სინგაპურის ჩანგის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წელს მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტის წოდება მოიპოვა. შეფასება Skytrax-ის მიერ ჩატარებული ყოველწლიური World Airport Survey-ის ფარგლებში მოხდა, რომელიც მოგზაურების გამოცდილებასა და სხვადასხვა ხარისხობრივ მაჩვენებლებს ეფუძნება.
კვლევის ფარგლებში გათვალისწინებული იყო:
- რიგების მოლოდინის დრო,
- ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა ქალაქთან,
- მოსაცდელ სივრცეებში არსებული საკვების მრავალფეროვნება,
- მომხმარებელთა საერთო კმაყოფილება.
მონაწილეებმა ასევე შეაფასეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა აეროპორტის ვებსაიტების ინტერფეისის სიმარტივე და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მგზავრობის დაგეგმვისა და ოპერაციული პროცესების ეფექტურობაზე. ასევე, პერსონალის კეთილგანწყობა, გასართობი სერვისები და ბარგის მიწოდების სისწრაფე.
თბილისი სინგაპური
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
8 ივლისი 2025 | 18 ივლისი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 1 869 -დან |
2 სექტემბერი 2025 | 16 სექტემბერი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 2 020 -დან |
30 სექტემბერი 2025 | 15 ოქტომბერი 2025 | 1 Გაჩერება | ![]() | ავიაბილეთები 2 290 -დან |
ჩანგის აეროპორტი განსაკუთრებით აღინიშნა საკვების ხარისხითა და არჩევანით, რაც მას ამ სფეროში ლიდერ პოზიციაზე აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია, ის გამორჩეულია მგზავრებზე ორიენტირებული მომსახურებითა და ინფრასტრუქტურის მაღალი დონით.
რეიტინგში მეორე ადგილი დოჰას ჰამადის საერთაშორისო აეროპორტმა დაიკავა, რომელიც გასულ წელს პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა. ის მოგზაურებს არქიტექტურული სიდიადითა და პრემიუმ დონის ტერმინალით აოცებს. მესამე ადგილს იკავებს ტოკიოს ჰანედას აეროპორტი, ხოლო პირველ ხუთეულს ასრულებენ სეულის ინჩონისა და ტოკიოს ნარიტას აეროპორტები.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის რეიტინგში ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის აეროპორტებმა ვერ მოახერხეს TOP-5-ში მოხვედრა.
2025 წლის მსოფლიოს 10 საუკეთესო აეროპორტი:
- ჩანგი (სინგაპური)
- ჰამადი (დოჰა, ყატარი)
- ჰანედა (ტოკიო, იაპონია)
- ინჩეონი (სეული, სამხრეთ კორეა)
- ნარიტა (ტოკიო, იაპონია)
- ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი
- შარლ დე გოლი (პარიზი, საფრანგეთი)
- ფიუმიჩინო (რომი, იტალია)
- მიუნხენის აეროპორტი (გერმანია)
- ციურიხის აეროპორტი (შვეიცარია)
Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907