19.8 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 6, 2025

ბუდაპეშტი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ცენტრალური ევროპის უმნიშვნელოვანესი ქალაქია. მდინარე დუნაიზე გაშენებული ეს მყუდრო, მრავალფეროვანი და ევროპული ქალაქი ნებისმიერი ტურისტის საოცნებო ადგილად გადაიქცევა. აქაური არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნება, ციხე-კოშკები, პარლამენტის ძველი შენობა და ტაძრები ყველა მნახველს აღაფრთოვანებს. თანაც, ბუდაპეშტი გართობისთვისაც კარგ ადგილებს შემოგთავაზებთ. აქაური განათებული ქუჩები, ტრანსპორტის კომფორტული მომსახურება და გართობის მოყვარული ხალხის ერთობა კარგი დასვენების საწინდარია. ამ ბლოგში ჩვენ გაგიწევთ მარტივ გზამკვლევობას ბუდაპეშტში სამოგზაუროდ.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

უნგრული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

€ 1.49 (600 Ft)

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

უნგრული ფორინტი

Ft‎

კვება

სადილის ღირებულება

€ 10

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ბუდაპეშტი

სად დავრჩეთ ბუდაპეშტში?

როგორ გსურთ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვა – ტურისტულად მრავალრიცხოვან ადგილას თუ შედარებით მშვიდ უბანში? ბუდაპეშტი იმის ფუფუნებას მოგცემთ, რომ თქვენზე მაქსიმალურად მორგებული დასარჩენი ადგილი აარჩიოთ.

ბელვაროსი და ლიპოტვაროსი Belváros and Lipótváros  (მე-5 დისტრიქტი) – ამ ადგილას დარჩენას განსაკუთრებით მაშინ გირჩევდით, თუ პირველად სტუმრობთ ქალაქს. იგი ბუდაპეშტის ცენტრში მდებარეობს და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან საკმაოდ ახლოსაა.

ერჟებეტვაროსი Erzsébetváros (მე-7 დისტრიქტი) – აქ დაბინავებას გართობის მოყვარულებს ვურჩევდით. ეს ადგილი ხმაურიანი და მუდამ ტურისტებით ხალხმავალია, რადგან აქ ბუდაპეშტის ღამის ცხოვრება პიკს აღწევს.

იჯბუდა Újbuda (მე-11 დისტრიქტი) – ეს უბანი ბუდას კოშკის მაღლა მდებარეობს. აქ ყველაფერი ერთ სივრცეში დაგხვდებათ: კაფეები, რესტორნები, გასართობი სივრცეები, ულამაზესი ატმოსფერო და ღირსშესანიშნაობები. აქ ადგილობრივებიც მრავლად არიან.

ტერეზვაროსი Terézváros  (მე-6 დისტრიქტი) – ეს უბანი ასევე ტურისტულ ადგილას მდებარებს, თუმცა შედარებით ნაკლებად გადატვირთულია. აქ მდებარე ცნობილი ქუჩები კი ქალაქის ძველ შენობებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ბუდას კოშკის უბანი Buda Castle District (1-ლი დისტრიქტი) – ამ უბნის მაგიური ელფერის აღწერა სიტყვებით უბრალოდ შეუძლებელია. აქაურობა მშვიდი, საოცარი შენობებით გარშემორტყმული და ძალიან კომფორტულია.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ბუდაპეშტში?

ბუდაპეშტი ღირსშესანიშნაობების მთელ რიგს შემოგთავაზებთ. აქ ნახავთ ბევრ ციხესიმაგრეს, კოშკს, ულამაზეს ტაძრებს, ისტორიულ მუზეუმებსა და სხვა.

მეთევზეების ბასტიონი მე-19 საუკუნის შენობაა. ციხესიმაგრიდან ულამაზესი ხედები იშლება. მეთევზეების ბასტიონი ღიაა ყოველ დღე, დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე.

წმინდა სტეფანის ბაზილიკა მე-19 საუკუნის კათოლიკური ეკლესიაა, რომელიც ნეოკლასიკურ სტილშია აგებული. მას სახელი ეწოდა უნგრეთის მეფის, სტეფანის პატივსაცემად.

ბუდაპეშტის გმირთა მოედანი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ ნახავთ მონუმენტებს უნგრეთის ეროვნული გმირებისა და ჯარისკაცებისა. ეს ადგილი ყველაზე ცნობილი ცენტრალური მოედანია ბუდაპეშტში.

