კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლებმა და ევროპული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ის ხელმძღვანელებმა ბუდაპეშტში შეხვედრა გამართეს, სადაც განიხილეს სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტირების განახლების საკითხი. აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 11-13 თებერვალს ბორისპოლის აეროპორტის დელეგაციამ ბუდაპეშტში, WizzAir -ის სათაო ოფისში, მაღალი დონის შეხვედრები და მოლაპარაკებები გამართა. მთავარი თემა იყო საჰაერო სივრცის გახსნის შემდეგ ბორისპოლის აეროპორტიდან ფრენების ოპერატიულად განახლება.

WizzAir-მა დაადასტურა, რომ კომპანიას აქვს მკაფიო და ამბიციური გეგმა უკრაინის ბაზარზე დაბრუნებისთვის. ამ დროისთვის, უკრაინის საჰაერო სივრცის გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია.

WizzAir-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯოზეფ ვარადის განცხადებით, კომპანიას აქვს მტკიცე გეგმა უკრაინაში ფრენების განახლებისთვის და ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან დაახლოებით ექვსი კვირის განმავლობაში გეგმავს დაახლოებით 30 მარშრუტის აღდგენას.

Wizz Air ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი18 იანვარი 202722 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
ბარსელონა22 ოქტომბერი 202628 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 467 -დან
ბერლინი22 დეკემბერი 20265 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 411 -დან
ბრიუსელი11 მარტი 202714 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 321 -დან
ბრატისლავა5 იანვარი 202712 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 218 -დან
ბუდაპეშტი12 ივნისი 202616 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 290 -დან
დორტმუნდი2 მაისი 20265 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 443 -დან
მემინგენი20 მაისი 202617 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 253 -დან
ფრანკფურტი8 მაისი 202611 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 501 -დან
ჰამბურგი17 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 389 -დან

 

ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს შეფასებით, უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნას ექვსიდან რვა კვირა დასჭირდება. კონფლიქტის დასრულებიდან ექვსი თვის განმავლობაში, WizzAir გეგმავს კიევში და ლვოვში ბაზების აღდგენას, წლიურად დაახლოებით 5 მილიონი ადგილის მიწოდებით 60 მარშრუტზე. კონფლიქტამდე, 2021 წელს, WizzAir-ს უკრაინის ბაზარზე 10.1%-იანი წილი ეკავა.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ 2025 ფისკალურ წელს ელოდება 50 ახალი Airbus-ის თვითმფრინავის მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მისი ოპერაციული შესაძლებლობებს.

დაჯავშნე Wizz Air -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად! დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიEdelweiss წესები და პირობები
შემდეგი სტატია5 ახალი მიმართულება თბილისიდან, 3 ახალი მიმართულება ქუთაისიდან – სად იწყება ფრენები?!
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments