2025 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – იგი 8 ახალმა ავიაკომპანიამ აირჩია. როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებული სიამაყის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ მათ შორის არის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ავიაკომპანია – British Airways.

მისი განცხადებით, 2025 წელს თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო/იწყებენ შემდეგი ავიაკომპანიები:

  1. British Airways
  2. EasyJet
  3. Transavia France
  4. Edelweiss Air
  5. Fly Khiva
  6. Samair/Air Samarkand
  7. Tezjet
  8. Air Serbia

როგორც იცით, British Airways-მა უკვე შეასრულა თავისი პირველი ფრენა, Airbus A320neo ტიპის თვითმფრინავით, ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პირდაპირი რეისები თბილისსა და ლონდონს შორის კვირაში ოთხჯერ განხორციელდება.

ფრენები ასევე დაიწყო დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია EasyJet -მაც, რომელმაც სამი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოგვთავაზა რეისები, ესენია – მილანი, ლონდონი და ჟენევა.

ავიაკომპანია Transavia France 9 აპრილიდან დაიწყებს ფრენებს პარიზი თბილისის მიმართულებით, ხოლო Edelweiss კი საქართველოს ავიაბაზარს 12 აპრილიდან შემოუერთდება და თბილისიდან ციურიხში იფრენს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი26 დეკემბერი 202624 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 155 -დან
ალმათი16 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 979 -დან
ამსტერდამი19 აგვისტო 202726 აგვისტო 2027Transaviaავიაბილეთები 831 -დან
ანკარა21 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 345 -დან
ათენი29 ნოემბერი 202610 იანვარი 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 450 -დან
აბუ-დაბი28 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 835 -დან
ანთალია29 ოქტომბერი 202614 ნოემბერი 2026SunExpressავიაბილეთები 231 -დან
ბაჰრეინის კუნძული22 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 387 -დან
ბაქო23 ოქტომბერი 20264 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 627 -დან
ბელგრადი20 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 561 -დან

 

თეა ზაქარაძის თქმით, ეს სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის როგორც მგზავრთა შესაძლებლობებს, ისე აეროპორტის საერთაშორისო რეპუტაციას. მისი თქმით, ასეთი დონის ავიაკომპანიის მომსახურება დიდ პატივთან ერთად გამოწვევაც არის TAV Georgia-სთვის. კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და ადამიანურ რესურსებში, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი პარტნიორების მოზიდვას.

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4.7 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. გაიზარდა როგორც მგზავრთნაკადი, ისე საერთაშორისო ინტერესიც. ამჟამად უკვე დამატებულია 13 ახალი მიმართულება.

TAV Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია მოქმედებს და ამ დროის განმავლობაში, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის გუნდში დღეს 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიeasyJet -მა ჟენევადა, ლონდონიდან და მილანიდან თბილისში პირველი ფრენები შეასრულა
შემდეგი სტატიაKorean Air თბილისსა და ინჩეონს შორის ჩარტერულ ფრენებს აღადგენს
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
თბილისის აეროპორტი 5 საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია
1 month ago

[…] […]