9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 31, 2025

ქუთაისი ბაზელი ავიაბილეთები 273 ლარიდან

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან ბაზელში

ბაზელი შვეიცარიის ულამაზესი ქალაქია. თუ ჩრდილოეთ ევროპაში მოგზაურობას დიდი ხანია გეგმავთ და ამისთვის საუკეთესო ქალაქის არჩევის პროცესში ხართ, ქუთაისი ბაზელის ავიაბილეთები თქვენთვისაა.

ბაზელში დაგხვდებათ ჩრდილოური არქიტექტურა, ულამაზესი ტაძრები, კულტურული მუზეუმები და რაც ყველაზე მთავარია, საოცარი ბუნება. აუცილებლად დაათვალიერეთ ბაზელის ისტორიული მუზეუმი და საკათედრო ტაძარი. ტინგელის მუზეუმში ვიზიტის შემთხვევაში კი ულამაზეს სკულპტურებსაც მოინახულებთ.

შვეიცარია ის ქვეყანაა, სადაც ინდუსტრიალიზაცია იდეალურად ერწყმის ბუნებრივ სილამაზეს. ბაზელი ამ მოსაზრების კარგი დადასტურებაა. ქალაქი ყველანაირი ტიპის მოგზაურებს შეგაყვარებთ თავს. ამ ქალაქში შეძლებთ გქონდეთ ტურისტული თავგადასავლები, ან მშვიდ და კომფორტულ გარემოში დაისვენოთ. თქვენზე მორგებული დასარჩენი ადგილის, კაფე-ბარებისა და პარკების პოვნა აქ ნამდვილად აქ გაგიჭირდებათ. ამ ბლოგში ყურადღებას გავამახვილებთ ქუთაისიდან ბაზელის მიმართულებით ფრენებზე.

როგორ გავფრინდეთ ქუთაისიდან ბაზელში?

ქუთაისიდან ბაზელის მიმართულებით ფრენებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით. ყველაზე იაფად ქუთაისი ბაზელი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ 273 ლარიდან ზემოთ. დაბლა ნახავთ იაფი ავიაბილეთების ჩამონათვალს ბაზელის მიმართულებით.

ცალმხრივი
ორმხრივი
შეთავაზებები
გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
18 ნოემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 215 -დან
11 ნოემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 294 -დან
17 ნოემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 311 -დან
10 ნოემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 342 -დან
7 ნოემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 358 -დან
4 ნოემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 397 -დან
5 ნოემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 474 -დან
6 ნოემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 497 -დან
2 ნოემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 683 -დან
1 ნოემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 946 -დან

ინფორმაცია ქუთაისი ბაზელი ფრენების შესახებ

ქუთაისიდან ბაზელის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას. გადაჯდომის ხანგრძლივობა და ადგილი კი ავიაკომპანიაზეა დამოკიდებული.

ქუთაისი ბაზელი ფრენები შეგვიძლია შემოგთავაზოთ თურქულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Pegasus-თან. იგი იაფი ფრენების წარმოებაზეა ორიენტირებული. პეგასუსის ფრენები მოიცავს გადაჯდომას სტამბოლის საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში. საბოლოოდ კი ჩაფრინდებით ბაზელის მიუპუზ-ფრაინბურგის აეროპორტში. შეგიძლიათ ნახოთ ისეთი ავიარეისები, რომლებიც გადაჯდომის მინიმალურ დროს მოიაზრებს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ავიაკომპანია ყველაზე იაფ ფრენებში 3 კილო ხელბარგის ქონას მოიაზრებს მხოლოდ. თუმცა, სხვა პაკეტის შეძენის შემთხვევაში, ან თანხის დამატების სანაცვლოდ, შეგიძლიათ ჩასაბარებელი ბარგის ქონის უფლებაც შეიძინოთ.

მიმართულების დეტალები
სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
შვეიცარიული ფრანკი CHF
ენა
შვეიცარიული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
123-296 ფრანკი

ხშირად დასმული კითხვები ქუთაისი ბაზელი ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ ქუთაისი ბაზელი ავიაბილეთები ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას შვეიცარიაში, ხშირად დასმული კითხვების სექცია დაგეხმარებათ. აქ გაგაცნობთ ტექნიკურ ინფორმაციას ბაზელში ფრენების შესახებ.

გვიანი გაზაფხული-ზაფხული საუკეთესო დროა შვეიცარიაში ვიზიტისათვის. ამ დროს აქ იდეალური ტემპერატურაა, რაც ბაზელის კომფორტულად დათვალიერების შესაძლებლობას მოგცემთ.

ქალაქში განსაკუთრებით მომნუსხველია ის ატმოსფერო, რომელიც აქ ტრიალებს- მშვიდ ბუნებას შეზავებული თანამედროვეობა. ბაზელი ღირებულია მუზეუმებითაც. აქ მსოფლიო დონის შედევრებს ნახავთ.

ქუთაისიდან ბაზელის მიმართულებით მხოლოდ გადაჯდომით ნახავთ ავიაბილეთებს.

ავიაკომპანია პეგასუსი ბაზელში ყველაზე იაფ ავიარეისებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისთვის გირჩევთ, არატურისტულ სეზონებზე დაგეგმოთ ბაზელში სტუმრობა. ამ დროს როგორც წესი იაფდება ავიაბილეთებიცა და სასტუმროებიც.

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ ბაზელში მოგზაურობისათვის, რათა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა თავისუფლად მოასწროთ.

BSL – ბაზელის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 7 კილომეტრითაა დაშორებული.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ ავიაბილეთები ბაზელის მიმართულებით და ეცადეთ მათი ყიდვა არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს ან დასვენების დღეებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.