საქართველოში ოპერირებას ოთხი ახალი ავიაკომპანია იწყებს და ამასთან ერთად, 5 ახალი პირდაპირი ავიამიმართულება ემატება. გაზაფხულიდან ფრენებს საქართველოს მიმართულებით British Airways, easyJet, Edelweiss და Transavia France დაიწყებენ.

  • British Airways რეგულარულ ფრენებს ლონდონი თბილისი თბილისი ლონდონი -ს მიმართულებით 30 მარტიდან იწყებს. რეისები კვირაში ოთხჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება. ავიაბილეთის ფასი ეკონომ კლასში 114 ევროდან, ხოლო ბიზნეს კლასში 406 ევროდან იწყება.
  • easyJet 31 მარტიდან შემოგვთავაზებს პირდაპირ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ლონდონის, ჟენევისა და მილანის მიმართულებით. ავიაბილეთების ფასები მიმართულების მიხედვით 34-180 ევროს ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, თბილისი მილანი ს მარშრუტზე ავიაბილეთების ფასი ამ დროისათვის 34 ევროდან იწყება და 104 ევროს აღწევს.
  • Edelweiss საქართველოს ავიაბაზარზე 12 აპრილიდან შემოდის და თბილისი ციურიხი ციუხრიხი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე პირდაპირი ფრენებს დაიწყებს. რეისები კვირაში ორჯერ განხორციელდება, ხოლო ბილეთის ფასი 190-450 ევროს ფარგლებში იქნება.
  • Transavia France 9 აპრილიდან შეასრულებს ფრენებს პარიზი თბილისი თბილისი პარიზი ს მიმართულებით. ავიარეისები კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო ავიაბილეთის საშუალო ფასი 153 ევროს შეადგენს.

easyJet პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ჟენევა12 მაისი 202522 მაისი 2025EasyJetავიაბილეთები 597 -დან
ლონდონი16 აგვისტო 202526 აგვისტო 2025EasyJetავიაბილეთები 962 -დან
მილანი4 თებერვალი 202615 თებერვალი 2026EasyJetავიაბილეთები 517 -დან

 

აღსანიშნავია, ისიც რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ავიაკომპანია Wizz Air 3 ახალ მიმართულებაზე ამატებს პირდაპირ რეისებს: ლიონი, ჰამბურგი და მადრიდი.

ფრენების დაწყების თარიღები:

  • 15 აპრილი – Wizz Air იწყებს პირდაპირ ფრენებს ქუთაისი ჰამბურგი –ს მიმართულებით.
  • 29 აპრილი – Wizz Air შეასრულებს პირველ პირდაპირ რეისს ქუთაისი მადრიდი -ს მარშრუტზე.
  • 3 ივნისი – Wizz Air რეგულარულ ფრენებს დაიწყებს ქუთაისი ლიონი -ს მიმართულებით.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი28 მაისი 20258 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 277 -დან
ბარსელონა9 მაისი 202516 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 852 -დან
ბერლინი2 ივლისი 202530 ივლისი 2025Wizz Airავიაბილეთები 673 -დან
ბრიუსელი15 მაისი 202518 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
ბუდაპეშტი28 მაისი 20255 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 367 -დან
დორტმუნდი3 ივნისი 20257 ივნისი 2025Wizz Airავიაბილეთები 396 -დან

 

ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჰაერო კავშირებს და გაზრდის მგზავრთა არჩევანის შესაძლებლობას. British Airways, Transavia France, easyJet და Edelweiss-ის მიერ შეთავაზებული ახალი პირდაპირი რეისები გაზრდის მგზავრთნაკადს და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას. ავიაბილეთებზე ხელმისაწვდომი ფასები კი მგზავრებს მეტ შესაძლებლობას მისცემს, კომფორტულად და ხელსაყრელი ტარიფებით იმოგზაურონ ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. ამ სიახლეს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ქვეყნის ავიაციის სექტორზე, ასევე ეკონომიკურ აქტივობაზე, რაც საქართველოს საჰაერო ბაზრის ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს.

დაეგეგმეთ მოგზაურობა მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში2025 წლის მეორე ნახევრიდან ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება – რა უნდა იცოდეთ ETIAS-ის შესახებ?
შემდეგი სტატიაPegasus Airlines-ის სპეციალური აქცია – იფრინე 79 ლარიდან!
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments