Wizz Air -ის აღმასრულებელი დირექტორი, როლანდ ტიშნერის თქმით, ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე გაფართოებას გეგმავს და დამატებითი აეროპორტების განხილვაც მიმდინარეობს, თუმცა უახლოეს პერიოდში ფრენებს კვლავ მხოლოდ ქუთაისის აეროპორტიდან განახორციელებენ.

“გვინდა გავაფართოვოთ ჩვენი ქსელი საქართველოში. თარიღებზე ზუსტ პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ქვეყნის ბაზარზე ჩვენი აქტიურობის გაზრდა გვსურს. Wizz Air-ს ამჟამად 300-ზე მეტი ახალი თვითმფრინავის შეკვეთა აქვს, რაც ჩვენი ფლოტის ზომას გააორმაგებს. საქართველო მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს, ტურიზმის სექტორი ვითარდება, და მგზავრთა რაოდენობა მზარდია.”

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი11 მაისი 202515 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 227 -დან
ბარსელონა4 ივნისი 202513 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 867 -დან
ბერლინი11 მაისი 202518 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 539 -დან
ბრიუსელი25 სექტემბერი 202512 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 596 -დან
ბუდაპეშტი30 მაისი 20255 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 334 -დან
დორტმუნდი3 ივნისი 20257 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 396 -დან
მემინგენი22 მაისი 202529 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 609 -დან
ფრანკფურტი16 მაისი 202519 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 440 -დან
ჰამბურგი17 მაისი 202527 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 386 -დან
კატოვიცა19 მაისი 202521 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 308 -დან

 

ტიშნერის თქმით, საქართველოს მთავრობასთან და ქუთაისის აეროპორტთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ, რათა არსებული გამოწვევები დაძლიონ.

“ქუთაისის აეროპორტი ძალიან კარგია, და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. ბუნებრივია, სირთულეები ყველა აეროპორტში არსებობს და ქუთაისიც გამონაკლისი არ არის. ცოტა ხნის წინ, თოვლიანი ამინდის გამო, გარკვეულმა აღჭურვილობამ ისე ვერ იმუშავა, როგორც მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ საკითხზეც ვიმუშავეთ. ზოგადად, აეროპორტის გუნდთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს.”

ამასთან, Wizz Air ქუთაისში ბაზირებული თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდასაც განიხილავს.

2025 წელს ქუთაისის ბაზაზე მეოთხე თვითმფრინავს დავამატებთ. გასულ წელს ერთი ხომალდი გავიყვანეთ, თუმცა ახლა შევძლებთ ამ ბაზისთვის მეოთხე თვითმფრინავის დაბრუნებას. გარდა ამისა, ვგეგმავთ ჰამბურგის და მადრიდის მიმართულებებზე ფრენების აღდგენას და ლიონში ახალი რეისის დამატებას.” – აცხადებს როლანდ ტიშნერი.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის ზაფხულის აქცია – ავიაბილეთები 129 ლარიდან!
შემდეგი სტატიაGeorgian Airways იტალიის ქალაქებში, რომსა და ფორლიში ფრენებს იწყებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments