2025 წლის მეორე ნახევრიდან ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს მოქალაქეებზეც. უფრო კონკრეტულად, 60-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 1.4 მილიარდ მოქალაქეს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ, მოუწევთ ETIAS-ის გავლა შენგენის ქვეყნებში და კვიპროსში მოგზაურობისთვის.

ETIAS წარმოადგენს ონლაინ ავტორიზაციის პროცესს, რომელიც 180 დღის განმავლობაში საშუალებას აძლევს პირებს დარჩნენ ევროპის 30 ქვეყანაში მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში. განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება ETIAS-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სისტემაში რეგისტრაციისთვის საჭიროა:

  • მოქმედი პასპორტი, რომლის ვადაც მინიმუმ 3 თვეს აღემატება;
  • მოქმედი ელფოსტის მისამართი;
  • ონლაინ ფორმის შევსება;
  • 7 ევროს ოდენობის მოსაკრებლის გადახდა.

თუმცა, 18 წლამდე და 70 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის ავტორიზაცია უფასოა.

შენგენის ზონის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი , გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია , ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, რუმინეთი.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა14 მაისი 202621 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 617 -დან
ათენი20 მაისი 202621 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 196 -დან
ბარსელონა22 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 403 -დან
ბერლინი29 აპრილი 20266 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 421 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 278 -დან
ბრატისლავა11 ოქტომბერი 202621 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 235 -დან
ბუდაპეშტი27 მაისი 202630 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 285 -დან
დორტმუნდი19 მაისი 202626 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 398 -დან
მემინგენი6 მაისი 20268 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 239 -დან
ფრანკფურტი29 მაისი 20268 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 274 -დან

გაცემული ავტორიზაცია მოქმედი იქნება 3 წლის განმავლობაში, თუმცა, თუ ამ პერიოდის განმავლობაში პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, ახალი განაცხადის გაკეთება გახდება აუცილებელი.

განაცხადების უმეტესობა წუთებში მუშავდება, თუმცა, შესაძლოა, პროცესი გახანგრძლივდეს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, განხილვა შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე, ხოლო ინტერვიუს დანიშვნისას – 30 დღემდე. შესაბამისად, რეკომენდებულია განაცხადის გაკეთება მოგზაურობამდე რამდენიმე კვირით ადრე.

აღსანიშნავია, რომ ევროპა პირველი არ არის, ვინც მსგავსი სისტემა აამოქმედა – მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოდელი უკვე მოქმედებს აშშ-ში, კანადაში და ავსტრალიაში.

დაეგეგმეთ მოგზაურობა ყველაზე მარტივად Avia.ge-სთან ერთად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რეიტინგი
შემდეგი სტატიასაქართველოში British Airways, easyJet, Edelweiss და Transavia France იწყებს ოპერირებას
5 1 vote
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
Star Lord
1 year ago

გაუნათლებლობა ადამიანები შეცდომაში შეყავთ. ბულგარეთი და რუმინეთი შენგწნის ზონებს მიეკუთვნებიან. ჯერ გადაამოწმეთ ინფორმაცია და მერე აწკაპუნეთ კლავიატურაზე.