ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს ცაზე 60 ავიაკომპანია იფრენს, რომლებიც მგზავრებს 110-ზე მეტ მიმართულებაზე მოემსახურებიან. ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია წარმოდგენილი.

მისი თქმით, ზაფხულის სეზონის პიკს საქართველოს აეროპორტები კვირაში დაახლოებით 735-740 რეგულარულ ავიარეისს უმასპინძლებენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6%-იანი ზრდაა.

ახლახანს, ავიაკომპანიების ჩამონათვალს შეემატა ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა: British Airlines , easyJet , Transavia France და Edelweiss Air და ქართველ მოგზაურებს მიეცათ საშუალება პირდაპირი რეისებით ეწვიონ ციურიცხს, ფორლის, ლონდონს, მილანს, ჟენევას და პარიზს.

პოპულარული მიმართულებები ქუთაისის , თბილისის და ბათუმის აეროპორტი -დან: ვენა, პრაღა, ბუდაპეშტი, ბერლინი, მილანი, პარიზი, ლონდონი, რიგა, ლარნაკა, ამსტერდამი, ბარსელონა, ანტალია, სტამბოლი, თელ-ავივი, აბუ-დაბი, დუბაი, ბაქო, ერევანი, მოსკოვი, ვარშავა და სხვ.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი20 მაისი 202623 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 461 -დან
ალმაატა21 მაისი 20264 ივნისი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 026 -დან
ამსტერდამი22 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 591 -დან
ანკარა23 აპრილი 202627 აპრილი 2026AJetავიაბილეთები 345 -დან
ათენი1 მაისი 20264 მაისი 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 449 -დან
აბუ დაბი7 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 113 -დან
ანტალია12 აპრილი 202618 აპრილი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 422 -დან
ბაქო20 დეკემბერი 202626 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 284 -დან
ბელგრადი11 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 896 -დან
ბერლინი6 მაისი 202613 მაისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 348 -დან

ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მიზნობრივი ბაზრების მარკეტინგულ მხარდაჭერას, რათა გაიზარდოს ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა და ფრენების პარალელურად, ქვეყანამ მეტი უცხოელი ვიზიტორი მიიზიდოს. საქართველოს ავიაბაზარი აგრძელებს დივერსიფიკაციას და მხოლოდ 2025 წლის აპრილში ქვეყანამ ოთხ მსხვილ ევროპულ ავიაკომპანიას უმასპინძლა. ზაფხულის სეზონზე კი კიდევ უფრო მეტი ახალი ავიამიმართულებაა მოსალოდნელი.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტში ოპერირება Edelweiss-მა და Transavia France-მა დაიწყო
შემდეგი სტატიაქუთაისი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments