2.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მარტი 12, 2026

ვილნიუსი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

ვილნიუსი ლიეტუვის ულამაზესი დედაქალაქი და ევროპის გეოგრაფიული ცენტრია. აქ ბუნება და თანამედროვე ინდუსტრია ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. სტუმართმოყვარე ქალაქი ვილნიუსი მუდამ მზადაა თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებს უმასპინძლოს. აქაური ფერადი უბნები და მშვიდი ქუჩები ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. ქალაქი ცნობილია თავისი ეკლესიებითა და მუზეუმებით. თანაც, ვილნიუსში უგრმეიელეს ლიეტვურ კერძებს დააგემოვნებთ. ამ ბლოგში სწორედ ამ მყუდრო, ფერადი და მრავალფეროვანი ქალაქის შესახებ მოგიყვებით: გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, კვების ობიექტებს, საშოპინგო ცენტრებსა თუ დასარჩენ ადგილებს. ერთად ვიმოგზაუროთ ევროპის ცენტრისკენ.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

ლიეტვური

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

$1.40

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

ევრო

კვება

ერთი სადილის ღირებულება

8-20 €

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ვილნიუსი

სად დავრჩეთ ვილნიუსში?

მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის მოძებნაა. ის უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ვილნიუსის ცნობილ დასარჩენ არეალებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს საკმაოდ ბიუჯეტურად ნახავთ და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.

ძველი ქალაქი (Old Town) – ვილნიუსის ცენტრია. ეს უბანი რეკომენდებულია პირველად მოგზაურებისათვის. აქ ნახავთ ცნობილ ღირსშესანიშნაობებს და ქალაქის ულამაზეს არქიტექტურას.

ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია (Žvėrynas ) – აქ დარჩენა კი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც დასვენება და ბუნებასთან სიახლოვე სურს. თანაც, ვილნიუსში ყველაფერი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ქალაქის ცენტრში თუ არ დარჩებით, გადაადგილებას მაინც მარტივად მოახერხებთ.

უჟუფისის უბანი (Užupis ) – ამ უბანში დარჩენას თავგადასავლების მოყვარულებს ვურჩევდით. უბანი უჩვეულო და განსაკუთრებულია, ვილნიუსში მოგზაურობისას თუ ბევრი აღმოჩენის გაკეთება გსურთ, ამ უბანში დარჩენას გირჩევთ.

ნაუჯამიესტი (Naujamiestis) – ეს უბანი იდეალურია მათთვის, ვისაც ღამის ცხოვრება მოსწონს. აქ დარჩენა მათთვისაც რეკომენდებულია, ვინც ბიზნეს-ვიზიტით მიემგზავრება.

ვოლფუტის უბანი (Vilkpėdė ) – ეს უბანი კი საუკეთესო არჩევანი იქნება იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტურად მოგზაურობა გსურთ. აქ ნახავთ იაფ დასარჩენ ადგილებს.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ვილნიუსში?

ვილნიუსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. აქ ულამაზეს კულტურულ და ისტორიულ შენობებს ნახავთ. დაბლა შემოგთავაზებთ ვილნიუსის ცნობილ ღირსშესანიშნაობებს.

ვილნიუსის კათედრალი ქალაქის მთავარ მოედანზე მდებარეობს. გარდა იმისა, რომ იგი წარმოადენს ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას, მას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. იგი ყვება ისტორიას, თუ როგორ გაქრისტიანდა ვილნიუსი. კათედრალი მთავარი კათოლიკური სალოცავია ლიეტუვაში.

ევროპის პარკი ფაქტობრივად ქალაქის ღია ცისქევეშა მუზეუმია. აქ თანამედროვე ხელოვანების მიერ მოწყობილი არტეფაქტები მდებარეობს. აქაურობა ძალიან ორიგინალურადაა მოწყობილი და ვილნიუსის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაა მიჩნეული.

ლიუბავასის სახლ-მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. იგი არ წარმოადგენს ტიპურ ტურისტულ ადგილს, აქ ლიეტუველი ადამიანების კულტურულ და ტრადიციულ რეალობას გაეცნობით.

წმინდა ანას ტაძარი რომაული კათოლიკური ეკლესიაა. იგი შუასაუკუნეებისა და რენესანსის მიჯნაზე აშენდა და გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია მთელი ლიეტუვის მასშტაბით. წმინდა ანას ტაძარი ვილნიუსის “ძველ ქალაქში” მდებარეობს და ფაქტობრივად ვერ აუვლით გვერდს.

გედიმანსის კოშკი ვილნიუსის თავდაცვით კოშკს წარმოადგენდა. ფაქტობრივად, იგი ცოცხლად შემორჩენილი ისტორიულ-კულტურული არტეფაქტია.

თრაკაის ციხესიმაგრე კუნძულზე მდებარეობს. ეს ულამაზესი ნაგებობა მთლიანად წყლითაა გარშემორტყმული. ციხესიმაგის ულამაზესი არქიტექტურა, ფანჯრები და ვილნიუსის სამეფო ინტრიგები აუცილებლად უნდა შეისწავლოთ.

ეკლესიის მემკვიდრეობის მუზეუმი ბევრ საინტერესო არტეფაქტს ინახავს. მუზეუმში თავმოყრილია ნივთები, რომლებიც ერთ დროს ვილნიუსის კათედრალის კედლებში ინახებოდა. ეს ნივთები საგულდაგულოდ იყო შენახული, რათა ვერავის მოეხერხებინა მათი მოპარვა.

ვილნიუსის TV-კოშკი უმაღლესი კოშკია არა მხოლოდ ვილნიუსში, არამედ ევროპის მაღალ შენობებს შორისაც საპატიო ადგილს იკავებს. კოშკის სადამკვირვებლო დესკიდან ვილნიუსის პანორამულ ხედს ნახავთ.

წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარი ვილნიუსის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაგებობაა. იგი გოთიკური და ბაროკოს ტიპის ხელოვნების სტილების იდეალური ნაზავია არქიტექტურული თვალსაზრისით. ეკლესია რომაულ-კათოლიკურია.

ვილნიუსის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. მას 12-მდე ფაკულტეტი აქვს. იგი მე-16 საუკუნეში აშენდა და დღემდე მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ცენტრად რჩება.

 

ფრენები ვილნიუსში

სად ვჭამოთ ვილნიუსში?

ვილნიუსი გემოების მრავალფეროვნების ქალაქია – აქ საკმაოდ ბიუჯეტურად შეძლებთ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას ლიეტუვური მყუდრო კაფე-რესტორნების სივრცეებში, თუ უფრო საერთაშორისო კულინარია გაინტერესებთ, ამისთვისაც დიდი არჩევანი დაგხვდებათ ქალაქში.

Da Antonio – ეს იტალიური რესტორანი და მისი ცნობილი შეფი ყოველდღიურად ახალ რეცეპტებს იგონებენ სტუმრების აღფრთოვანებისათვის. აქ სადილობა ნამდვილი მოგზაურობაა – ორი აპეტაიზერი, მთავარი კერძი და ბოლოს, დესერტი!

Stikliai – მსოფლიოს საუკეთესო 15 რესტორნის სიაში მყოფი ადგილი. აქაურობას რამდენიმე ცნობილი შეფი ემსახურებოდა და ფრანგულ ინოვაციურ ტექნიკებს ნერგავდა სამზარეულოში. ტრადიცია დღემდე გრძელდება. აქ უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ.

Saint Germain –  ეს რესტორანი შეიძლება ბევრ ცნობილ ფილმში გინახავთ. იგი ვილნიუსის ყველაზე ძველი რესტორანია. აქ დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს.

Augustas Ir Barbora –  აუგუსტა და ბარბორა ლიეტუველი ცნობილი წყვილია, მათი ისტორია რომეოსა და ჯულიეტას ამბავს წააგავს. კაფის სახელი სწორედ მათ ეძღვნება. თანაც, აქ მართლა მყუდრო, რომანტიკული ატმოსფეროა, აღარაფერს ვამბობთ შესანიშნავ დესერტებზე.

Liu Patty – ნამცხვრები, ტორტის ნაჭრები თუ სხვა ლიეტუვური ტკბილეული? კაფის მენიუდან ძალიან ძნელია ერთ დესერტს დასჯერდეთ. ხის ავეჯი კი ძველ ელფერს უნარჩუნებს კაფეს.

Holy Donut – თუ დონატები მოგენატრათ ვილნიუსში მოგზაურობისას, შეიარეთ ამ ადგილას. აქ უგემრიელესი დონატების მთელ რიგს დააგემოვნებთ.

The Urban Garden – ამ ულამაზეს ადგილას ძალიან გემრიელ სალათებს, ჯანსაღ დესერტებსა თუ სმუზებს დააგემოვნებთ. სიჯანსაღის კონცეფცია კარგად აისახება კაფის გარემოზეც, ყველაფერი მოწესრიგებული, ნათელი და ლამაზად მოწყობილია გარშემო.

Casa La Familia – ეს ადგილი ცნობილია იმით, რომ ქალაქს ვეგეტარიანული და ვეგანური პიცებით ამარაგებენ. აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ადგილს, აქაურ პიცებს არავეგეტარიანელებიც აღმერთებენ.

RoseHip – აქ ვეგანები და ვეგეტარიანელები მათთვის საინტერესო ბევრ ახალ კერძს დააგემოვნებენ. რესტორნის მენიუ სავსეა უამრავი ჯანსაღი კერძით. რესტორნის მომსახურე პერსონალის გულმოდგინე მუშაობა კერძების გემოებზე კარგად აისახება, რად ნამდვილად დასაფასებელია.

 

 

ახლოდან დანახული ვილნიუსი

სად ვიშოპინგოთ ვილნიუსში?

მყუდრო ბუტიკები და მაღაზიები ვილნიუსის “ძველ ქალაქში” ან დიდი შოპინგ ცენტრები – ვილნიუსს ყველაფერი აქვს. ლამაზი ნივთების, ესთეტიკისა და შოპინგის მოყვარულები თუ კოლექციონერები ამ ქალაქში აუცილებლად იპოვიან საყვარელ ნივთებს.

 

G9 – ეს მოლი ვილნიუსის ცენტრში მდებარეობს. აქ ნახავთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ცნობილ ბრენდებს, ასევე წიგნის მაღაზიებსა და კვების ობიექტებს.

CUP – ვილნიუსის “ძველი ქალაქიდან” უბრალოდ თეთრი ხიდი გადაკვეთეთ და ამ შოპინგ ცენტრში აღმოჩნდებით. აქ ყველაფერია, შოპინგისთვის მაღაზიები, გართობისა და დასვენებისთვის კი – რესტორნები, საცხობები და გასართობი სივრცე.

PANORAMA – ვილნიუსის ამ შოპინგ ცენტრში დაგხვდებათ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, სათამაშოების, წიგნების უამრავი მაღაზია. მოლს აქვს თავისი კაფეებიც.

წინდები – ვილნიუსში ნახავთ სპეციალური დიზაინის წინდებს ქალაქის ცნობილი სიმბოლოებით. შეგიძლიათ მათით შემოსილმა აღმოაჩნოთ ქალაქი ან აჩუქოთ საყვარელ ადამიანებს.

Šakotis – ლიეტვური ნამცხვარი, რომელიც ყველა ტკბილეულის მოყვარულს მოეწონება. იდეალური ვარიანტია სასაჩუქრედ.

ქარვა – ქარვას ლიეტვურ ოქროდაც მოიხსენიებენ ხოლმე. ვილნიუსში ნახავთ ქარვის ულამაზეს აქსესუარებს. აუცილებლად გირჩევდით მათ შეძენას.

ლიეტვური თეთრეული – ლიეტუვაში არსებობს სპეციალური პირსახოცები, რომელთან ადრე რიტუალური დატვირთვა ჰქონდათ. თუ კულტურული საჩქრის წაღება გსურთ ახლობლებისთვის, თეთრეულის მაღაზიებში შეიარეთ.

Baltas Miškas –  ძველ ქალაქში სეირნობისას აუცილებლად ეწვიეთ ამ მაღაზიას. აქ ნახავთ ლიეტუველი დიზაინერების ორიგინალურ ტანსაცმელს, აქსესუარებს, კერამიკის ნივთებსა თუ დეკორაციებს.

LOCALS.LT – ლიეტუვური აქსესუარების შესაძენად კი მიბრძანდით ამ მაღაზიაში. იგი საშოპინგო ცენტრ G9-ში შეგიძლიათ ნახოთ.

Vilnos Namai – ამ მაღაზიაში ნახავთ ვილნიუსელი დიზაინერების სვიტრებსა და შარფებს, ასევე ხელთათმანებს, ქუდებსა და სხვა აქსესუარებს.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ვილნიუსში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ვილნიუსი ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო ვილნიუსში სამოგზაუროდ?

ტემპერატურის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვილნიუსს რადიკალური სეზონები აქვს – ზაფხულის 30 გრადუსი სიცხიდან, ზამთრის ყინვებამდე. თუმცა, ქალაქი თითოეულ სეზონზე ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ. ზაფხული და გაზაფხული მაინც საუკეთესო დროა ვილნიუსში სამოგზაუროდ. გაზაფხულზე ვილნიუსის ბუნება ულამაზესად ყვავის, საკურას ყვავილობასაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. ზაფხულში კი აქ მუსიკის ფესტივალები, კარნავალები და სხვა ღონისძიებები იმართება. თანაც, ზაფხულში შეგიძლიათ ვილნიუსის ულამაზეს ტბებზე მოიწყოთ გასეირნება. არც ზამთრის ყინვებმა შეგაშინოთ – “შობა ვილნიუსში” ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი საშობაო ზეიმია, რომელიც 4-5 კვირას მაინც გრძელდება. მთელი ქუჩები საზეიმოდაა მორთული, იმართება სხვადასხვა ღონისძიებები და ბაზრობები, ქალაქი ჯადოსნურ სამყაროს ემსგავსება.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ ვილნიუსში?

ვილნიუსი მყუდრო და კომპაქტური ქალაქია. აქ ღირსშესანიშნაობათა მთელი რიგი ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს. ქალაქში გადაადგილების პრობლემა ნამდვილად არ შეგექმნებათ. დაბლა შემოგთავაზებთ საჭირო ინფორმაციას მოძრაობისათვის.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადასაადგილებლად აუცილებლად გადმოიწერეთ Trafi -ს აპლიკაცია თქვენს ტელეფონში. აქ ნახავთ სასურველი მარშრუტების შესახებ ინფორმაციას, აპლიკაცია თავად შეგირჩევთ უმოკლეს მარშრუტს დანიშნულების წერტილამდე. ვილნიუსის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოიცავს ტრამვაის, ავტობუსსა და მეტროს. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ ან ადგილზევე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთები მოგცემთ წვდომას ყველა ტიპის ტრანსპორტში სამგზავროდ. ონლაინ ყიდვის შემთხვევაში ფასები შემდეგნაირია:

  • 30 წუთი  €0,65
  • 60 წუთი €0,90
  • 1 -დღიანი აბონიმენტი  €5
  • 3 -დღიანი აბონიმენტი €8
  • ავტობუსში შეგიძლიათ ადგილზევე შეიძინოთ ბილეთი, ამ შემთხვევაში გადაიხდით €0,90 -ს.

შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსის მომსახურებით. გირჩევდით გამოიყენოთ ოფიციალური ტაქსის სერვისები. ტაქსის ფასები საკმაოდ იაფია ვილნიუსში, იგი კილომეტრების მიხედვით ანგარიშდება და თითოეულ კილომეტრზე 1-2 ევროს შეადგენს. ტაქსის ოფიციალური სერვისები ვილნიუსში შემდეგია:

  • eTaksi
  • Bolt
  • Taxi.lt
  • eTransport

ვილნიუსი ნამდვილად ის ქალაქია, რომელიც ფეხით უნდა მოინახულოთ. მისი ფერადი ვიწრო ქუჩები აუცილებლად იმსახურებს ახლოდან დათვალიერებას. თანაც, ქალაქის ღირსშესანიშნაობები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. ფეხით მოძრაობა ამ ქალაქში ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, პირიქით, ვილნიუსში სეირნობა ერთი დიდი სიამოვნებაა.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები ვილნიუსში?

ვილნიუსის ულამაზესი ბუნება და მისი პარკები კარგად განტვირთვისა და დასვენების საშუალებას მოგცემთ. ერთად გადავავლოთ თვალი ვილნიუსის ცნობილ პარკებსა და ბაღებს.

 

ბოტანიკური ბაღები (Botanical Gardens) – ვილნიუსს 2 ცნობილი ბოტანიკური ბაღი აქვს. მე-18 საუკუნიდან ბოტანიკურმა ბაღებმა ლოკაცია რამდენჯერმე შეიცვალა. ორივე მათგანში უნიკალური მცენარეები იზრდება და მშვიდი, მყუდრო ატმოსფერო სუფევს.

ვინგის არკი (Vingis Park) –  ეს პარკი ტურისტებს იზიდავს თავისი უზარმაზარი მდელოთი, სადაც ხშირად სცენა ეწყობა და ღონისძიებები თუ კარნავალები იმართება.

საკურას პარკი (Chiune Sugihara Sakura Park) – საკურას ყვავილობასა თუ ფოთოლცვენას ვილნიუსიდანაც შეგიძლიათ ადევნოთ თვალი. პარკი დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული და ცნობილი საკურას ხით იწონებს თავს.

პავილნიაის რეგიონალური პარკი (Pavilniai Regional Park) – პარკი ფაქტობრივად მთლიანად ბუნებაში მდებარეობს და ქალაქის ულამაზეს ხედებს გთავაზობთ. აუცილებლად მოინახულეთ აქაურობა – ვილნიუსის გეოლოგიური მონუმენტი.

ევროპის პარკი (Europa Park) – პარკი თუ ღირსშესანიშნაობა? აქ თანამედროვე ხელოვანების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი. პარკში ბევრ საინტერესო ინსტალაციას ნახავთ.

კალნუს პარკი (Kalnų Park) – ამ პარკს დიდი ისტორია აქვს. იგი გარშემორტყმულია მთიანი რელიეფით. მის ცენტრში მოწყობილ სცენაზე კი კონცერტები და ფესტივალები ხშირად იმართება.

გადაწყვიტე ვილნიუსში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები ვილნიუსში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები ვილნიუსზე

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ ქალაქში დასარჩენად, რათა მოასწროთ მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ვილნიუსში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. ასევე, ქალაქში ცვალებადი ამინდებია, ამიტომ ნებისმიერ სეზონზე მოსაცმელი იქონიეთ თან.

ვილნიუსი ცნობილია თავისი კულტურული, ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობით. იგი მთელი აღმოსავლეთ ევროპის დაწინაურებული ქალაქია. აქ ნახავთ შუასაუკუნეების ევროპის ისტორიის ფასდაუდებელ ძეგლებს.

ვილნიუსში საკმაოდ ბიუჯეტურად შეძლებთ მოგზაურობას – აქ იაფად ნახავთ დასარჩენ ადგილებსა თუ კვების ობიექტებს.

ვილნიუსში საკმაოდ უსაფრთხოდ შეძლებთ მოგზაურობას. მაგრამ მოერიდეთ ბევრი ალკოჰოლის დალევას, განსაკუთრებით ღამით. ვილნიუსში კულტურულ შეურაცხყოფად ითვლება ზედმეტად ნასვამი სიარული.

ნებისმიერი სეზონი დაუვიწყარია ვილნიუსში სამოგზაუროდ. ზაფხულში ამინდები განსაკუთრებით შეგიწყობთ ხელს ქალაქის დათვალიერებაში, თუმცა სხვა სეზონებზეც აუცილებლად შეძლებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობების გულისყურით მონახულებას.

VNO – ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან მხოლოდ 5 კილომეტრში მდებარეობს.

ვილნიუსში გაფრენას საქართველოს სამი აეროპორტიდან: თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან შეძლებთ. ქუთაისიდან ნახავთ პირდაპირ ფრენებს, ბათუმიდან და თბილისიდან კი გადაჯდომით მოგიწევთ მგზავრობა.

თბილისიდან ვილნიუსში გადაჯდომით ავიარეისებს ახორციელებენ  Lot, Turkish Airlines, AirBaltic, KLM და სხვა. ქუთაისიდან შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის პირდაპირ ავიარეისებს. ბათუმიდან Turkish Airlines ასრულებს ფრენებს ვილნიუსის მიმართულებით გადაჯდომით.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ვილნიუსში მოგზაურობის წინ

იაფი ავიაბილეთები ვილნიუსში ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი ევროპის გეოგრაფიული ცენტრია. გარდა…

იაფი ფრენები ვილნიუსის მიმართულებით ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი ევროპის გეოგრაფიული ცენტრია.…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს