იაფი ფრენები მალაგის მიმართულებით
16 მზიანი სანაპიროს გარდა მალაგაზე დიდი კულტურული და ისტორიული მრავალფეროვნება დაგხვდებათ. მალაგა ესპანეთის ქალაქია, იგი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და ნამდვილ ზღაპრულ სამყაროს გავს.
იცოდით, რომ პაბლო პიკასო მალაგადანაა? შესაბამისად, არც უნდა გაგვიკვირდეს ქალაქში ხელოვნების უდიდესი სიყვარული და მნიშვნელოვანი მუზეუმების სიმრავლე. მალაგას ფერადი ქუჩები, ზღვის სანაპიროები, ცოცხალი ატმოსფერო, სანაპირო ბარები – ყველაფერია, რაც იდეალური მოგზაურობის დასაგეგმად კმარა. იაფი ფრენები მალაგაში მათთვისაა, ვინც ნამდვილ დასვენებას და მზიან სანაპიროებს ნატრულობს და ყოველდღიურობისაგან განტვირთვა სურს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ მალაგას მიმართულებით ფრენების შესახებ ტექნიკურ დეტალებს, გაგაცნობთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებსა და ადგილობრივ კერძებს. ერთად ვიმოგზაუროთ ყველასთვის სანატრელ ესპანურ ქალაქში.