ოპერის თეატრი ცნობილი კლასიკური შენობაა ბუდაპეშტში. იგი მთელი 10 წლის განმავლობაში შენდებოდა მე-19 საუკუნეში. ოპერის თეატრი გარდა კლასიკური გაგებისა, ასრულებს ესთეტიკურ ფუნქციასაც.

ვაჯდაჰუნიადის კოშკი ბუდაპეშტის ცნობილი სასახლეებიდან ერთ-ერთია. იგი ბუდაპეშტის ცენტრალურ პარკში, სიმწვანეში მდებარეობს და ზღაპრულ სანახაობას ქმნის.

თერმული აბანოები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ბუდაპეშტი. იგი ყოველ სეზონზე ფუნქციურია. აქ სარელაქსაციოდ და განსატვირთად იდეალური გარემოა.

ბუდას ციხესიმაგრე ასევე მე-19 საუკუნის ძეგლია. იგი ულამაზესი ციხეკოშკია, აქაურობა წააგავს ზღაპრული თავგადასავლის სამყაროს. ბუდას ციხესიმაგრესთან ნახავთ კათოლიკურ ეკლესიასაც.

უნგრეთის პარლამენტის შენობა მე-19 და მე-20 საუკუნეების ძეგლია. გარდა ფუნქციური მნიშვნელობისა, პარლამენტის შენობა ესთეტიკურ დატვირთვასაც ატარებს. პარლამენტი დუნაის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, ამიტომ მდინარეზე კრუიზით გასეირნებამდე ან მის შემდეგ შეგიძლიათ მოინახულოთ. პარლამენტის დარბაზები ნებისმიერ მნახველზე მოახდენს შთაბეჭდილებას. შენობის წინ კი ლაიოშ კოშუტის, მე-19 საუკუნის ეროვნული გმირის, ძეგლს ნახავთ.

ჩეინ ბრიჯი მე-19 საუკუნეშია აგებული. იგი მდინარე დუნაის სამი ხიდიდან ერთ-ერთია. ჩეინ ბრიჯი აკავშირებს ბუდასა და პეშტს ერთმანეთთან. აქაურობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში ულამაზესია, ღამით განსაკუთრებით ესთეტიკურად ანათებს.

მდინარე დუნაის ნაპირას ჩამწკრივებული ფეხსაცმელები ერთი ნახვით უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ. თუმცა, მათ ძალიან სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ. ფეხსაცმელები ალეგორიულად გამოსახავენ მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული ებრაელების ხსოვნას. ისინი უნგრეთის ნაცისტურ გერმანიასთან შეკრულმა პარტიამ დახოცა.

უნგრეთის ეროვნული მუზეუმი ქვეყნის უდიდეს ისტორიას ინახავს. აქ სულეიმანის პორტრეტსაც ნახავთ, რადგან სულთანმა მთელი უნგრეთი და ცენტრალური ევროპა დაიპყრო მთელი საუკუნით. უნგრეთის ეროვნულ მუზეუმში ბევრი კულტურული არტეფაქტი ინახება, მათ შორის ეროვნული რელიკვიები.

 

ფრენები ბუდაპეშტში

სად ვჭამოთ ბუდაპეშტში

ბუდაპეშტში კულინარიის მოყვარულებს განსაკუთრებულ სამოთხეს გიმზადებთ. აქ ნახავთ უამრავ გემრიელ კერძს, იქნება ეს მთავარი კერძი, ხორციანი საჭმელი, თუ ტკბილეული. ბუდაპეშტში პოპულარულია სწრაფი კვების კულტურაც.

ბუდაპეშტში ნახავთ ბევრ რესტორანს. ისინი ევროპულ მენიუს შემოგთავაზებენ. რამდენიმე ყველაზე ცნობილ რესტორანს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Mazel Tov – ეს რესტორანი ადგილობრივებში ყველაზე მეტად ცნობილია. აქ დააგემოვნებთ უგემრიელეს ხორცის კერძებს, განსაკუთრებით ქათმით მომზადებულს და ასევე უგემრიელეს ტკბილეულს, განსაკუთრებით გირჩევდით ჩიზქეიქის გასინჯვას. რესტორანს აქვს ულამაზესი ბაღიც, იგი ხეებშია ჩაფლული, ამიტომ აქ ძალიან კომფორტული და მშვიდი გარემოა.

Twentysix Budapest – ეს რესტორანი კარგი არჩევანია როგორც საუზმისათვის, ასევე მნიშვნელოვანი ვახშმის დასაგეგმად და კოქტეილების მისართმევადაც. რესტორანს აქვს მრავალფეროვანი მენიუ, იგი მორგებულია ვეგეტარიანულ გემოვნებაზეც.

შემოგთავაზებთ რამდენიმე პოპულარულ უნგრულ კერძს. ისინი სწრაფი კვების ობიექტებში, ქუჩაში სეირნობისას, შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

  • ლანოსი – ეს კერძი დაახლოებით პიცისმაგვარია. იგი სხვადასხვა ტოპინგებითა და გემოებით შეგიძლიათ შეიძინოთ.
  • ჩიმნი ქეიქი – ეს კერძი ითარგმნება როგორც ბუხარში გამომცხვარი ტკბილეული. მას უნგრეთში სეირნობისას მარტივად იპოვით. ჩიმნი ქეიქი მრგვალი ტკბილი ხვეულაა. ეს უტკბილესი ნამცხვარი სხვადასხვა გემოებით შეგიძლიათ შეიძინოთ.

უნგრეთში ბიუჯეტურად კვებას მარტივად შეძლებთ. აქ უამრავი სწრაფი კვების ობიექტი დაგხვდებათ. რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით. არ დაგავიწყდეთ, რომ აქ უნგრული ფორინტებით მოგიწევთ გადახდა. კერძები საკმაოდ იაფი ღირს, თანაც ძალიან მრავალფეროვან მენიუს ნახავთ ყველა მათანში.

  • Mcdonald’s
  • Burger King
  • KFC

Halaszbastya Restaurant – ეს რესტორანი მეთევზეების ბასტიონის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, შესაბამისად აქედან ბუდაპეშტის მთელი ქალაქის ხედი იშლება.

Robinson Restaurant – ეს რესტორანი გმირთა მოედანთან ახლოს მდებარეობს. იგი საკმაოდ მაღალი დონისაა. აქ იდეალური გარემო და მომსახურება დაგხვდებათ.

DNB Budapest – ეს რესტორანი მდინარე დუნაის გადაყურებს. აქ უგემრიელეს უნგრულ სტეიკსა და ვაშლის ღვეზელს დააგემოვნებთ.

New York Cafe – ეს კაფე ყველაზე ცნობილია ბუდაპეშტში. აქ ულამაზესი გარემო დაგხვდებათ. ფაქტობრივად, ეს კაფე ბუდაპეშტის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. არ დაგავიწყდეთ, რომ წინასწარ დაჯავშნოთ ადგილი მნიშვნელოვანი სადილისათვის.

ბუდაპეშტში ბევრ კლუბსა და ბარს ნახავთ. აქ უგემრიელეს სასმელებს, მათ შორის ალუბლის ლუდსა თუ სხვადასხვა კოქტეილებს გასინჯავთ.

Szimpla Kert – აქ ძალიან კარგად შეძლებთ გართობას. ბარს აქვს რამდენიმე სივრცე. აქ სასმელი საკმაოდ იაფია. ამ ადგილას ხშირად ადგილობრივები იკრიბებიან, განსაკუთრებით ახალგაზრდები. სზიმპაში ვიზიტს უდიდეს რეკომენდაციას გავუწევდით.

Ruin Bars Budapest – ამ ბარშიც ასევე კარგად გართობას შეძლებთ. გარდა უგემრიელესი სასმელებისა, თქვენს განწყობაზე აუცილებლად იმოქმედებს აქაური ატმოსფერო და კარგად გაფორმებული გარემო.

 

 

ახლოდან დანახული ბუდაპეშტი

სად ვიშოპინგოთ ბუდაპეშტში?

ბუდაპეშტში ნახავთ როგორც დიდ მოლებს, ასევე მყუდრო პატარა შენობებს საშოპინგოდ. ბუდაპეშტი საშოპინგოდ საკმაოდ კარგ ატმოსფეროს შემოგთავაზებთ.

ვესტენდი (Westend) – ამ მოლში 50-მდე კვების ობიექტი და 400-ზე მეტი მაღაზია დაგხვდებათ. აქ მსოფლიო დონის ცნობილ ბრენდებსაც ნახავთ.

არენა მოლი (Arena Mall) – ამ მოლში 180-მდე მაღაზია დაგხვდებათ. აქ კვების ობიექტებიც მრავლადაა. თანაც, ამ მოლში კინოთეატრიც დაგხვდებათ, ამიტომ ძალიან კარგად შეძლებთ დროის გატარებასაც და განტვირთვასაც.

ÁRKÁD ბუდაპეშტი (ÁRKÁD Budapest) – ამ მოლში 200-მდე მაღაზიას ნახავთ, მათ შორის ცნობილ და საკმაოდ პოპულარულ ბრენდებს. მოლში კარგი ფასდაკლებებიც შეიძლება დაგხვდეთ.

ვაცი უტკა (Váci Utca) – ეს ცნობილი ქუჩაა ბუდაპეშტში საშოპინგოდ. იგი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ მთელ გაყოლებაზე ცნობილი ბრენდების მაღაზიებია. ეს უმაღლესი კლასის ატმოსფერო აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ყველა ტურისტზე. აქ ნახავთ კაფეებსაც. ასევე, აქ შეგეძლებათ ბუდაპეშტის ჩიმნი ქეიქის დაგემოვნებაც.

ბუდაპეშტი თავისი ბაზრებითაც ცნობილია. ამ ბაზრებში სეირნობა არა მხოლოდ ადგილობრივების, არამედ ტურისტების საყვარელი საქმიანობაცაა.

აუცილებლად ეწვიეთ ცენტრალურ ბაზარს (Central Market Hall) – იგი უნგრეთის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობადაც ითვლება, რადგან აქ შეგეძლებათ არა მხოლოდ ადგილობრივი თუ ევროპული პროდუქციის დაგემოვნებას, ასევე ადგილობრივი კერძების გასინჯვასაც. თანაც, შენობა ძალიან ისტორიული და საინტერესოა.

რაკოჩის ბაზრობა (Rákóczi Market Hall) – ეს ბაზარი ასევე ძალიან ცნობილია. იგი ძალიან მყუდროა, მაგრამ ამავდროულად ბევრი ხალხი იყრის თავს. თუ ადგილობრივებზე დაკვირვება მოგწონთ, ეწვიეთ ამ ბაზარს.

ბუდაპეშტის პარლამენტის შენობის ან ბუდას კოშკის გამოსახულების მქონე სუვენირები აუცილებლად უნდა გააყოლოთ ხელს. შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ სუვენირების მაღაზიას.

ყველაზე დიდი სუვენირების მაღაზია-მარკეტი (The Biggest Souvenir Shop-Market in Budapest) – მგონი სახელიც კარგად აღწერს ამ ადგილის მრავალფეროვნებას. აქაური სუვენირებიდან ძალიან ძნელია მხოლოდ ერთ ვარიანტზე დაკმაყოფილდეთ.

ბაზარი ნ1 (Market1 Hungarian Souvenir and Gift Shop) – ამ უზარმაზარი მაღაზიიდან გასვლა არ მოგინდებათ. შეიძინეთ ბუდაპეშტის ცნობილი ღირსშესანიშნაობების მინიატურული სუვენირები ან საფოსტო მარკები.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ბუდაპეშტში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ბუდაპეშტი  ავიაბილეთები დღესვე!

როდის არის საუკეთესო დრო ბუდაპეშტში სამოგზაუროდ?

ბუდაპეშტში ვიზიტისათვის საუკეთესო დრო გაზაფხული და შემოდგომაა. ამ დროს ნეიტრალური ამინდებია და თანაც, მდინარე დუნაის გარშემო სეირნობა განსაკუთრებით სასიამოვნოა. გაზაფხულზე, აპრილსა და მაისში, ბუდაპეშტში იმართება გაზაფხულის ფესტივალი, უამრავი კულტურული და 200-ზე მეტი მუსიკალური ღონისძიებით. თუმცა, ყოველ ზაფხულს, აგვისტოში, ქალაქში მუსიკის უდიდესი ფესტივალი ეწყობა. მისთვის სპეციალურად ჩადიან ბუდაპეშტში ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შემოდგომაც არ დაგწყვეტთ გულს – იცოდით, რომ მიუნხენის მსგავსად, ბუდაპეშტშიც იმართება ოქტომბერფესტი? ამ ღონისძიებაზე სასმლის ბევრ ვარიაციას დააგემოვნებთ, მათ შორის უნგრულ ლუდს. გირჩევდით ალუბლის ლუდი დააგემოვნოთ, ეს ქალაქის სავიზიტო ბარათია. სექტემბერში ღვინის ფესტივალსაც შეგიძლიათ დაესწროთ. ზამთრის ბაზრები კი ბუდაპეშტში საოცარია, შობისათვის ქალაქი განსაკუთრებულად ემზადება. უნგრეთის დედაქალაქი წელიწადის ნებისმიერ დროს დიდ თავგადასავალს გიმზადებთ.

არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!

როგორ გადავაადგილდეთ ბუდაპეშტში?

ბუდაპეშტში გადაადგილების მრავალი საშუალებაა. ღირსშესანიშნაობებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მარტივად მიგიყვანთ, ან შეგიძლიათ ტაქსისა თუ პირადი მანქანის დაქირავება.

მეტრო გადაადგილების ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა. ბუდაპეშტის მეტროს აქვს 4 ხაზი, ისინი სხვადასხვა ფერითაა აღნიშნული, რათა მოგზაურობა გაგიმარტივოთ. ბუდაპეშტის მეტრო მე-19 საუკუნეშია აშენებული. მეტროს ბილეთები 350 ფორინტი ანუ 1$-მდე ღირს. არ დაგავიწყდეთ მეტროს ბილეთების აქტივაცია, რათა არ დაგაჯარიმონ. ბილეთებს შეიძენთ მეტროს ჯიხურებსა ან აპარატებში. მეტრო მუშაობს 4:30-დან 23:10-მდე.

ბუდაპეშტი ნამდვილად არის ის ქალაქი, რომელიც შეგიძლიათ ფეხით შემოიაროთ. ქალაქის უმეტესი ღირსშესანიშნაობები ფეხით ძალიან მარტივად მისაგნებ ადგილას მდებარეობს. მდინარე დუნაიზე გასეირნებისას შეგიძლიათ ეწვიოთ პარლამენტს. მარტივად მიხვალთ ფეხით მეთევზეების ბასტიონამდეცა და ბუდას კოშკამდეც. მოკლედ, ბუდაპეშტი ის ევროპული ქალაქია, რომელში ფეხით მოგზაურობა დიდად რეკომენდირებულია.

ბუდაპეშტში ტრამვაის 40 ხაზია. ისინი ტურისტულ ღირსშესანიშნაობებამდეც მიდის. მაგალითად ტრამვაი 2 მდინარე დუნაის გასწვრივ მიუყვება, მიგიყვანთ პარლამენტამდე, მეთევზეების ბასტიონამდე, ბუდას კოშკამდე და სხვა ბევრ ღირსშესანიშნაობამდე. ტრამვაი ძალიან სწრაფ-სწრაფად დადის. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ იმავე მეტროს ან ავტობუსის ბილეთი.

ბუდაპეშტი 200-ზე მეტ ავტობუსის ხაზს მოიცავს. ქალაქში მეტროთიც მარტივად შეძლებთ გადაადგილებას, თუმცა ავტობუსებიც მარტივი, სწრაფი და იაფი საშუალებაა. აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე შეგიძლიათ 200E ავტობუსი გამოიყენოთ. ავტობუსები 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

ტაქსი ბუდაპეშტში საკმაოდ იაფია, თუმცა მისი ფასი იზრდება ღამის საათებში. თუმცა, გირჩევთ მხოლოდ ოფიციალური ტაქსის სერვისები გამოიყენოთ. მაგალითად:

  • City Taxi (+36 1 211 1111)
  • Főtaxi (+36 1 222 2222)
  • Tele 5 (+36 1 555 5555)

ბუდაპეშტის ქარდი (Budapest Card) – ძალიან კარგი საშუალებაა ბუდაპეშტში სამოგზაუროდ. არსებობს 24, 48, 72 ან 96 საათიანი ბარათები. ისინი წვდომას მოგცემთ ბუდაპეშტის მუზეუმებზე, თერმულ აბანოებზე, მოიცავს ტურს ქალაქის ღირსშესანიშნაობების სანახავად და ფასდაკლებას სხვადასხვა ტურისტულ ღირსშესანიშნაობაზე. რაც მთავარია, ბარათები გულისხმობს გადაადგილების ულიმიტო საშუალებას ბუდაპეშტის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

  • 24 საათიანი პაკეტი ღირს 39€
  • 48 საათიანი პაკეტი 53€
  • 72 საათიანი 69€
  • 96 საათიანი კი 87€
kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები ბუდაპეშტში?

ბუდაპეშტი ბუნებასთან ძალიან ახლო ქალაქია. მდინარე დუნაი ფაქტობრივად ბუდაპეშტის სულია. აქ პარკებიც მრავლადაა. მათ შორის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარე პარკებს მარტივად ნახავთ.

პარლამენტიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად ეწვიეთ პარლამენტის პარკს. შენობის წინ ულამაზესი ყვავილების პარკია. თანაც, აქედან მდინარე დუნაის გადაჰყურებთ და შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ხედით.

ოლიმპიის პარკი ბუდაპეშტის პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარეობს. აქ იდეალური გარემოა დასასვენებლად, სათამაშოდ, განსატვირთად ან პიკნიკისთვის. პარკი ასევე მდინარე დუნაის გადაჰყურებს.

ეს პარკი ეროვნული სახისაა. იგი მღვიმის ნაწილია და მე-19 საუკუნეშია გაშენებული. აქაურობა სუფთა და მოწესრიგებულია. თანაც, აქ უდიდესი ბილიკია, რომელზე სეირნობასაც შეძლებთ.

ბუდაპეშტის ქალაქის პარკი ძალიან დიდია. აქ შეგიძლიათ ისეირნოთ, დაათვალიეროთ გარემო ან სულაც პიკნიკი მოაწყოთ.

ბიკას პარკი კარგი ადგილია, თუ სეირნობისას ისტორიული ადგილების დათვალიერებაც გინდათ. აქ ძველრომაული ქალაქის ნანგრევებსაც ნახავთ.

ეს ბაღი ძალიან ძველია, თანაც იგი ეროვნულ მუზეუმთან ახლოს მდებარეობს. ბაღი ძალიან მწვანე და მყუდროა. აქ კარგად დასვენებასა და განტვირთვას შეძლებთ.

გადაწყვიტე მოიწყო დიდი თავგადასავალი ბუდაპეშტში? მაშინ იაფი ფრენები ბუდაპეშტში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები ბუდაპეშტზე

სულ მცირე 2-3 დღე მაინც უნდა გაატაროთ ქალაქში, რათა შეძლოთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების სრულად დათვალიერება.

პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან ბევრი სიარული მოგიწევთ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევდით წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც.

ბუდაპეშტი ცნობილია ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაოებებით. ასევე, ქალაქში ნახავთ გოგირდის აბანოებსაც, რომლებსაც მუდამ სტუმრობენ ტურისტები.

ბუდაპეშტი ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, საკმაოდ იაფი სამოგზაურო ადგილია.

ბუდაპეშტი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ლოკაციად ითვლება ევროპაში. ცხადია, აქაც მოგიწევთ ყურადღებით ყოფნა და სიფრთხილე, განსაკუთრებით თუ ტაქსითი აპირებთ მგზავრობას.

უმჯობესია ფრენები ბუდაპეშტში შემოდგომის ან გაზაფხულის სეზონისთვის შეიძინოთ, რადგან ამ დროს ამინდები საუკეთესოა ქალაქში, თუმცა ნებისმიერ სეზონზე მოახერხებთ კომფორტულად დასვენებას.

BUD – ბუდაპეშტის ფრანც-ლისტის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 16 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ბუდაპეშტში გამგზავრებას შეძლებთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. ქუთაისიდან ბუდაპეშტში პირდაპირი რეისებით იმგზავრებთ, თბილისიდან და ბათუმიდან კი ნახავთ გადაჯდომით ფრენებს.

თბილისიდან ბუდაპეშტში დაფრინავს: Austrian Airlines, Lot, Aegean Airlines და Turkish Airlines. თურქეთის ავიახაზები ბათუმიდანაც დაფრინავს, ქუთაისიდან კი პირდაპირ რეისებს ახორციელებს Wizz Air.

მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას ბუდაპეშტში მოგზაურობის შესახებ

იაფი ფრენები ბუდაპეშტის მიმართულებით უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ყველა ტიპის მოგზაურის…

იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტის მიმართულებით უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე…

იაფი ფრენები თბილისიდან ბუდაპეშტში უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს