რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდან საქართველოზე მიმართულ ავიარეისები, აპრილიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “კომერსანტი” ავრცელებს, რომელიც ადგილობრივი აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. საუბარია რეისებზე თბილისის და ბათუმის მიმართულებით, რომლებსაც ავიაკომპანია Red Wings -ი განახორციელებს.

ავიაკომპანიის ვებსაიტზე უკვე გამოქვეყნდა აღნიშნული მარშრუტების განრიგი. ბილეთების ფასი ერთი ადამიანისთვის თბილისის და ბათუმის მიმართულებით დაახლოებით დაახლოებით 600 ლარიდან იწყება.

თბილისი ნიჟნი-ნოვგოროდი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 იანვარი 202614 იანვარი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 883 -დან
5 იანვარი 202612 იანვარი 2026პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 832 -დან
22 იანვარი 202625 იანვარი 20262 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 078 -დან
6 თებერვალი 20266 მარტი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 009 -დან
8 თებერვალი 20266 მარტი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 146 -დან
15 თებერვალი 20266 მარტი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 222 -დან
19 მაისი 202626 მაისი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 331 -დან
8 ივნისი 202616 ივნისი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 401 -დან
17 ივნისი 20261 ივლისი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 474 -დან
18 ივნისი 20262 ივლისი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 478 -დან
23 ივნისი 20262 ივლისი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 583 -დან
6 აგვისტო 202623 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 1 512 -დან

  • ბათუმისკენ პირველი ფრენა 26 აპრილს შედგება. საწყის ეტაპზე ნიჟნი-ნოვგოროდიდან რეისები ყოველ შაბათს შესრულდება, ხოლო ბათუმიდან – კვირაობით. 28 მაისიდან კი სიხშირე იზრდება: დაემატება დამატებითი ფრენა ოთხშაბათობით ნიჟნი-ნოვგოროდიდან და ხუთშაბათობით ბათუმიდან. ამ მარშრუტზე მგზავრობა 3 საათსა და 35 წუთს გასტანს.
  • თბილისისკენ პირველი რეისი 28 აპრილს იგეგმება. ფრენები ნიჟნი-ნოვგოროდიდან ორშაბათობით, ხოლო თბილისიდან სამშაბათობით შესრულდება. 5 ივნისიდან დაემატება დამატებითი სიხშირეც – ნიჟნი-ნოვგოროდიდან რეისი შესრულდება ხუთშაბათს, ხოლო თბილისიდან პარასკევს. მგზავრობის დრო 3 საათი და 20 წუთია.

აქვე გვითხრეს, რომ ადრე ნიჟნი ნოვგოროდის ხელისუფლება სოხუმთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების გეგმებსაც აანონსებდა, თუმცა “კომერსანტის” ინფორმაციით, ამ დროისთვის აფხაზეთი აეროპორტის განრიგში არ ფიგურირებს.

შეგახსენებთ, Red Wings georgia -ი უკვე ახორციელებს პირდაპირ ფრენებს თბილისიდან და ბათუმიდან რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, როგორიცაა: სოჭი, მინერალნიე ვოდი, სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ყაზანი, სამარა, ეკატერინბურგი და უფა.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება
შემდეგი სტატიანიჟნი-ნოვგოროდიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments