29.8 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 12, 2025

ლისაბონი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. მისი ფერადი ქუჩები, გამორჩეული არქიტექტურა და კულტურული ღირსშესანიშნაობები ყველა მნახველის გულს მოიგებს. ლისაბონის სანაპიროები კი ყოველდღიურობისაგან გაქცევის კარგი საშუალებაა. ქალაქი ყველა მხრივ შეძლებს თქვენ გაკვირვებას. აქაურობა ჯადოსნურ ადგილს გავს. ქალაქის ფერადი ტრამვაიები, ულამაზესი პარკები და ბუნება, მზიანი ამინდები საუცხოო მოგზაურობას გპირდებათ. ამ ბლოგში მოგიყვებით ლისაბონის ღირსშესანიშნაობების, მისი დასარჩენი ადგილების, დასასვენებელი სივრცეების, კვების ობიექტებისა და ტრანსპორტის შესახებ. ერთად ვიმოგზაუროთ პორტუგალიის დაუვიწყარ დედაქალაქში.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

პორტუგალიური

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

1.74€

დროის ზონა

GMT

ვალუტა

ევრო

კვება

ერთი სადილის ღირებულება

8-12 €

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ლისაბონი

სად დავრჩეთ ლისაბონში?

ლისაბონის ფერად ქუჩებში თქვენზე მაქსიმალურად მორგებული დასარჩენი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდებათ. იდეალური მოგზაურობის დასაწყებად მთავარი წინაპირობა თქვენზე მაქსიმალურად მორგებული დასარჩენი ადგილის მოძებნაა. ხოდა, ჩვენც სწორედ ამით დავიწყოთ ლისაბონის გაცნობის პროცესი – დაბლა რამდენიმე დასარჩენ უბანს შემოგთავაზებთ.

ალფამა (Alfama) – პირველად თუ უნდა ესტუმროთ ლისაბონს, ალბათ ალფამა საუკეთესო უბანია დასარჩენად. პირველ რიგში, აქ ზუსტად ისეთი ლისაბონი დაგხვდებათ, როგორიც ფოტოებიდან წარმოგიდგენიათ – ფერადი სახლების გარემოცვასა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების ეპიცენტრში ამოყოფთ თავს. ამ უბანში მდებარეობს ლისაბონის კათედრალი და პანთენონი.

ბაიხა (Baixa) – ეს უბანი განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებში. აქ დაგხვდებათ ლისაბონის ცნობილი ქუჩები. უბანს თავისი მეტრო-სადგური აქვს, რომელიც ქალაქის ნებისმიერ წერტილამდე მარტივად და სწრაფად გამოგზაურებთ. ბაიხას უბანში ნახავთ ლისაბონის ცნობილ საშოპინგო სივრცეებსაც.

პრინციპი რეალი (Principe Real) – ამ უბანში დაგხვდებათ მშვიდი გარემო, აქ ნახავთ ლისაბონის ცნობილ პარკებს, მათ შორის ბოტანიკურ ბაღს. პრინციპი რეალში შეძლებთ ნახოთ ბევრნაირი ტიპის დასარჩენი ადგილი, იქნება ეს მდიდრული საცხვრებლები თუ ბიუჯეტური სასტუმროები.

ბაირო ალტო (Bairro Alto) – დროის ნებისმიერ მონაკვეთში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი მოგზაურობის აქ გასატარებლად. უბანი დღისით ლამაზ კაფე-რესტორნებს შემოგთავაზებთ, მზის ჩასვლის შემდეგ კი აქ ღამის ცხოვრება იწყება – აქაური ბარები და კლუბები ყველა გემოვნების ადამიანისთვის გართობის კარგ პირობებს შემოგთავაზებთ.

ჩიადოს უბანი (Chiado) – მდებარეობს ბაიხას უბნის მხარეს. ეს ორი ხშირად ერთ უბნადაც მოიხსენიება, თუმცა სინამდვილეში ორივეს თავისი უნიკალური ატმოსფერო აქვს. ჩიადოს უბანში დაგხვდებათ ბევრი საშოპინგო სივრცე, პორტუგალიური კაფე-რესტორნები, სადაც შეძლებთ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას და კულტურული ღირსშესანიშნაობები.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ლისაბონში?

ლისაბონის ფერადი ქუჩები ბევრ ლამაზ ღირსშესანიშნაობას, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს იტევს. დაბლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ სანახავ ადგილს ლისაბონში სამოგზაუროდ.

თუ ისტორიის მოყვარული ხართ, ლისაბონში მოგზაურობა თქვენთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება. ბელენის ციხე (Belem Tower) რენესანსის ეპოქას თვალწინ გაგიცოცხლებთ. იგი აგებულია დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისას ინდოეთის აღმოჩენის პატივსაცემად. გარდა ამ სიმბოლური მნიშვნელობისა, ციხესიმაგრე დიდებული და გრანდიოზულია. იგი აუცილებლად დაიდებს თქვენს გულში საპატიო ადგილს.

მავრების ციხე-სიმაგრე (castelo dos mouros sintra) – ამ ძველი ციხეკოშკიდან ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ თვალწინ. ციხე-სიმაგრის გარშემო სეირნობისას აღმოაჩენთ ანტიკურ სანახაობებს, ძველი თუ ახალი ქვის ხანის პერიოდებიდან.

წმინდა გიორგის ციხე-კოშკის ეკლესია (Tower of Saint George’s Castle Church) – ლისაბონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი და კულტურული ძეგლია. ეკლესიის კოშკზე ასვლა და მე-18 საუკუნის გრანდიოზული ზარის ხმებით ტკბობა ახლა უკვე შესაძლებელია. მთლიანად ნაგებობა თითქმის ათასწლეულს ითვლის. აქედან ქალაქის ლამაზი ხედები გადაგეშლებათ.

ეროვნული სასახლე (National Palace) – ვერსალის სასახლით ინსპირირებული ნაგებობაა. იგი პორტუგალიელი მეფეების საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებოდა. ეს ულამაზესი ნაგებობა, თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურითა და ბაღებით, ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

სინტრას ეროვნული სასახლე (National Palace of Sintra) – ესტუმრეთ დიდებულ სინტრას სასახლეს და წარმოიდგინეთ როგორ ცხოვრობდნენ პორტუგალიელი მონარქები შუასაუკუნეებში. სასახლეს ულამაზესი მოჩიქული მინების, ისლამური არქიტექტურის სიმბოლოების, კოლექცია აქვს. იგი UNESCO-ს ძეგლთა სიაშია შეტანილი.

ლისაბონი მონასტრების სიმრავლით აწონებს თავს მნახველებს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟერონიმუშის მონასტერია (Jeronimus Monastry). იგი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. მონასტერი აგებულია ორდენის მიერ და მას სიმბოლური ფუნქცია ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში. დღეს იგი ტურისტებისთვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

პორტუგალიის ეროვნული პანთეონი (National Pantheon of Portugal) – თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში შენდება. ნაგებობის გრანდიოზულობიდან გამომდინარე, ეს გასაკვირი არცაა. მისი ტერასიდან ლისაბონის ლამაზ ხედებს დაინახავთ.

პორტუგალიის საცხენოსნო ხელოვნების სკოლა (Portuguese School of Equestrian Art) – მე-18 საუკუნიდან ფუნქციონირებს და ულამაზეს სანახაობებს სთავაზობს ტურისტებსა თუ ადგილობრივებს. თუ ექსკლუზიური გამოცდილების მიღება გსურთ, საცხენოსნო ხელოვნების სკოლაში ტური საუკეთესო არჩევანი იქნება.

პენას ეროვნული სასახლე (National Palace of Pena and Park) – პენას სასახლე მონასტრის ადგილასაა აგებული. პენას სასახლე მეფეების პირად რეზიდენციას წარმოადგენდა. დღეს პენას თავისი პარკიც აქვს, სადაც დროის გატარებას იდეალურად შეძლებთ.

ბიესტერის სასახლე (Biester Palace and Park) – მე-19 საუკუნეში აგებული ცნობილი კულტურული ძეგლი. სასახლის ოთახებში სტუმრობა გასულ დეკადებში გამოგზაურებთ. თანაც, მას აქვს ულამაზესი პარკი, სადაც დასვენებას და ბილიკებზე გასეირნებას შეძლებთ.

 

ფრენები ლისაბონში

სად ვჭამოთ ლისაბონში?

ლისაბონი მნახველებს კულინარიითაც მოაწონებს თავს. პორტუგალიური სამზარეულო ყველა გემოვნების ადამიანს მოერგება. აქ უგემრიელეს ზღვის პროდუქტებს დააგემოვნებთ. აღარაფერს ვამბობთ პორტუგალიურ ტკბილეულზე.

SÁLA de João Sá – ეს რესტორანი მიშელინის ვარსკვლავის მფლობელია. შესაბამისად, აქ ყველა დეტალი გათვალისწინებულია კერძების მომზადებისას. აქ სტუმრობა არა მხოლოდ სადილობა, არამედ ერთი დიდი კულინარიული თავგადასავალი იქნება.

Prado – ასევე მიშელინის დონის რესტორანი. აქ კერძები ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქტებით მზადდება. აქაური ატმოსფერო კი ძალიან სასიამოვნოა.

Oven – ამ რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ კერძები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, აქ აზიურ მენიუსაც შემოგთავაზებენ. გირჩევთ, წინასწარ გააფრთხილოთ მომსახურე პერსონალი იმის შესახებ, თუ რა დონის სიცხარის კერძის მირთმევა გსურთ.

თევზეულის მოყვარულებს ეცოდინებათ, რომ ლისაბონში ერთ-ერთი პოპულარული კერძი სარდინებია. შემოგთავაზებთ რამდენიმე ადგილს, სადაც ყველაზე გემრიელ სარდინებს შეჭამთ.

Tasca do Jaime – ამ ტავერნაზე ტრადიციულად მომზადებულ სარდინებს მიირთმევთ.

Páteo 13 – ეს ადგილი ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ზღვის კერძებისთვის.

Taberna do Mar – ამ ტავერნაში მარტივად, ტრადიციულად მომზადებულ თევზეულს, მათ შორის სახელგანთქმულ სარდინებს გასინჯავთ.

Pensão Amor – ეს ბარი ძალიან ტურისტულ ადილას, ლისაბონის ვარდისფერი ქუჩის ჩაყოლებაზე მდებარეობს. თუ მთელი ღამით გსურთ გართობა, აუცილებლად ეწვიეთ აქაურობას.

BacoAlto – თუ უფრო მეტად ადგილობრივი გამოცდილების მიღება და მშვიდად განტვირთვა გსურთ, აქაურობას უნდა ესტუმროთ. ამ ბარში შეძლებთ ადგილობრივი ღვინოების დაგემოვნებას.

Zé dos Bois gallery – ამ ბარშიც ძალიან სასიამოვნოდ შეძლებთ დროის გატარებას, თანაც მუსიკის თანხლებით. თუ კარგად დასვენება და გართობა გსურთ, ეწვიეთ აქაურობას.

 

 

ახლოდან დანახული ლისაბონი

სად ვიშოპინგოთ ლისაბონში?

ლისაბონში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებსა და ბაზრებს.

 

Colombo Center – ეს შოპინგ-ცენტრი მთელი იბერიის ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდია. აქ 300-ზე მეტი მაღაზია, 60-ზე მეტი რესტორანი და 9 კინოთეატრი დაგხვდებათ. თავისუფლად შეგიძლიათ 1 დღე ამ მოლში ვიზიტს დაუთმოთ.

Amoreiras Shopping Center – ეს შოპინგ-ცენტრი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ უამრავი მაღაზია დაგხვდებათ და თავისუფლად შეძლებთ ტანსაცმლის, აქსესუარებისა თუ სუვენირების შეძენას.

Armazéns do Chiado – ეს მოლი ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს, იგი ახლოსაა სან ჟორჟის სასახლესთან, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობასთან. აქ უამრავი მაღაზია და კაფე დაგხვდებათ.

Avenida da Liberdade – ყველაზე ცნობილი ქუჩაა ლისაბონში შოპინგისათვის. ამ ქუჩაზე ნახავთ ადგილობრივ მაღაზიებსა და მსოფლიოს ცნობილ ბრენდებს. თუ ექსკლუზიური ნივთების შეძენა და ბრენდული ტანსაცმლისა თუ აქსესუარების არჩევა გსურთ, ამ ქუჩას უნდა ესტუმროთ.

ლისაბონი მისი ცნობილი წიგნის მაღაზიების დათვალიერების გარეშე არ უნდა დატოვოთ.

Livraria Bertrand – მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ეს ერთ-ერთი ცნობილი წიგნების მაღაზიაა ლისაბონში. აქ მსოფლიო შედევრებს ნახავთ, მათ შორის ინგლისურ ენაზე.

Palavra de Viajante – ამ მაღაზიის მომსახურე პერსონალი თავად დაგეხმარებათ წიგნების არჩევაში. აქ ნახავთ მსოფლიო ლიტერატურას, დედამიწის სხვადასხვა კუთხის ავტორებს.

Sá da Costa – ამ მაღაზიაში კი ულამაზესი გაფორმების წიგნებს ნახავთ. შეგიძლიათ თქვენს საყვარელ ადამიანებს ჩამოუტანოთ განსაკუთრებული გამოცემები.

ლისაბონში შეგიძლიათ კონსერვირებული სარდინები შეიძინოთ. ყველაზე ცნობილ მაღაზიას შემოგთავაზებთ ამისთვის.

Conserveira de Lisboa – ეს მაღაზია მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიხსნა და თევზეულის მხრივ ყველაზე პოპულარულია ლისაბონში. აქ შეიძენთ არაალერგიულ პროდუქციას. მაღაზია მთელი ლისაბონის მასშტაბითაა სახელგანთქმული.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ლისაბონში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ლისაბონი ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო ლისაბონში სამოგზაუროდ?

ლისაბონში მოგზაურობისათვის გირჩევდით გაზაფხულს ან შემოდგომას. წელიწადის ამ სეზონებზე ამინდი ძალიან თბილია, თავისუფლად შეძლებთ მისი სანაპიროებით ტკბობას და, რაც ყველაზე მთავარია, ტურისტების ნაკლები ნაკადია. ეს საშუალებას მოგცემთ გაცილებით იაფად ნახოთ დასარჩენი ადგილები და მარტივად დაათვალიეროთ ღირსშესანიშნაობები. გაზაფხულზე ლისაბონის ცნობილი ფესტივალებიც იმართება, მაგალითად მარათონი ან თევზის ფესტივალი. ქალაქის ცნობილი დღესასწაული პორტუგალიის ეროვნული დღეა, 10 ივნისი, როცა მთელი ქალაქი საზეიმო განწყობითაა მოცული. შემოდგომისას მუსიკის მოყვარულები ისიამოვნებთ განსაკუთრებით. სექტემბერ-ოქტომბერში ლისაბონში მუსიკის ფესტივალები ეწყობა, მათ შორის ჯაზ ფესტივალი.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ ლისაბონში?

ლისაბონში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული საშუალება ტრამვაი.

დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც შეგხვედრიათ სოციალურ ქსელში ლისაბონის ცნობილ ქუჩებზე ტრამვაის ფოტოები. ტრამვაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია ლისაბონში. ქალაქს ტრამვაის 5 გზა და 58 ტრამვაი ჰყავს. ფასი 3.10 ევროა ერთი მგზავრობისას. ყველაზე ცნობილი ტრამვაია Nº 28, რომელიც მთელ ქალაქს, მის წვრილ ქუჩებსა და ღირსშესანიშნაობებს მოგატარებთ.

ლისაბონის ლიფტები და ფუნიკულიორი ქალაქის ცნობილ ღირსშესანიშნაობებამდე მიგიყვანთ. ქალაქს 3 ფუნიკულიორი აქვს, რომელიც 3.10 ევრო ღირს. ქალაქის დათვალიერების ყველაზე ორიგინალური გზა სწორედ ესაა.

ავტობუსი ნაკლებად პოპულარულია ლისაბონში, თუმცა აეროპორტამდე მისასვლელად ან აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე წასასვლელად, კარგი არჩევანია. ლისაბონს 758 ავტობუსი და 88 ბას-ლაინი აქვს. აქედან 11 ავტობუსი ღამისაა, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნებისმიერ დროს მოგემსახურებათ.

  • ავტობუსი 91 ყველაზე სწრაფი საშუალებაა ქალაქის ცენტრიდან აეროპორტამდე მისასვლელად.
  • ავტობუსები nº 5, 22, 44, 45, და 83: ქალაქს აკავშირებს აეროპორტთან. მათ სხვადასხვა მარშრუტი აქვთ და თქვენზე მაქსიმალურად მორგებულს მარტივად ამოირჩევთ.

ლისაბონის ულამაზესი ქუჩები ნამდვილად იმსახურებს ფეხით დათვალიერებას. ლისაბონში ამისთვის ყველა წინაპირობა დაგხვდებათ. ქალაქში მშვიდი და უსაფრთხო ატმოსფეროა, თანაც უამრავი სასეირნო ბილიკია. ღირსშესანიშნაობებს შორის გადაადგილებასაც მარტივად შეძლებთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო სანაპიროები ლისაბონში?

ლისაბონის სანაპიროები მსოფლიოში პოპულარულია. ვისაც მზე და სანაპირო ზოლზე დასვენება სურს, აქაურობა ნამდვილი სამოთხეა. დაბლა რამდენიმე ცნობილ სანაპიროს შემოგთავაზებთ ლისაბონში.

კასკარის სანაპირო (Praia da Ribeira de Cascais) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპირო ლისაბონში. აქ შეგიძლიათ იცურაოთ, იპიკნიკოთ ან სანაპირო რესტორნებსა და ტავერნებს ეწვიოთ.

ესტორილის სანაპირო (Praia do Estoril) – ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს მდებარეობს, დაახლოებით 10 წუთის სავალზე. ესტორილის სანაპირო ზოლი პატარა და მყუდროა. აქ კარგად შეძლებთ განტვირთვას.

კაპარიკას სანაპირო (Costa da Caparica) – სანაპირო ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. გარდა დასვენებისა, აქ შეგიძლიათ ადგილობრივ ბარებსა და კაფეებსაც ეწვიოთ და კარგად გაერთოთ.

მეკოს სანაპირო (Praia do Meco, Sesimbra) – უდიდესი სანაპირო ზოლი. აქ უამრავი ტურისტი იყრის თავს სეზონურად. სანაპიროს თავისი კვების ობიექტებიც აქვს.

გუინჩოს სანაპირო (Praia do Guincho) – ეს სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, რადგან ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს, თანაც აქვე ულამაზესი ბაღები და პარკია.

გიუგერიას სანაპირო (Praia da Figueirinha) – ეს სანაპირო ქალაქიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად მიხვალთ აქ. თანაც, სანაპირო ზოლი და წყალი ძალიან თბილია. აქაურობა დიდი პოპულარობით სარგებლობს პორტუგალიაში.

რომელია საუკეთესო პარკები ლისაბონში?

ლისაბონში ულამაზესი პარკები დაგხვდებათ, სადაც განტვირთვას მშვიდ და კომფორტულ გარემოში შეძლებთ. რამდენიმე პოპულარულ პარკს ჩვენც შემოგთავაზებთ.

 

პენას პარკი (Pena Park) – პენას პარკი სასახლის გვერდით მდებარეობს. პენას დიდებული სასახლის დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ მას ეწვიოთ და კარგად დაისვენოთ და გაერთოთ.

გულბენკიანის ბაღი (Jardím Gulbenkian) – ეს პარკი ქალაქის ხმაურისაგან გასაქცევი კარგი საშუალებაა. აქ შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ მწვანე ატმოსფეროში. თანაც, აქაურობა ორ მუზეუმს შორის მდებარეობს.

ვარსკვლავური ბაღი (Jardím da Estrela) – ამ ბაღში სრული სიმშვიდე და სიმწვანე დაგხვდებათ. აქ ხშირად კინო საღამოებიც იმართება ხოლმე.

ბიესტერის პარკი (Biester Park) – ეს პარკი ბიესტერის სასახლის გვერდით მდებარეობს. ღირსშესანიშნაობის მონახულების შემდეგ აუცილებლად გაისეირნეთ აქ მოწყობილ ბილიკებზე.

სანტა კატრინას ბაღი (Miradouro de Santa Catarina) – ეს პოპულარული ადგილია ქალაქის ხედებით ტკბობისათვის. აქ მთელ ლისაბონს მაღლიდან გადმოხედავთ.

მონსანტოს ტყის პარკი (Parque Florestal de Monsanto) – ამ პარკში შეძლებთ ლისაბონის ტყეების აღმოჩენას, ჰაიკინგს, სხვადასხვა აქტივობის გამოცდას.

გადაწყვიტე ლისაბონში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები ლისაბონში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები ლისაბონზე

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ ქალაქში ყოფნისათვის, რათა მაქსიმალურად ბევრი ღირსშესანიშნაობის ნახვა მოასწროთ.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ლისაბონში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. ლისაბონში ბევრი სანაპირო ზოლი დაგხვდებათ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმების წაღებაც.

ლისაბონი თავისი ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობის გარდა ცნობილია თავისი ფერადი ქუჩებით. აქ მოგზაურობა ბევრი ლამაზი ფილმის კადრებს გაგახსენებთ.

ლისაბონში მოგზაურობა არც ისე ძვირი დაგიჯდებათ. მთავარია წინასწარ შეიძინოთ ავიაბილეთები და ბიუჯეტურად დაჯავშნოთ დასარჩენი ადგილები.

ლისაბონი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება მოგზაურებისათვის. ამიტომ, შეგიძლიათ მშვიდად იმოგზაუროთ.

გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესო დროა ლისაბონში მოგზაურობისთვის. ამ პერიოდში ქალაქი ნაკლებად გადატვირთულია და უფრო იაფად შეძლებთ მოგზაურობას.

LIS – ლისაბონის უმბერტუ დეგლადუს აეროპორტი ქალაქიდან სულ რაღაც 5 კილომეტრში მდებარეობს.

ლისაბონში გაფრენას შეძლებთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან. ავიარეისებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით.

თბილისიდან ლისაბონში ავიარეისებს ახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Aegean Airlines, Lufthansa, Lot. ქუთაისიდან ლისაბონის მიმართულებით ერთი ან რამდენიმე გადაჯდომით დაფრინავს Wizz Air. ბათუმიდან ფრენებს შემოგთავაზებთ თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ის შესრულებით.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ლისაბონში მოგზაურობის წინ

იაფი ავიაბილეთები ლისაბონში პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი რეკორდული სისწრაფით შეძლებს ნებისმიერი…

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ლისაბონში ალბათ ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ლისაბონის ტრამვაის…

იაფი ავიაბილეთები ბათუმიდან ლისაბონში ლისაბონი პორტუგალიის ყველაზე ცნობილი ქალაქია. იგი…

იაფი ფრენები ლისაბონის მიმართულებით პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი მარტივად შესაყვარებელი ქალაქია.…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს