kutaisi lioniქუთაისის აეროპორტი და ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტი, დღეს პირველად, პირდაპირი რეგულარული საჰაერო ხაზით დაუკავშირდა ერთმანეთს. ავიაკომპანია Wizz Air -მა ქუთაისიდან ლიონში პირველი რეისით 130 მგზავრი წარმატებით ჩაიყვანა. ფრენები აღნიშნულ მარშრუტზე ყოველ კვირას ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

საინაუგურაციო ღონისძიებას ქუთაისის აეროპორტში დაესწრნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი სალვატორე გაბრიელე იმპერიალე.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, ლიონთან პირდაპირი საჰაერო კავშირის დამყარება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს მოქალაქეებისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებს და გააღრმავებს ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს როგორც ეკონომიკის, ასევე კულტურის მიმართულებით.

ქუთაისი ლიონი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 ივლისი 202623 ივლისი 2026Wizz Airავიაბილეთები 478 -დან
2 აგვისტო 202616 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 407 -დან
10 სექტემბერი 202627 სექტემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 502 -დან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირი ფრენები უკვე მესამე ფრანგულ ქალაქში ხორციელდებაპარიზისა და ნიცას შემდეგ. ლიონი არა მხოლოდ ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობის ქალაქია, არამედ სპორტული თვალსაზრისითაც განსაკუთრებული – გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ გიორგი მიქაუტაძის თამაშებს „ლიონის ოლიმპიკის“ შემადგენლობაში, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც“, – აღნიშნა მოსეშვილმა. მისივე თქმით, ლიონის მიმართულება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას როგორც საქართველოდან საფრანგეთში, ისე პირიქით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიივლისის ორმხრივი ავიაბილეთების ფასები ქუთაისის აეროპორტიდან
შემდეგი სტატიაახალი ფრანგული მიმართულება ქუთაისიდან – ლიონში ფრენები დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted