1.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
მთავარიაკროპოლისის მუზეუმი , ათენი

აკროპოლისის მუზეუმი , ათენი

25.80 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

2 სთ
უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ელექტრონული ვაუჩერი
არ არის პარკინგი

მიმოხილვა

აკროპოლისის მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცეა. აქ თავმოყრილია ის არტეფაქტები, რომლებიც აკროპოლისის ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრების შედეგად. შესაბამისად, აქაური მასალა ინახავს ინფორმაციას ძველ საბერძნეთზე, ბერძნების ყოველდღიურ ცხოვრებასა და კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

აკროპოლისის მუზეუმი საზოგადოებისათვის 2009 წელს გაიხსნა და 4 500 ექსპონანტით წარსდგა. მათ შორის, აქ ინახება ბრიტანეთის მუზეუმიდან გამოთხოვილი დიდებული ბერძნული სკულპტურები. იქამდეც, მე-20 საუკუნეშიც აკროპოლისის ძველი მუზეუმი ფუნქციონირებდა, თუმცა თანამედროვე მუზეუმი გაცილებით დიდ მასალას ინახავს და უფრო მრავალფეროვან ინფორმაციას გვაწვდის ანტიკურ დროზე.

აკროპოლისის მუზეუმში თავმოყრილია ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული ბიზანტიურ ეპოქამდე არტეფაქტები. აქაურობა სხვადასხვა კულტურის მკვლევრებისათვის საინტერესო არეალია. მუზეუმი აკროპოლისთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ ორი კულტურული ძეგლის ნახვას ერთ დღეში თავისუფლად მოასწრებთ. თუმცა, თავად მუზეუმისათვის დიდი დრო გამოყავით, რადგან აქაურობა აუცილებლად კარგად უნდა შეისწავლოთ. ძველი ნივთები ფაქტობრივად თვალწინ გადაგიშლით ბერძნულ საიდუმლოებებს. ამ ბლოგში კი გაეცნობით მნიშვნელოვან დეტალებს აკროპოლისის მუზეუმში ვიზიტისათვის და გაგიმარტივებთ მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს.

საინტერესო ფაქტები

  • აკროპოლისის მუზეუმი 2009 წელს გაიხსნა
  • აქ თავმოყრილია აკროპოლისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძველი მასალა
  • აკროპოლისის მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია
  • უმჯობესია, მუზეუმს დილით ადრე ან 4 საათის შემდეგ ესტუმროთ
  • თუ აკროპოლისისა და მუზეუმის ერთად ნახვას აპირებთ, უმჯობესია ჯერ აკროპოლისი მოინახულოთ და შემდეგ მუზეუმი
  • მუზეუმი მუშაობს დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე
  • ბოლო ვიზიტი შეგიძლიათ 4:30-ზე
  • ბილეთების გაუქმება კი არ არის შესაძლებელი

წესები და პირობები

  • მუზეუმში უმჯობესია დიდი ჩანთითა და ბარგით არ მიხვიდეთ
  • ფოტოების გადაღება არ არის შესაძლებელი მუზეუმში
  • არ უნდა შეეხოთ ექსპონანტებს
  • არ შეიძლება სასმლისა და საჭმლის შეტანა
  • დაიცავით სიჩუმე

მდებარეობა

Dionysiou Areopagitou Street Athens, Greece

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Christiansborg palace Copenhagen

კრისტიანსბორგის სასახლე, კოპენჰაგენი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Kronborg Castle

კრონბორგის სასახლე, კოპენჰაგენი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
National Museum of Denmark

დანიის ეროვნული მუზეუმი, კოპენჰაგენი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Tivoli Gardens Copenhagen

ტივოლის ბაღები, კოპენჰაგენი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Copenhagen city hall tower

კოპენჰაგენის მერიის კოშკი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Palazzo Contarini del Bovolo

კონტარინი დელ ბოვოლოს სასახლე, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Doge's palace venice

დოჟების სასახლე, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Gondola tours venice

გონდოლების ტური, ვენეცია

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია