საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს მსოფლიოს სხვა ეროვნულ პასპორტებთან შედარებით. აქამდე საქართველოს მოქალაქეებს უკვე მსოფლიოს არაერთ წერტილში შეეძლოთ ჩაფრენა ვიზის გარეშე, ხოლო უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ ქართველ მოგზაურებს ევროპის მიმართულებებითაც გაუმარტივა ტურისტული მოგზაურობები. შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე უამრავმა ქართველმა იმოგზაურა უპრობლემოდ, თუმცა ქართული პასპორტის მოქმედების უპირატესობები საბედნიეროთ ამით არ სრულდება.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, 2019 წლის გაზაფხულის სეზონიდან საქართველოს პასპორტით კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება მარტივად მოგზაურობა შესაძლებელი. 2019 წლის 14 აპრილიდან თქვენ შეგეძლებათ ესტუმროთ ტაილანდს და გართულებული სავიზო რეჟიმის მაგივრად, პირდაპირ უცხო ქვეყნის საზღვარზე აიღოთ. ასეთი Visa on Arrival სავიზო რეჟიმი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება ქართველი ტურისტებისათვის და მსგავსი სტილით აღებული ვიზა ტაილანდის სამეფოში ჯამში 15 დღიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას მოგვცემს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უკვე 14 მარტიდან ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდათ ქვეყნებს შორის მიმოსვლა დიპლომატიური და ასევე სამსახურეობრივი პასპორტის ქონის შემთხვევაში. ასეთი იდეალური სიტუაციის შექმნისათვის საჭირო შეთანხმება ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შორის წარმატებულად გაფორმდა 2018 წელს, კონკრეტულად კი 26 სექტემბერს.

საბედნიეროდ ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება საბოლოო სასიხარულო ამბავი არ არის ამ სფეროში. როგორც ცნობილი გახდა, 2019 წლის 31 მარტს საქართველოს ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციაც ეწვევა სტუმრად. აღნიშნული ვიზიტი 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება საბოლოო ჯამში და დელეგაციას ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტური სასივატ ვონგსინსვატი ედგება სათავეში.

ტაილანდის სამეფოს მიერ გამოგზავნილი დიპლომატიური დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან აღნიშნული მხარის სოფლიოს მეორნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტაილანტის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი პირებიც. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოხდება შეხვედრა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ეგიდით.  

თბილისი ბანგკოკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ნოემბერი 202410 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 578 -დან
11 დეკემბერი 202417 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 610 -დან
16 იანვარი 202523 იანვარი 20251 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 587 -დან
5 თებერვალი 202513 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 515 -დან
17 მარტი 202525 მარტი 20251 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 666 -დან
26 აპრილი 202510 მაისი 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 024 -დან
5 მაისი 202515 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 958 -დან
1 ივნისი 202514 ივნისი 20251 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 2 381 -დან
17 ივლისი 202511 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 145 -დან
1 ოქტომბერი 20258 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაFlydubaiავიაბილეთები 4 960 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ბელგიის მიმართულებით
შემდეგი სტატიაფლაი დუბაი / flydubai
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments