა-რუსი (Croix-Rousse) – კრუა-რუსის რაიონი ფერადი და თვალწარმტაცია. აქ ძალიან მხატვრული აურას სუფევს, რომელიც უნიკალურად ამ უბნისთვის არის დამახასიათებელი. აქ მდებარეობს პატარა მაღაზიები, ბარები, ღამის კლუბები და რესტორნები, რომლებიც ტერიტორიას სადღესასწაულო, არაორდინალურ ატმოსფეროს სძენენ. ქუჩის ხელოვნება და ფრესკები ფარავს ამ რაიონის კედლებსა და კიბეებს, სადაც ლიონის ახალგაზრდობა ხშირად სეირნობს.

პარტ-დიუ (Part-Dieu) – ადგილობრივებში პოპულარული საცხოვრებელი და საქმიანი უბანი. აქედან ქალაქში გადაადგილებას მარტივად შეძლებთ ტრანსპორტით. ტერიტორია ახლოსაა აეროპორტთანაც. ადგილზე შეგიძლიათ დატკბეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრით, Westfield La Part-Dieu-თი, ასევე Halles Paul Bocuse-ით, რომელიც აუცილებლად სანახავი ადგილია ყველა გურმანისა და ხარისხიანი პროდუქტების მოყვარულისთვის.

ძველი ლიონი (Vieux Lyon) – ეს უბანი ქალაქის უძველესი ნაწილია, იგი ტურისტებში ყველაზე პოპულარულია, განსაკუთრებით პირველად მოგზაურებში. მის ვიწრო, ქვით მოკირწყლულ ქუჩებში ნახავთ პატარა რესტორნებს, რომლებიც ადგილობრივ კერძებს შემოგთავაზებენ. აქ ლიონური გასტრონომიის სრულ სპექტრს აღმოაჩენთ. ეს სანაპირო უბანი ასევე სავსეა ორიგინალური პატარა მაღაზიებით: ადგილობრივი პროდუქტებით, სუვენირებით, ხელნაკეთი ნივთებითა თუ ხელოვნების გალერეებით, აუცილებლად იპოვით რაიმეს, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს.

ჟან მაკე (Jean Macé) – ეს უბანი მდინარე რონის ნაპირებზე მდებარეობს. აქაური მშვიდი და ცოცხალი ატმოსფერო იდეალური ადგილია ლიონის დასათვალიერებლად და კარგად დასასვენებლად. აქ ნახავთ ნავმისადგომს, ადგილობრივი ლუდის რესტორნებს, შეგიძლიათ გამოსცადოთ საინტერესო აქტივობები, გაისეირნოთ ქალაქის ბაზრებში და დააგემოვნოთ ადგილობრივი პროდუქტები ან სასმელი. ჟან მაკე იდეალური ადგილია დასარჩენად.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ლიონში?

ლიონში მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებთ. აქაური მუზეუმები, ტაძრები თუ შატოები მნახველს დიდ სიურპრიზებს უმზადებს. დაბლა ლიონის რამდენიმე ცნობილ ისტორიულ და კულტურულ ძეგლს შემოგთავაზებთ.

ლიონში ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკას. მისი ნახვისას თალებს არ დაუჯერებთ, თუ რამდენად დიდებული შეიძლება იყოს კონსტრუქცია. ბაზილიკის არქიტექტურული სტილის ბრწყინვალება მის რომანულ და ბიზანტიულ ორნამენტებშია და კარგად ეტყობა ბრძნული მოხერხებულობისა და დახვეწილობის ნაზავი.

ლიონში მოგზაურობისას აუცილებლად გაისეირნეთ მის ძველ უბანში. აქ შეგხვდებათ სამი მთავარი დასახლება, რომელთაც ძველი დიდება დღემდე შემორჩენილი აქვთ. აქაური ღია ფერები კი ჰარმონიულ და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, რაც ქალაქის ცხოვრების რიტმს კარგად ესადაგება. ძველ უბნებში ულამაზესი ხედებით ტკბობის საშუალება გექნებათ.

მსონის გვერდით მდებარე, იოანე ნათლისმცემლის შთამბეჭდავი საკათედრო ტაძარი ლიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შენობაა. ეს ტაძარი რომაული და გოთური სტილის ბრწყინვალე ნაზავს წარმოადგენს, გამოირჩევა დიდი ფანჯრებითა და მე-16 საუკუნის ასტრონომიული საათით, რომელიც ეკლესიის უკანა კუთხეშია ჩამალული.

ისტორიის მოყვარული ხართ? ან რომაული ეპოქით ხართ დაინტერესებული? მაშინ ლიონში მოგზაურობისას ლუგდუნუმის მუზეუმის მონახულება არ უნდა გამოგრჩეთ. ეს მუზეუმი ლიონის მომხიბვლელ რომაულ ცივილიზაციას მოზაიკების, ქანდაკებებისა და სხვა რომაული არტეფაქტების კოლექციით აცოცხლებს. მისი ფანჯრებიდან რომაული ამფითეატრის განსაცვიფრებელი ხედები მოჩანს.

მუზე დე კონფლუანს” ლიონში უამრავ დისციპლინას აერთიანებს – სოციოლოგია, პალეანტოლოგია, მინერალოგია, ზოოლოგია, ანთროპოლოგია და სხვა. იგი ფაქტობრივად სიცოცხლის წარმოშობასა და განვითარებაზე მოგიყვებათ. აქ უძველეს ეგვიპტურ მუმიებსაც კი ნახავთ.

ამ მუზეუმის დათვალიერებისათვის რამდენიმე საათი მაინც გათვალეთ. დაუჯერებელია, რომ ერთ სივრცეში ეგვიპტური ეპოქიდან დაწყებული მოდერნისტულ დრომდე უმნიშვნელოვანესი ექსპონანტებია გამოფენილი. მუზეუმი ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარეობს, შესაბამისად იგი მისაგნებად ძალიან მარტივია ტურისტებისთვის.

ლიონის ეკლესია ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობაა ქალაქში. იგი ფრანგული რევოლუციის დროს დაზიანდა, თუმცა შემდეგ რესტავრირება გაუკეთდა. ეკლესიის არქიტექტურა ნამდვილად გამოხატავს ფრანგულ კულტურასა და ისტორიას.

ლიონის კარგად შემონახულმა ძველმა რომაულმა არქიტექტურამ ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აქცია. ლიონის მოგზაურობის მარშრუტის სათავეში უნდა იყოს ძველი რომაული ამფითეატრი და ოდეონი, ქალაქის 2 მთავარი ტურისტული ადგილი.

ვოლტერის შატო არის ფრანგული განმანათლებლობის ეპოქის ზეიმი. აქ ვოლტერი თავისი ცხოვრების ბოლო 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ლიონში მოგზაურობისას საშუალება გექნებათ დაათვალიეროთ ფილოსოფოსის ნამუშევრები, სკულპტურები, ხელოვნების ნამუშევრების კოლექციები.

ბრუს სამეფო მონასტერი სამონასტრო შენობების ერთობლიობასა და სიყვარულის დასტურს წარმოადგენს. იგი გოთური ეკლესიისა და სამი მონასტრისაგან შედგება. აღმოაჩინეთ ულამაზესი გოთური არქიტექტურა და მოისმინეთ მარგარეტ ავსტრიელის ისტორია, რომელმაც ეს კომპლექტი მე-16 საუკუნის დასაწყისში ააგო, რათა დაედასტურებინა და თაობებისთვის შემოენახა თავისი გარდაცვლილი ქმრის სიყვარული.

დაჯავშნე ლიონის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

 

ფრენები ლიონში

სად ვჭამოთ ლიონში?

ლიონი მსოფლიო გასტრონომიის დედაქალაქად იწოდება. აქ უგემრიელეს ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. ლიონის კაფე-რესტორნებში იდეალურად შეძლებთ განტვირთვასა და მისი კულინარიით ტკბობას.

Les Bouchons – ლიონის ტრადიციული რესტორნების ქსელი, რომელიც ადგილობრივ კერძებს სთავაზობს კლიენტებს. ეს საუკეთესო ადგილია ფრანგული და, კერძოდ, ლიონის, სამზარეულოს სრულად შესასწავლად. მთელ ლიონში 70-ზე მეტი ბუშონია.

Les Ventres Jaunes – ეს რესტორანი ლიონის ქალაქის ცენტრში, ძველ ქალაქში, მდგომარეობს. მას ულამაზესი ტერა აქვს, სადაც შეგიძლიათ უყუროთ ლიონის ქუჩებს და დატკბეთ ხედებით, სანამ თქვენს კერძს მიირთმევთ, ეს ადგილი ძალიან სასიამოვნო და ხელმისაწვდომია.

Au Comptoir les Gones – ამ რესტორანში ლიონის გემრიელი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. აქ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ვახშამი დაგეგმოთ. გასინჯეთ ფრანგული ხახვის წვნიანი და პრალინის ტარტი. თანაც, აქაურობა საკმაოდ ბიუჯეტურია.

La Gâche – თუ გსურთ ლიონური სამზარეულოს დაგემოვნება, აუცილებლად მოინახულეთ ეს ადგილი. აქ ფრანგულ ტრადიციულ რეცეპტებს თანამედროვე კულინარიული შტრიხები აქვს შემატებული. აუცილებლად დააგემოვნეთ ლიონური სალათი.

Villa Florentine – ამ რესტორნის ტერასა უზარმაზარი, ბრწყინვალე შუშის სახურავით გამოირჩევა, რომელიც ყველა სეზონზე მასპინძლობს ტურისტებსა თუ ადგილობრივებს. აქ შეგიძლიათ ლიონის ქუჩების ჰორიზონტით დატკბეთ, თანაც აქ მდებარეობს საცურაო აუზიც არის!

Café Gadagne – ტურისტების ერთ-ერთი ფავორიტია. კაფე-რესტორანი მდებარეობს ლიონის ცნობილ რომაულ ნანგრევებთან ახლოს. აქ შეძლებთ საუზმობას ან გემრიელი ლიონური მენიუს დაგემოვნებას.

Les Muses – ლიონში მოგზაურობისას ეწვიეთ ამ ბარ-ტერასას. ის ლიონის ბრწყინვალე ოპერის თეატრის მეშვიდე სართულზე მდებარეობს, ქალაქის ხმაურისაგან მოშორებით. აქ დრო თითქოს გაჩერებულია და ყველაფერი მომნუსხველია.

Café Terroir – აქ დაგხვდებათ ადგილობრივი, ლიონური სამზარეულოს ტიპური კერძები – კარტოფილი ფრი, ოსპი ძეხვით, ლოკოკინები, კვერცხი ბოფორტის ყველით, გამომცხვარი ქათამი სეზონური სოუსებით, სტეიკი, პაშტეტი და ბევრი სხვა რამ. ის ყოველთვის სავსეა და წინასწარ დაჯავშნეთ.

Breizh – აქ სტუმრობას მთელი დღის განმავლობაში შეძლებთ. აუცილებლად გასინჯეთ უგემრიელესი კრეპები სიდრის ჩაისთან ერთად.

Diploid –  უფრო ბრანჩის, საუზმისა და სადილისთვის განკუთვნილი ადგილია, იგი ასევე ძალიან კარგ ყავას შემოგთავაზებთ.

Rakwé Coffee – ყავის მაღაზია, გალერეა, და სამუშაო სივრცე – ყველაფერი ერთად. აქაური ყავა აბსოლუტურად წარმოუდგენელად გემრიელია. თუ გსურთ მშვიდ გარემოში განიტვირთოთ, ცოტა წაიმუშავოთ ან წაიკითხოთ და თანაც უგემრიელესი ყავა მიირთვათ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს.

 

 

ახლოდან დანახული ლიონი

სად ვიშოპინგოთ ლიონში?

ლიონში მოგზაურობისას შეძლებთ ადგილობრივ მოლებსა და ბაზრობებს ეწვიოთ. აქ ნებისმიერი ტიპის ნივთს წააწყდებით, შეგიძლიათ იშოპინგოთ ვინტაჟურ მაღაზიებში თუ მაღალი დონის დიზაინერების ტანსაცმლით შეიმოსოთ, ან სულაც სიმბოლური სუვენირები იყიდოთ.

Halles Paul Bocuse – ლიონის ეს ბაზარი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც ქალაქს გასტრონომიის დედაქალაქს უწოდებენ. აქ დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხის საკვების წარმოუდგენელი მრავალფეროვნება. იგი 1859 წელს გაიხსნა პირველად და მერე, ასი წლის შემდეგ, ქალაქმა კვლავ გადაწყვიტა, აეშენებინა ახალი დახურული ბაზარი, რომელიც გასტრონომიისადმი ერთგულებას გამოხატავდა.

Les Halles Grand Hôtel-Dieu Lyon –  გასტრონომიის ქალაქ ლიონის შუაგულში, ეს პატარა ბაზარი შემოგთავაზებთ ტკბილეულს, შოკოლადს, პურს, ხორცს, ყველს, ზღვის პროდუქტებს, ახალ პროდუქტებსა და ღვინოს – ბაზარი დროებით დახურულია.

St Antoine Market –  უზარმაზარი ღია ცის ქვეშ მდებარე საკვების ბაზარი სონის ნაპირებზე, ლიონში, სადაც რეგიონალური საკვებისა და იმპორტირებული პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს ნახავთ. აქ ასევე გავრცელებულია ცხელი კერძები, როგორიცაა პიცა და შამფურზე შემწვარი ქათმები.

Les Puces du Canal – პოპულარული ბაზარია, სადაც ვაჭრები იკრიბებიან და სხვადასხვა სახის პროდუქტს გთავაზობენ. აქ ყველანაირი ნივთია, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ. ამიტომ, საკუთარ თავს კარგ თავგადასავალს მოუწყობთ, ლიონში ყოფნისას ამ ბაზარში თუ გაისეირნებთ.

Marché aux Bouquinistes – ლიონის წიგნების ბაზრობა. აქ რამდენიმე ენაზე იპოვით წიგნებს, ყველანაირ ჟანრში. კითხვის მოყვარულთათვის ლიონის ძველ ქალაქში ამ ბაზრობაზე სეირნობა ნამდვილი ზღაპარია.

  • ტკბილეული – ფრანგული პურ-ფუნთუშეული არა მხოლოდ კერძების ვარიანტებს, არამედ კარგ საჩუქრებსაც წარმოადგენს.
  • ქსოვილები – ლამაზი, რბილი და დახვეწილი ქსოვილები პოპულარული შენაძენია საფრანგეთში.
  • სუნამოები – საფრანგეთი სახელგანთქმულია სუნამოებით. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სუნამოების კულტურას.
  • ანტიკვარული ნივთები – ლიონში სპეციალურ ბაზრობებს ნახავთ, სადაც სამახსოვრო ნივთების შეძენას შეძლებთ
  • საფოსტო ბარათები – საფრანგეთის მუზეუმებში კი არ დაგავიწყდეთ საფოსტო ბარათების შეძენა ცნობილი ღირსშესანიშნაობების ფოტოებით
  • წიგნები – ფრანგულ ქუჩებში ხშირად შეხვდებით გარეთ გამოფენილ წიგნებს და ცნობილ მაღაზიებს. ორიგინალური საჩუქრების მოყვარულებმა სწორედ მათ უნდა მიაკითხოთ

Confluence – ლიონის ერთ-ერთი ყველაზე ახალი საშოპინგო ცენტრი. იგი  თანამედროვე მაღაზიებს, ულამაზეს ტერასას და რამდენიმე შთამბეჭდავ რესტორანს აერთიანებს. მაღაზიები მოდურ ნივთებსა და აქსესუარებს სთავაზობს კლიენტებს.

Westfield La Part-Dieu – ლიონში მდებარე საკმაოდ დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც 250-ზე მეტ მაღაზიას იტევს, მათ შორის მოდის, ელექტრონიკის, სახლის დეკორისა და სხვა.

Printemps Lyon – ამ ორიგინალურ საშოპინგო ცენტრში მდგრადი წარმოების აქსესუარებსა თუ ტანსაცმელს ნახავთ. იგი ლიონის ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ამიტომ მიგნება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ლიონში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ლიონი ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო ლიონში სამოგზაუროდ?

ამინდების მხრივ გაზაფხულსა და შემოდგომაზე გირჩევდით ლიონში მოგზაურობას. ადრეულ შემოდგომასა და გვიან გაზაფხულზე აქ სასიამოვნო, თბილი ამინდია და ტურისტულ სეზონთან შედარებით, ნაკლები ხალხი. გაზაფხულსა და ადრეულ ზაფხულში ბევრ დღესასწაულზე დასწრებას შეძლებთ ლიონში, აქ რომაული ნანგრევების ტერიტორიაზე ბევრი თეატრალური და კულტურული წარმოდგენა იმართება. ზამთარში კი საშობაო ბაზრობები, ყინულის მოედნები და თოვლით მოპენტილი ადგილობრივი ქუჩები დაგხვდებათ, განსაკუთრებით განათებების ფესტივალებია პოპულარული ამ დროს, რომლებიც სიცივის მიუხედავად ბევრი მნახველით იწონებს თავს. ამიტომ, ლიონი ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო დასვენებას გპირდებათ.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ ლიონში?

ლიონში გადაადგილებას მარტივად შეძლებთ. ისარგებლეთ მეტროს, ავტობუსისა თუ ტრამვაის სერვისით.

ლიონს მეტროს 4 ხაზი აქვს. ერთჯერადი ბილეთი 2 ევრო ღირს. თუმცა 10 ცალი 1 საათიანი ბილეთის ღირებულება 20 ევრომდე ჯდება, რაც უფრო ბიუჯეტური ვარიანტია.

ავტობუსს ლიონში 100-მდე ხაზი აქვს. ქალაქში ნახავთ როგორც დღის, ასევე ღამის ავტობუსებს. ბილეთების შეძენას შეძლებთ ჯიხურებსა თუ სპეციალურ აპარატებში.

აეროპორტიდან ლიონის ქალაქის ცენტრამდე მოხვედრას საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შეძლებთ. ასევე შეგიძლიათ ტაქსის სერვისით ისარგებლოთ, რაც დაახლოებით 45-50 ევრო დაგიჯდებათ. ტაქსის ოფიციალური სერვისებია G7 და Uber. ტაქსის ფასი კილომეტრზე 1 ევროდან, ღამით კი 2 ევროდან იწყება.

ტრამვაი ლიონში გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. იგი ყოველ 5-10 წუთში მოგემსახურებათ. ლიონის ტრამვაის 7 ხაზი აქვს (T1-7). ტრამვაის საფასური ასევე 2 ევროს შეადგენს. ბოლო ტრამვაი ღამის 12-დან 1 საათამდე მოძრაობს.

ლიონის ფერადი ქუჩები, კაფეები, ღირსშესანიშნაობები და ბაღები ნამდვილად იმსახურებენ სრულფასოვნად დათვალიერებას. ამიტომ, არ დაიზაროთ ფეხით გადაადგილება საფრანგეთის ამ ულამაზეს ქალაქში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები ლიონში?

ლიონი ულამაზესი ქალაქია, რომელიც ბუნებით არის გარშემორტყმული. ქალაქის აურზაურისგან თავის დასაღწევად შორს წასვლა არ არის საჭირო. ლიონში ბრწყინვალე ბაღები და პარკები დაგხვდებათ.

პარკ დე ლა ტეტ (Parc de la Tête d’Or) – ლიონის პარკების განხილვა ქალაქის ყველაზე ცნობილი პარკით უნდა დავიწყოთ. იგი დაიკვეხნის ულამაზესი ტბით, ბრწყინვალე ბოტანიკური ბაღით და ზოოლოგიური პარკით, სადაც ცხოვრობენ ჟირაფები, ზებრები, ვარდისფერი ფლამინგოები, და სხვა. ბოტანიკურ ბაღში კი მცენარის 15 000 სახეობის შთამბეჭდავი კოლექციაა!

კართუზული ბაღი (Jardin des Chartreux) – კრუა-რუსის ფერდობების ძირში, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწები ბრწყინვალე პარკად გადაკეთდა, სადაც ფორთოხლის ხეები და წიფლები დაგხვდებათ. ბაღის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი პანორამული ხედია: მის უმაღლეს წერტილში (ზღვის დონიდან 212 მეტრზე) ვიზიტორებს შეუძლიათ დატკბნენ ქალაქის სამხრეთის შესანიშნავი ხედებით. თანაც, ბაღი სავსეა ლიონელი მწერლების ქანდაკებებით.

“ცნობისმოყვარეობის” ბაღი (Jardin des Curiosités) – ბაღი ულამაზესი ადგილია ქალაქის ხედით ტკბობისათვის. აქ მშვიდი და ლამაზი ატმოსფერო დაგხვდებათ. ბაღში შეგიძლიათ მზის ჩასვლით დატკბეთ.

როზა მირის ბაღი (Rosa Mir Garden) – ეს პარკი ლიონში პოეტური ხელოვნების ნიმუშია. იგი 1987 წლიდან ისტორიულ ძეგლად არის აღიარებული – ქვის მოზაიკებისა და ნიჟარებისგან დამზადებული ულამაზესი მონუმენტი პარკის მთავარი ელემენტია, ის ლიონის უნიკალური არქიტექტურული ოსტატობის შედევრია.

როზერის ბაღი (Jardin du Rosaire) – ამ ადგილას დაგხვდებათ ულამაზესი ვარდების ბილიკები, დატკბებით ლიონის ულამაზესი ხედით, რომელიც გადმოჰყურებს პარ-დიეს კოშკებსა და ფურვიერის ბაზილიკას. ქალაქის აურზაურისგან დაცული, ეს წყნარი, მშვიდი ადგილი იდეალურია განსატვირთად.

 

გადაწყვიტე ლიონში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები ლიონში!

ხშირად დასმული კითხვები ლიონზე

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ ქალაქში დასარჩენად, რათა საფუძვლიანად მოასწროთ მისი დათვალიერება.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ლიონში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია.

ლიონი გამორჩეულია თავისი ლამაზი ქუჩებით, იატორიული და კულტურული მრავალფეროვნებითა და ფრანგული არქიტექტურით.

ლიონში მოგზაურობა შეფასებულია როგორც “საშუალოდ იაფი”. თუ ადრე დაჯავშნით ბილეთებსა და დასარჩენ ადგილებს, მაშინ ბიუჯეტურად შეძლებთ მოგზაურობას.

ლიონში მოგზაურობა ძალიან უსაფრთხოა ტურისტებისთვის. აქ შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ და განიტვირთოთ, თუმცა ფრთხილად იყავით პირადი მოხმარების ნივთებთან.

გვიანი გაზაფხული ან ადრეული ზაფხული საუკეთესო ლიონში სამოგზაუროდ, რადგან ამ დროს ამინდები იდეალურია და გადაჭედილ ქუჩებსაც თავს აარიდებდით. თუმცა ქალაქი ყველა სეზონზე სასწაულებს გპირდებათ.

LYS – ლიონის სენტ-ექსუფერის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 18 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს.

ლიონში მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას. ფრენებს ნახავთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან.

თბილისიდან ლიონში შემოგთავაზებთ Pegasus-ის, Ajet Airlines-ისა და AirFrance-ს ავიაბილეთებს. ქუთაისიდან ასევე პეგასუსი ასრულებს ავიარეისებს.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ლიონში მოგზაურობის წინ

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ლიონში ლიონი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია.…

იაფი ავიაბილეთები ლიონში საფრანგეთის რამდენი ქალაქის ჩამოთვლა შეგიძლიათ? დარწმუნებული ვარ,…

იაფი ფრენები ლიონის მიმართულებით საფრანგეთის ხსენებაზე პირველი პარიზი გახსენდებათ? იცოდით,…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს