ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო, საქართველოდან რამდენიმე ავიარეისი გაუქმდა – კერძოდ, თბილისის აეროპორტიდან 12, ხოლო ბათუმის აეროპორტიდან 7 რეისი. ინფორმაცია ამის შესახებ BMG-ს TAV Georgia-ში დაუდასტურეს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ შეჩერებულია როგორც ისრაელის, ისე სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით დაგეგმილი ფრენებიც. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის აღდგება ავიამიმოსვლა საქართველოდან აღნიშნულ მიმარტულებებზე.

თბილისი თელ-ავივი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
19 ნოემბერი 202629 ნოემბერი 2026OneClickავიაბილეთები 444 -დან
1 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Israir Airlinesავიაბილეთები 532 -დან
11 იანვარი 202717 იანვარი 2027Israir Airlinesავიაბილეთები 529 -დან

აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ირანზე. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამიზნე გახდა ურანის გამდიდრების ქარხანა ნათანზში და ასევე მეცნიერები, რომლებიც ბირთვული იარაღის განვითარებაში მონაწილეობენ. მიმდინარე მოვლენების გამო საჰაერო სივრცე დახურეს ირანმა, ისრაელმა, ერაყმა და იორდანიამ, ხოლო ისრაელში თავდაცვის მიზნით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დროებით დაიხურა ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიThai AirAsia X საქართველოში ფრენების აღდგენას განიხილავს
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები დროებით გააუქმა
2.3 3 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted