ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული მიმართულება დაემატა – საფრანგეთის ქალაქ ლიონთან პირდაპირი ავიამიმოსვლა ოფიციალურად დაიწყო. ავიაკომპანია Wizz Air -მა ორივე მიმართულებით საინაუგურაციო რეისები წარმატებით შეასრულა: ქუთაისიდან ლიონში 130 მგზავრი გაემგზავრა, ხოლო ლიონიდან ქუთაისში 86 მგზავრი ჩამოფრინდა. აღნიშნული რეისებით, ქუთაისის აეროპორტი და ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტი პირველად დაუკავშირდა ერთმანეთს რეგულარული პირდაპირი საჰაერო ხაზით.
ფრენები ქუთაისი ლიონი ლიონი ქუთაისი -ს საჰაერო ხაზზე განხორციელდება კვირაში ორჯერ სამშაბათსა და შაბათს, რაც მგზავრებს გაუმარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას. პირდაპირი რეისები მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს და დააჩქარებს მოგზაურობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის.
პირდაპირი ფრენები ქუთაისი დან ლიონი მიმართულებით
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
10 ივნისი 2025 | 17 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 488 -დან |
12 ივლისი 2025 | 19 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 516 -დან |
ლიონიდან ქუთაისში შესრულებულ პირველ ფრენას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სადღესასწაულო გარემო და ტრადიციული დახვედრა ახლდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, რაც ავიამიმოსვლის დაწყების აღსანიშნავი ნაწილი იყო.
საინაუგურაციო ღონისძიებას ქუთაისის აეროპორტში ესწრებოდნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი სალვატორე გაბრიელე იმპერიალე.
ლევან მოსეშვილმა ხაზგასმით აღნიშნა: „ლიონთან პირდაპირი საჰაერო კავშირის დამყარება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს მოქალაქეებისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებს და გააღრმავებს ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს როგორც ეკონომიკის, ასევე კულტურის მიმართულებით.“
ლიონი გახდა მეორე ფრანგული ქალაქი, სადაც ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება – პარიზის შემდეგ. ლევან მოსეშვილის თქმით, ლიონი განსაკუთრებული ქალაქია სპორტული თვალსაზრისითაც – გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ გიორგი მიქაუტაძის თამაშებს „ლიონის ოლიმპიკის“ შემადგენლობაში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც.
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907