საქართველოს ავია სივრცეში სულ უფრო და უფრო მეტი ახალი ავიაკომპანია იკიდებს ფეხს. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მალე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ინდური და სხვა აზიური ავია ხაზებიც კი დაიწყებენ ფრენას. თუმცა, ქართველი მოგზაურებისთვის ერთ–ერთი ყველაზე მოხერხებული და ცნობილი ავიახაზების პოზიციას ჯერჯერობით მაინც თურქეთის ავიახაზები იკავებს. მეზობელი ქვეყნის ფლაგმანი ავია კომპანია მართლაც უამრავ რეისს აწარმოებს საქართველოდან ცნობილი ლოკაციების მიმართულებით.

Turkish Airlines–ის წარმომადგენლები აქტიურად ზრუნავენ თითოეულ რეგიონში საკუთარი სახელის პოპულარიზაციაზე. თუმცა, მათთვის ასევე საკუთარ ქვეყანაში არსებული ტურისტული გარემოც საკმაოდ მნიშვნელოვანია. თურქეთის ავიახაზები ბოლოდე ითავისებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყნის ნომერ პირველი ავიაკომპანიის როლში ყოფნა ანიჭებს. სწორედ ამიტომ, მათ სტამბოლში ჩასული ტურისტებისთვის საკმაოდ ორიგინალური და სახალისო სიახლე წარმოადგინეს.

თუკი თქვენ თურქეთის ავიახაზების რეისით მიფრინავთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაშინ გადასაჯდომი დროის სიდიდემ აღარ უნდა შეგაშფოთოთ. ამის მიზეზი ცნობილი ავიახაზების ახალი შთამბეჭდავი წამოწყებაა, რომლის მიხედვითაც სტამბოლის ახალ საერთაშორისო აეროპორტში მოცდის რეჟიმში მყოფ მოგზაურებს ამ ულამაზესი ქალაქის დათვალიერება შეეძლებათ.

როგორც ცნობილი გახდა, თურქული კომპანიის წარმომადგენლები უფასო ტურებს იწყებენ. ამ ტურების საშუალებით თქვენ შეგეძლებათ დაათვალიეროთ სტამბოლის ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაწილები. რაც მთავარია, აღნიშნული ტურების ფარგლებში Turkish Airlines–ის წარმომადგენლები უფასო სადილით გაგიმასპინძლდებიან რესტორანში. ასევე ტურს თან ახლავს უფასო ინგლისურენოვანი გიდიც.

ასეთი შესანიშნავი და ორიგინალური წამოწყებით სარგებლობისათვის თქვენ პირველ რიგში ამ ავია კომპანიით უნდა იფრინოთ. უფრო კონკრეტულად კი, თქვენ უნდა გიწევდეთ სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში მინიმუმ 6 საათით და მაქსიმუმ 24 საათით გადასაჯდომი პერიოდის გატარება. სწორედ ამ დროის გასაყვანად ინიშნება სტამბოლის დასათვალიერებელი ტურები, რაც მართლაც გაამარტივებს მოცდის საჭიროებას.

ტურების საათები ასეთი იქნება:

08:30 – 11:30 ; 09:00 – 18:00 ; 12:00 – 18:00 ; 09:00 – 15:00 ; 16:00 – 21:00 ;

მასში მონაწილეობის მისაღებად საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ თურქეთის ავიახაზების ჰოტელ დესკთან უნდა მიბრძანდეთ სასურველი ტურის დაწყებამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian bus / ჯორჯიან ბას
შემდეგი სტატიაავიაბილეთები მინსკის მიმართულებით
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments