ბოლო პერიოდში ევროპული აეროპორტები მინიმალურ გადაჯდომის დროს ზრდიან (MCT – Minimum Connecting Time), რაც წარმოადგენს აუცილებელ ინტერვალს, რომელიც მგზავრებს ფრენებს შორის გადასასვლელად სჭირდებათ.

ზოგიერთი ავიაგადამზიდავი გადაკდომისთვის მცირე ინტერვალებს განსაზღვრავდა, რაც სპეციალისტების აზრით, საერთაშორისო სამგზავრო ნაკადებში უპირატესობის მოპოვების მცდელობა იყო. ზოგადად, დაჯავშნის სისტემებში კომპანიები, რომლებსაც უფრო მოკლე გადაჯდომის დრო აქვთ, უფრო თვალსაჩინო პოზიციებს იკავებენ. თუმცა, ამ ტენდენციაში ცვლილებები უკვე შეიმჩნევა.

ძირითადი ცვლილებები:

  • ფრანკფურტის აეროპორტი: 2025 წლის 30 მარტიდან ფრანკფურტის აეროპორტში Lufthansa-ს ფრენებისთვის მინიმალური გადაჯდომის დრო სტანდარტულად 60 წუთი იქნება. აქამდე ზოგიერთ მარშრუტზე შესაძლებელი იყო 45-50 წუთიანი გადაჯდომა, თუმცა ეს გამონაკლისი უქმდება.
  • ამსტერდამის სქიფოლის აეროპორტი: KLM რეკომენდაციას უწევს მინიმუმ 40 წუთს შენგენის ზონაში გადაჯდომისთვის. თუ მგზავრს სჭირდება არაშენგენის ქვეყნიდან გადაჯდომა, პასპორტის კონტროლის გათვალისწინებით, მინიმალური დრო 50 წუთამდე იზრდება.
  • პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი: გადაჯდომისთვის მინიმალური დრო ერთსა და იმავე ტერმინალში 60 წუთია, ხოლო სხვადასხვა ტერმინალებს შორის გადაადგილებისთვის რეკომენდებულია 90 წუთი.
  • ლონდონის ჰითროუს აეროპორტი: ამავე ტერმინალში გადაჯდომისთვის მინიმალური დრო 75 წუთია, ხოლო ტერმინალებს შორის გადაადგილების შემთხვევაში – 90 წუთი.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი25 დეკემბერი 20265 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 157 -დან
ალმათი28 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Air Astanaავიაბილეთები 998 -დან
ამსტერდამი17 ივნისი 202720 ივნისი 2027Transaviaავიაბილეთები 695 -დან
ანკარა9 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 340 -დან
ათენი31 დეკემბერი 20263 იანვარი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 459 -დან
აბუ-დაბი11 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 924 -დან
ანთალია11 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 435 -დან
ბაჰრეინის კუნძული12 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 353 -დან
ბაქო6 ივნისი 202713 ივნისი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 596 -დან
ბელგრადი31 იანვარი 20274 თებერვალი 2027Air Serbiaავიაბილეთები 728 -დან

ევროპული აეროპორტების მიერ მინიმალური გადაჯდომის დროის გაზრდა მიზნად ისახავს მგზავრთა ნაკადის უფრო ეფექტურად მართვას და ფრენებს შორის კავშირის საიმედოობის გაუმჯობესებას. ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი და გადატვირთული აეროპორტებისთვის, სადაც უსაფრთხოების პროცედურები, პასპორტის კონტროლი და ტერმინალებს შორის გადაადგილება მეტ დროს მოითხოვს. შესაბამისად, მგზავრებს ურჩევენ, დაგეგმონ მგზავრობა წინასწარ, გაითვალისწინონ განახლებული გადაჯდომის დრო და შეარჩიონ ოპტიმალური ფრენები კომფორტული და უწყვეტი მგზავრობისთვის.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანი შეთანხმება – საქართველო და ისლანდია საჰაერო მიმოსვლისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების რეიტინგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted