უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ახალ ბაზას ერევანში ხსნის, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ქართველი მოგზაურებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ერევნიდან ხშირად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი ფასებია სხვადასხვა მიმართულებით ავიაბილეთებზე და ასევე, შესაძლოა ისეთი მიმართულებით სრულდებოდეს პირდაპირი ავიარეისები, რა მიმართულებაზეც საქართველოდან არ სრულდება – რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ქართველებისთვის, ვინც მარტივ და ბიუჯეტურ მოგზაურობას ეძებს.

როგორც იცით, Wizz Air ერევნიდან ფრენებს აქამდეც ასრულებდა, თუმცა, ახალი ბაზის ფარგლებში, ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 6 ქვეყანის 8 ქალაქში დაამატებს: ჰამბურგი, მემინგენი, ნეაპოლი, ბარი, ბუქარესტი, პაფოსი, ნიცა და პრაღა. ავიაბილეთების ფასები 29.99 ევროდან დაიწყება, რაც ევროპული მიმართულებებით მოგზაურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი შეთავაზებაა.

Wizz Air ფრენები ერევნიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Bari5 December 202612 December 2026Wizz Airავიაბილეთები 76 -დან
Brussels1 February 20271 March 2027Wizz Airავიაბილეთები 159 -დან
Bratislava16 February 202720 February 2027Wizz Airავიაბილეთები 111 -დან
Budapest15 November 202622 November 2026Wizz Airავიაბილეთები 124 -დან
Bucharest31 October 20267 November 2026Wizz Airავიაბილეთები 155 -დან
Dortmund30 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 156 -დან
Eindhoven18 December 202630 December 2026Wizz Airავიაბილეთები 253 -დან
Memmingen20 October 202626 November 2026Wizz Airავიაბილეთები 231 -დან
Hamburg25 December 20268 January 2027Wizz Airავიაბილეთები 264 -დან
Larnaca12 November 202619 November 2026Wizz Airავიაბილეთები 70 -დან

ამასთან, ავიაკომპანია ვიზეარი ერევნიდან პირდაპირ ავიამიმოსვლას ასრულებს შემდეგ მიმართულებებზეც: ვენეცია, ვენა, მილანი, რომი, ბუდაპეშტი, ლარნაკა, ნიცა, აბუ-დაბი, დორტმუნდი და სხვ.

Wizz Air-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მოგზაურობა ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ რეგიონში პირველი ბაზა საქართველოში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბერში გახსნა, ხოლო ოპერირება საქართველოდან 2012 წელს დაიწყო.

ქართველი მოგზაურებისთვის ეს სიახლე ახალ შესაძლებლობებს ქმნის – ერევნიდან ბიუჯეტური ფასით ესტუმრონ ევროპის სხვადასხვა ქალაქს!

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air 15%-მდე ფასდაკლებას აცხადებს გერმანიის რეისებზე
შემდეგი სტატია2025 წლის აპრილში ქუთაისის აეროპორტმა ახალი რეკორდი მოხსნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted