ხმელთაშუა ზღვის უმნიშვნელოვანესი ქალაქი ბარსელონა ესპანეთის კულტურული და ეკონომიკური ცენტრია. აქ მდებარეობს სხვადასხვა ტიპის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები, უდიდესი სტადიონი კამპ ნოუ, დიდებული საგრადა ფამილია და სხვა. ბარსელონას ლამაზი ქუჩები, დახვეწილი მუზეუმები, მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობები საოცრად დასვენების შესაძლებლობას მოგცემთ. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ბარსელონას ღირსშესანიშნაობებს, გასართობ ადგილებს, დასარჩენ ადგილებსა და სხვა. გამოგვყევით და ერთად დავგეგმოთ თქვენი ესპანური თავგადასავალი.
ბარსელონა – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ ბარსელონაში?
მოგზაურობისას მნიშვნელოვანია კარგად აარჩიოთ დასარჩენი ადგილები. თავდაპირველად უნდა განსაზღვროთ ბიუჯეტი და პრეფერენციები – იაფ არეალში გსურთ დარჩენა თუ ტურისტულ უბნებში? ისტორიულ ადგილას გსურთ ესპანური დღეების გატარება თუშედარებით მშვიდ არეში? დაბლა შემოგთავაზებთ პოპულარულ უბნებს ბარსელონაში დასარჩენად.
ბარსელონა ბარიო
ბარსელონა ბარიო (Barceloneta Barrio) – პირველად მოგზაურებს ამ უბანში დარჩენას გირჩევდით. ერთი მხრივ, ქალაქის ცენტრთან თუ იქნებით ახლოს, მეორე მხრივ ძალიან ახლო არეში გექნებათ სანაპირო ზოლი.
ბოგატელის / სიუტადელას ტერიტორიები
ბოგატელის / სიუტადელას ტერიტორიები (Bogatell / Ciutadella Areas) – ეს პოპულარული დასარჩენი არეალია ბარსელონაში. აქედან მეტროთი დაახლოებით 10 წუთში იქნებით ქალაქის ცენტრში. თანაც, აქ პორტთან და სანაპიროებთან გექნებათ მარტივი წვდომა.
ელ ბორნ ბარიო
ელ ბორნ ბარიო (El Born Barrio) – ამ უბანში აბსოლუტურად ყველაფერია. გარდა იმისა, რომ იგი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ამ უბნიდან ძალიან ახლოსაა სანაპირო ზოლიც. აქ გართობასაც იდეალურად შეძლებთ.
სანტისის სამეზობლო
სანტისის სამეზობლო (Barcelona Sants Neighbourhood) – თუ გსურთ ადგილობრივების ცხოვრების წესს უფრო კარგად გაეცნოთ, ეს უბანი საუკეთესოა. რადგან აქ ძირითადად ბარსელონას მოსახლეობა ცხოვრობს. თანაც, ამ უბანში საკმაოდ იაფად ნახავთ დასარჩენ ადგილებს.
ექსიამპლეს უბანი
ექსიამპლეს უბანი (Eixample District) – ეს უბანი საშუალებას მოგცემთ, საშოპინგო ცენტრებთან ახლოს დაისვენოთ. აქ ძირითადად მოდერნისტულ არქიტექტურულ შენობებში იქნებით. თანაც, ძალიან ახლოს გექნებათ უდიდესი ღირსშესანიშნაობა – საგრადა ფამილია.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ბარსელონაში?
ბარსელონაში დაგხვდებათ მსოფლიო დონის ღირსშესანიშნაობები. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ მუზეუმებს, დაათავლიეროთ აქაური არქიტექტურული ნაგებობები, ტაძრები და სხვა. დაბლა შემოგთავაზებთ ბარსელონას მთავარ ტურისტულ ძეგლებს.
საგრადა ფამილია
საგრადა ფამილია ბარსელონას მშენებარე კათოლიკური ეკლესიაა. მისი შენება მე-19 საუკუნეში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს სამუშაოები. ტაძრის გრანდიოზული არქიტექტურიდან გამომდინარე, გასაკვირი არცაა, საკონსტრუქციო სამუშაოები ასობით წელს რომ ითვლის. საგრადა ფამილია მსოფლიო დონის შედევრია.
მილას სახლი
მილას სახლი ასევე მოდერნისტული ნაგებობაა. ბარსელონას მკვიდრ მოსახლეობას ხშირად პროტესტიც კი ჰქონდათ მისი მშენებლობისას, თუმცა დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ტურისტებისთვის. მისი სიუცხოვე ბევრ მნახველს იზიდავს.
გუელის პარკი
გუელის პარკი ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. იგი ეუსები გუელის დაკვეთით დააპროექტა ანტონიო გაუდიმ, ცნობილმა არქიტექტორმა. აქ მდებარეობს გაუდის სახლიცა და მუზეუმიც. გუელის პარკი ნამდვილ ზღაპარს გავს, აქ ბაღებისა და პარკის თანწყობა ერთმანეთს საოცრად ეხამება. განსაკუთრებით, ბავშვებთან ერთად თუ აპირებთ მოგზაურობას, ეს პარკი თქვენსა და მათ გულს აუცილებლად მოიგებს.
გამარჯვების თაღი
გამარჯვების თაღი მე-19 საუკუნეშია კონსტრუირებული. იგი ფაქტობრივად ქალაქის სხვადასხვა მხარეებს აკავშირებს ერთმანეთთან. გამარჯვების თაღი ნე-მუდეჯარის სტილშია აგებული და სიმბოლურად გამოხატავს მუსლიმური და ქრისტიანული არქიტექტურული კულტურის ნაზავს ესპანეთში და არაბულ მრავალსაუკუნოვან გავლენას კატალონიის ოლქზე.
კატალონიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი
კატალონიური ეროვნული ხელოვნების მუზეუმი ინახავს მთლიანი რეგიონის ხელოვნების ნიმუშებს. აქაურობა კარგად ასახავს განსაკუთრებით ესპანეთის კულტურას, ხელოვნებასა და ვიზუალურ ხელოვნებას. ეროვნული მუზეუმი კატალონიის შესწავლისათვის კარგ გარემოს ქმნის.
ბატლიოს სახლი
ბატლიოს სახლი ესპანელი არქიტექტორის გაუდის შექმნილი მოდერნისტული ტიპის არქიტექტურული ძეგლია. იგი შეიძლება ბარსელონას ისტორიულ ნაგებობებთან კონტრასტში მოდის, თუმცა ტურისტებისთვის ცალსახად საინტერესო შენობას წარმოადგენს. 2005 წლიდან კი ბალიოს სახლი იუნესკოს ძეგლთა სიაშია შეტანილი.
ბარსელონას კათედრალი
ბარსელონას კათედრალი მთელი კატალონიის უმნიშვნელოვანესი კათოლიკური ბაზილიკაა. იგი მე-13 მე-15 საუკუნეებში შენდებოდა. კათედრალი ნეო-გოთიკური არქიტექტურული ტიპისაა, მისი მოჩუქურთმებული ფასადი და უდიდესი სვეტები ესპანურ სულს კარგად გამოხატავს.
ვისენის სახლი
ვისენის სახლი ასევე გაუდის არქიტექტურული პროექტითაა აშენებული. შენობას ნამდვილად ეტყობა გაუდის ხელი, რადგან იგი ძალიან ფერადი და ორიგინალურია. ყოველწლიურად ამ სახლს მილიონობით ტურისტი სტუმრობს.
პიკასოს მუზეუმი
პიკასოს მუზეუმი ესპანელი გენიოსი მხატვრისს პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. აქ მხატვრის 4000-ზე მეტი ნახატი ინახება. თავიდან, პიკასოს მუზეუმის გახსნის იდეა ბარსელონაში დაებადა პიკასოს მეგობარს, რომელსაც მხატვარმა უამრავი ნახატი აჩუქა, თუმცა შემდეგ თავად პიკასომ მიიღო მთავარი გადაწყვეტილება, რომ ბარსელონაში გახსნილიყო მისი მუზეუმი.
კამპ ნოუ
ფეხბურთის მოყვარულებს არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტადიონი სწორედ ბარსელონაში მდებარეობს. მისი ნახვა არა მხოლოდ სპორტის ქომაგებზე, არამედ კულტურული ნაგებობების მოყვარე ადამიანებზედაც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
დაჯავშნე ბარსელონას ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები ბარსელონაში
სად ვჭამოთ ბარსელონაში
ესპანური ხმელთაშუაზღვის სამზარეულო არავის დატოვებს გულგრილს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ევროპული კულინარიული ღირსშესანიშნაობები.
რესტორნები
ბარსელონაში მარტივად შეძლებთ მნიშვნელოვანი ვახშმების ორგანიზებას. აქაური რესტორნები დახვეწილია და მრავალფეროვან მენიუს შემოგთავაზებენ,
El Nacional Barcelona – ამ რესტორანში ხმელთაშუაზღვის უგემრიელეს ზღვის პროდუქტებს დააგემოვნებთ. აქ დაგხვდებათ ბარიც. თანაც, საშუალო საფასო რეინჯი 20-40 ევროს შეადგენს.
Paisano Bistró – თუ ნამდვილი ესპანური გამოცდილების მიღება გსურთ, გირჩევთ ბარსელონას ბისტროებს ესტუმროთ. აქ დაგხვდებათ ესპანური კერძები. ბისტროებში უგემრიელეს ცომეულსაც ნახავთ.
სად დავლიოთ ყავა ბარსელონაში?
ბარსელონა არის ქალაქი, სადაც ყავის დალევა ძალიან უყვართ. განსაკუთრებით დილას ბევრ ადგილობრივს ნახავთ ყავის ჭიქით ხელში.
Nomad Coffee – ამ კაფეში ნახავთ უგემრიელეს სასმელებს. ყავის გარდა აქ კოქტეილების მირთმევაც შეგიძლიათ. განსაკუთრებით პოპულარულია ბანანის სასმელები.
Morrow Coffee – ამ კაფეში ყავის დიდ არჩევანს ნახავთ. აქ ძალიან მყუდრო გარემოა და შეგეძლებათ ცოტახნით დასვენება და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისათვის ენერგიების მოკრება.
სად შევჭამთ ესპანურ ტკბილეულს?
ყველაზე გემრიელი ესპანური ტკბილეულია კრემა კატალონია ანუ იტალიური კრემ-ბრულეს მსგავსი დესერტი. რამდენიმე ცნობილ საცხობში უგემრიელეს ესპანურ დესერტებს დააგემოვნებთ.
Patisserie Hofmann – ამ საცხობში დააგემოვნებთ უგემრიელეს ესპანურ ცომეულსა და ტკბილეულს. აქაური დესერტები მთელი დღის განწყობას შეგიქმნით.
Furnos – ეს საცხნობიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დესერტების ადგილია ესპანეთში. შეგიძლიათ თან გაიყოლოთ აქაური ტკბილეული სეირნობისას.
Chök The Chocolate Kitchen – ამ საცხობში არსებული ტკბილეულის მრავალფეროვნება თავბრუს დაგახვევთ. გირჩევთ, სპეციალურად გამოყოთ დრო ესპანური ტკბილეულის გასასინჯად.
რესტორნები საუკეთესო ხედით
Nuara – ამ რესტორანს ულამაზესი ხედი აქვს. ხედის გარდა აქ უგემრიელესი საჭმლითაც ისიამოვნებთ. მენიუში ნახავთ ხორცეული პროდუქტების დიდ ჩამონათვალს, სუფებსა და სხვა მთავარ კერძებს.
1881 per Sagardi – ამ რესტორანს ულამაზესი ტერასა აქვს. მზიან ამინდში აქ განსაკუთრებით ბევრი ტურისტი თუ ადგილობრივი იყრის თავს.
La Terraza de Anna – ამ რესტორნის ულამაზესი თეთრი გარემო და სადა ინფრასტრუქტურა იდეალური სადილისა და ვახშმის საშუალებას მოგცემთ. აქედან ძალიან ლამაზი ხედები იშლება.
სად ვჭამოთ ტრადიციული ესპანური საჭმელი?
ყველაზე ცნობილი ესპანური ტრადიციული კერძია Patatas Bravas ანუ სპეციალურ სოუსში მომზადებული კარტოფილი.
El Tribut – ამ ადგილს განსაკუთრებით ბევრი ადამიანი უწევს რეკომენდაციას. აქ ადგილობრივების კულინარიულ გემოვნებას ძალიან დააფასებთ.
Elsa y Fred – ამ რესტორანში ასევე უგემრიელეს პატატას ბრავას შეჭამთ. გემოს გარდა აქ ესთეტიკური სილამაზეც გაგაოცებთ.
Senyor Vermut – ამ რესტორანში ადგილობრივივით შეძლებთ სადილობას. აქაური პატატას ბრავას ძალიან გემრიელად გამოიყურება და მისი გემოც ძალიან სახლური და გამორჩეულია. თანაც, საკმაოდ იაფად შეძლებთ აქ სადილობას.
ბარები ესპანეთში
ესპანეთში უგემრიელეს კოქტეილებს დააგემოვნებთ. აქაური ტკბილი სასმელები კარგად გაცნობის ბაზას შეგიქმნით.
ახლოდან დანახული ბარსელონა





სად ვიშოპინგოთ ბარსელონაში?
ბარსელონა შოპინგის მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. აქაური შოპინგ ცენტრები და ადგილობრივი მაღაზიები უსაზღვრო გასაქანს მოგცემთ სასურველი პროდუქციის ასარჩევად.
რომელია საუკეთესო საშოპინგო ცენტრები ბარსელონაში?
ბარსელონაში ძალიან ბევრ მოლს ნახავთ. აქაური მოლები არა მხოლოდ დიდ არჩევანს, არამედ ვიზუალურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ,
მარემაგნუმი (Maremagnum) – ყველაზე დიდი შოპინგ ცენტრი ბარსელონაში. მოლში ნახავთ ბარებს, რესტორნებსა და კინოთეატრებსაც.
დიაგონალ მარ (Diagonal Mar) – ამ შოპინგ ცენტრში შეგიძლიათ საათები გაატაროთ. აქაური შუშის ჭერი კი იდეალურ ატმოსფეროს ქმნის შოპინგისათვის.
ლილა (L’illa | Diagonal) – აქ დაგხვდებათ მრავალფეროვანი არჩევანი. აქაურობა ცალკე ღირსშესანიშნაობას გავს, იგი ისტორიულ შენობებს შორის მდებარეობს.
რომელია საუკეთესო უბანი საშოპინგოდ?
‘Passeig de Gracia’ – ეს უბანი იდეალურია შოპინგისათვის. აქ დაგხვდებათ ძალიან ბევრი მაღაზია, მათ შორის ცნობილი ბრენდები. მთლიანი ქუჩა შოპინგ ცენტრებს ეძღვნება.
ბარსელონას ბაზრები
ბარსელონაში ნახავთ ბაზრებს, სადაც ადგილობრივები სახლისათვის პროდუქტებს ყიდულობენ. აქ გასეირნება ერთი სიამოვნებაა. აუცილებლად გირჩევდით ამ ბაზრებში სტუმრობას და ადგილობრივი პროდუქციის დაგემოვნებას.
მაგალითისთვის ეწვიეთ წმინდა ჯოსეფის მარკეტს (Sant Josep Market) – იგი ყველაზე ცნობილი ბაზარია ბარსელონაში. ეს ადგილი ძალიან ფოტოგენურია და ესპანურ სულს კარგად გამოხატავს.
სად ვიყიდოთ ბარსელონაში სუვენირები?
თუ სუვენირების ყიდვა გსურთ საყვარელი ადამიანებისათვის, რამდენიმე ცნობილ მაღაზიას შემოგთავაზებთ.
სუვენირების მაღაზია ბარსელონა (B de Barcelona souvenir shop Barcelona) – ამ მაღაზიაში სუვენირების ძალიან ფართო არჩევანი დაგხვდებათ, მათ შორის კერამიკა, ტანსაცმელი, ჩანთები და სხვა.
მაქსმაქს სუვენირს (MaxMax Souvenirs) – თუ ორიგინალური სუვენირების არჩევა გინდათ, აუცილებლად ეწვიეთ ამ მაღაზიას, რომელიც ძალიან ბევრ ალტერნატივას შემოგთავაზებთ, მათ შორის პატარა სამახსოვრო ფიგურებს.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ბარსელონაში? მაშინ დაჯავშნე თბილისი ბარსელონა ავიაბილეთები დღესვე!
როდის არის საუკეთესო დრო ბარსელონაში სამოგზაუროდ?
ბარსელონაში მოგზაურობისათვის საუკეთესო თვეებია გაზაფხულისა და შემოდგომის. ამ პერიოდში ამინდები ძალიან სასიამოვნოა, თანაც ტურისტების ნაკადი ნაკლებია. თუ განსაკუთრებით მზიანი ამინდი და სანაპიროებით მაქსიმალური ტკბობა გსურთ, მაშინ ცხადია ზაფხულის თვეებში უნდა ეწვიოთ მას. აპრილში აქ განსაკუთრებით ბევრი ღონისძიება იგეგმება, მათ შორის მოდის კვირეულები, ამიტომ გაზაფხულის თვეებში თავის გართობას ძალიან კარგად შეძლებთ. ზაფხული კი ცნობილია მუსიკის ფესტივალებით. ქალაქი ნებისმიერ დროს საუკეთესო გამოცდილებებს გპირდებათ.
არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!
როგორ გადავაადგილდეთ ბარსელონაში?
რომში გადაადგილების მრავალი საშუალებაა. ღირსშესანიშნაობებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მარტივად მიგიყვანთ, ან შეგიძლიათ ტაქსისა თუ პირადი მანქანის დაქირავება.
მეტრო
ბარსეონას მეტრო გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალებაა. მეტროს 8 ხაზი და 160-ზე მეტი სადგური აქვს, ამიტომ ძირითად ღირსშესანიშნაობებამდე მეტროთი სიარულს მარტივად შეძლებთ. მეტროს ბილეთის ფასი 2.4 ევროა. გირჩევთ იყიდოთ T-casual ბარათი, რომელიც 11 ევრო დაგიჯდებათ და გულისხმობს 10 მგზავრობას ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალებით, მგზავრობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათსა და 15 წუთს.
ფეხით
ბარსელონა ნამდვილად არის ის ქალაქი, რომელიც ფეხით უნდა შემოიაროთ. მის სანაპიროებზე, ისტორიულ უბნებსა და ქუჩებში სეირნობა იდეალური ვარიანტია. ღირსშესანიშნაობების უმრავლესობამდე ფეხით მისვლას უპრობლემოდ შეძლებთ.
ველოსიპედები
ბარსელონაში ველოსიპედებით გადაადგილების ცნობილი პრაქტიკაა. აქ ნახავთ სპეციალურ ბილიკებს ველოსიპედებით სასეირნოდ. მათ ქირაობასაც ძალიან მარტივად და იაფად შეძლებთ.
ავტობუსი
ბარსელონაში 100-ზე მეტი ავტობუსის ზოლია. ერთი ბილეთის ღირებულება 2.4 ევროს შეადგენს. შეგიძლიათ გადაიხადოთ თავად ავტობუსში, მძღოლს მისცეთ თანხის ზუსტი ოდენობა, ან კარტით. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ სადგურებსა და ჯიხურებშიც. თუმცა, უმჯობესია იყიდოთ ტურისტული ბარათები, 10-დან 18 ევრომდე შეძლებთ 1 ან 2 დღიანი ტრანსპორტის ბარათების შეძენას.
ტაქსი
ბარსელონაში ტაქსის ფასები წუთებითა და კილომეტრებით ითვლება. 2 ევროდან ზემოთ იანგარიშება თითოეულ ერთეულზე ტაქსის ფასი. არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ ოფიციალური ყვითელი ტაქსებით იმგზავროთ უსაფრთხოებისათვის. შემოგთავაზებთ რამდენიმე ტაქსის კომპანიას. გადახდას შეძლებთ ქეშითაც და ბარათითაც.
- Cooperativa Radio Taxi Tel: +34 93 225 0000
- Taxi Miramar Tel: +34 93 433 1020
- Barna Taxi Tel: +34 93 322 2222
- Fono Taxi Tel: +34 93 300 1100
- Radio Taxi 033 Tel: +34 93 303 3033
- Servi Taxi Tel: +34 93 330 0300
რომელია საუკეთესო სანაპიროები ბარსელონაში?
ბარსელონა ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარე ქალაქია, ამიტომ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ აქაური სანაპიროები მსოფლიოში სახელგანთქმულია.
ბარსელონეტას სანაპირო
(Barceloneta Beach) – ბარსელონას ყველაზე ცნობილი სანაპირო. აქ დაგხვდებათ პალმების უზარმაზარი რიგები. ამ სანაპიროზე საუკეთესო მზის ჩასვლას ნახავთ. თანაც, აქვე შეგხვდებათ პარკი, სადაც კარგად დასვენებას ან გართობას შეძლებთ.
ბოგატელის სანაპირო
(Playa de Bogatell) – ქვიშიანი სანაპირო. ბოგატელის სანაპირო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ბარსელონაში. აქ შეძლებთ ქვიშაზე სეირნობას, ცურაობასა და სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მონაწილეობას.
გარაფის სანაპირო
(Platja del Garraf) – ამ სანაპიროზე კი დაგხვდებათ უამრავი კაფე-ბარი, ამიტომ დასვენებასთან ერთად კარგად გართობასაც შეძლებთ.
სან სებასტიანის სანაპირო
(San Sebastian Beach) – ეს ქვიშიანი სანაპირო ცურაობისა და განტვირთვისთვის იდეალური ადგილია. ამ სანაპიროზე შეგიძლიათ გაერთოთ სხვადასხვა სათამაშო აქტივობებითაც.
ლივანტის სანაპირო
(Llevant beach) – ლივანტის სანაპიროს უზარმაზარი ტერიტორია საშუალებას მოგცემთ დიდი დრო გაატაროთ მზეზე, დაისვენოთ, იცურაოთ ან უბრალოდ ულამაზესი ხედებით დატკბეთ.
რომელია საუკეთესო პარკები ბარსელონაში?
ბარსელონას პარკებში დასვენებასა და განტვირთვას იდეალურად შეძლებთ. შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ პარკს ბარსელონაში.
გუელის პარკი
თუ მშვიდი გასეირნება გსურთ, ბარსელონა ამასაც უზრუნველყოფს. შეგიძლიათ გუელის პარკში გაისეირნოთ და დატკბეთ გაშენებული ბაღებითა და გამწვანებული ზონებით. ქალაქის ხმაურისაგან გასაქცევად აქ ვიზიტი საუკეთესო საშუალებაა.
სერვანტესის პარკი
სერვანტესის პარკი როგორც დიდ ესპანელ მწერალს შეეფერება ულამაზესი და ძალიან დახვეწილია. ყვავილების ხეივნები, ულამაზესი ბაღები და მწვანე ატმოსფერო ქალაქის ხმაურისაგან თავის დაღწევის იდეალური საშუალებაა.
სერა-დე-კოლსეროლა
ამ ნაკრძალიდან ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. გირჩევთ, აუცილებლად ეწვიოთ მას და დატკბეთ ბარსელონას ულამაზესი სანახაობებით.
ციტადელას პარკი
ამ პარკში დაგხვდებათ ზოოპარკიც, ისტორიული შენობებიც, მუზეუმიც და რაც მთავარია კარგი გარემო დასვენებისათვის.
ბარსელონეტადს პარკი
ეს პარკი ბარსელონას სანაპირო ზოლზე მდებარეობს. აქ დაგხვდებათ პალმების ბილიკები და მშვიდი ატმოსფერო დასვენებისთვის.
კლოტის პარკი
კლოტის პარკი იმავე სახელწოდების უბანში მდებარეობს. ეს პარკი ბარსელონას ინდუსტრიულ წარსულს გვახსენებს. აქ დაგხვდებათ ინდუსტრიული შენობების ნანგრევები, ამასთან ერთად ულამაზესი თაღები და მწვანე საფარი. აქ შეგეძლებათ საგარეო თამაშების ყურებით ან მათში ჩაბმით დატკბეთ.
გადაწყვიტე მოიწყო დაუვიწყარი მოგზაურობა ბარსელონაში? მაშინ იაფი ავიაბილეთები ბარსელონაში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები ბარსელონაზე
რამდენი დღეა საკმარისი ბარსელონას მოსანახულებლად?
დაახლოებით 5 დღე გათვალეთ ქალაქში სამოგზაუროდ, რათა მისი ღირსშესანიშნაობების უმეტესი ნაწილის ნახვა და აქაურობით ტკბობა მოასწროთ.
რა უნდა წავიღოთ ბარსელონაში?
პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან სიარული შორ მანძილებზე მოგიწევთ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევდით წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც.
რით არის გამორჩეული ბარსელონა?
ბარსელონაში დაგხვდებათ საოცრად კულტურული და ისტორიული გარემო. აქ ყველა შენობას საკუთარი დიდი ამბავი აქვს ტურისტებისთვის მოსათხრობი.
რამდენად ძვირია ბარსელონა?
ბარსელონა სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით ძვირია, თუმცა მარტივად ნახავთ იაფ დასარჩენ ადგილებს, სადილისა და სასმელების ღირებულებაც 10-20 ევროს ფარგლებში შეგიძლიათ იანგარიშოთ. პარკებსა და ზოგ ღირსშესანიშნაობაში ვიზიტს კი უფასოდაც შეძლებთ.
რამდენად უსაფრთხოა ბარსელონაში მოგზაურობა?
ბარსელონაში მოგზაურობა უსაფრთხოა, მითუმეტეს ტურისტულ ადგილებში სიარული და დღისით სეირნობა. გირჩევთ გარეუბნებში ღამით სეირნობისაგან თავი შეიკავოთ. ასევე, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ხალხმრავალ ადგილებში პირად ნივთებთან.
როდის არის საუკეთესო დრო ბარსელონაში სამოგზაუროდ?
ყველაზე საისმოვნო ტემპერატურა და ნაკლებად გადაჭედილი ქუჩები ბარსელონაში შემოდგომასა და გაზაფხულზე დაგხვდებათ. თუმცა ზღვის მოყვარულებს გირჩევდით ზაფხულში ეწვიოთ ქალაქს. ნებისმიერ სეზონზე შეძლებს იგი თქვენს გაკვირვებას.
რომელია ბარსელონასთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
BCN – ბარსელონას ელ პრატის აეროპორტი ქალაქიდან სულ რაღაც 13 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ბარსელონაში?
თბილისიდან და ბათუმიდან ბარსელონაში გაფრენას მხოლოდ გადაჯდომით, ქუთაისიდან კი პირდაპირი ავიარეისებით შეძლებთ.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ბარსელონაში?
ბარსელონას მიმართულებით ავიარეისებს საქართველოს აეროპორტებიდან მრავალი ავიაკომპანია ასრულებს. მაგალითისთვის, თბილისიდან დაფრინავს Aegean Airlines, Pegasus, Lot, Lufthansa, Air France, ქუთაისიდან კი პირდაპირ ფრენას Wizz Air -ი ასრულებს. ბათუმიდან ბარსელონაში კი ფრენებს შემოგთავაზებენ Pegasus Airlines და Turkish Airlines -ი.
როგორ შევიძინოთ ბარსელონას იაფი ავიაბილეთები?
მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები რომში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას ბარსელონაში მოგზაურობის შესახებ.