უკვე ფიქრობთ თქვენს მომავალ მოგზაურობებზე? Wizz Air -ი თქვენს ოცნებებს რეალობად აქცევს და ქუთაისის აეროპორტი -დან წლის ყველაზე მიმზიდველ მიმართულებებზე მოგზაურობას, ყველაზე ბიუჯეტურად გთავაზობთ. იქნება ეს თვალწარმტაცი სანაპიროები თუ კულტურული ღირსშესანიშნაობებით სავსე ქალაქები. ქვემოთ გაეცნობით ვიზეარის მარშრუტებში არსებულ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს, რომლებიც 2025 წელს დაუვიწყარს გახდის!
რომი – ქალაქი, სადაც ცხოვრება მართლაც მშვენიერია
თუ მარადიული ქალაქის მონახულება თქვენი ოცნებაა, 2025 წელი იდეალური დროა სურვილის ასასრულებლად. რატომ? იმიტომ რომ ეს წელი რომისა და ვატიკანის განსაკუთრებულ საიუბილეო წლად გამოცხადდა. ეს წმინდა წელი დაიწყო 2024 წლის შობის დღესასწაულზე და 2026 წლის ნათლისღების დღეს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი მოვლენა მხოლოდ 25 წელიწადში ერთხელ ხდება, როცა კათოლიკური ეკლესია მორწმუნეებს საშუალებას აძლევს მიიღონ პლენარული ინდულგენცია – ცოდვების მიტევება საკუთარი თავისთვის ან გარდაცვლილი ახლობლებისთვის. ასე რომ, 2025 წელს რომი კიდევ უფრო დიდებულ და შთამბეჭდავ სახეს მიიღებს და უამრავ საიტერესო ღონისძიებას გპირდებათ!
ქუთაისი რომი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
22 თებერვალი 2025 | 26 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 513 -დან | |
19 მარტი 2025 | 26 მარტი 2025 | ავიაბილეთები 452 -დან | |
14 აპრილი 2025 | 20 აპრილი 2025 | ავიაბილეთები 430 -დან |
ბუდაპეშტი – უნიკალური არქიტექტურის დედაქალაქი
წარმოიდგინეთ, როგორ ისვენებთ ბუდაპეშტის ცნობილ თერმულ აბანოებში, ტკბებით დუნაის პანორამული ხედებით და აგემოვნებთ უგემრიელეს უნგრულ კერძებს. ეს ქალაქი განთქმულია სახურავებზე მდებარე კაფეებით, ევროპაში ყველაზე ცოცხალი ახალგაზრდული ატმოსფეროთი და მალული ბარებით, რომლებიც ქალაქს დამატებით მისტიკასა და უნიკალურობას სძენენ.
ლარნაკა – ხმელთაშუა ზღვის ფარული მარგალიტი
ოქროსფერი ქვიშის სანაპირო, კრისტალურად სუფთა ზღვა და ადგილობრივი ზღვის პროდუქტებით სავსე ტრადიციული რესტორნები. ლარნაკა იდეალური მიმართულებაა მათთვის, ვისაც სურს ხმელთაშუა ზღვის სილამაზით ტკბობა, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. აქ დაგხვდებათ მომხიბვლელი ზღვისპირა ტავერნები, მშვიდი ატმოსფერო და დაუვიწყარი ხედები, რომლებიც ღია ბარათზე გამოსახულ სურათს მოგაგონებთ.
თუ ლარნაკას გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში ესტუმრებით, აუცილებლად მოინახულეთ მლაშე ტბა, სადაც შეგიძლიათ ვარდისფერი ფლამინგოები იხილოთ – სანახაობა, რომელიც სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ!
ქუთაისი ლარნაკა
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
7 თებერვალი 2025 | 10 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 142 -დან | |
19 მარტი 2025 | 24 მარტი 2025 | ავიაბილეთები 142 -დან | |
6 აპრილი 2025 | 8 აპრილი 2025 | ავიაბილეთები 143 -დან |
ვენა – კლასიკისა და დახვეწილობის ქალაქი
ვენა მუდამ ამაღელვებელია თავისი დახვეწილი არქიტექტურით, კლასიკური მუსიკითა და ელეგანტური კაფეებით. ეს ქალაქი ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვინც ხელოვნებასა და კულტურას აფასებს. 2025 წელს აუცილებლად უნდა ესტუმროთ ვენის ოპერას, გაისეირნოთ დიდებული შენობებით გაფორმებულ ქუჩებში და დააგემოვნოთ ავსტრიული სამზარეულოს კლასიკა – მაგალითად, ორიგინალური ზახერის ტორტი.
ზამთარში ქალაქი ზღაპრულ ატმოსფეროს იძენს – შთამბეჭდავი საშობაო ბაზრობები, მორთული ქუჩები და თბილი გლინტვეინი ვენას ნამდვილ ჯადოსნურ გარემოს სძენს. იქნება ეს ბელვედერის სასახლის მონახულება თუ დუნაიზე საკრუიზო გასეირნება, 2025 წელს ვენა დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ!
პრაღა – ზღაპრული ქალაქი წარსულისა და თანამედროვეობის საოცარი სინთეზით
პრაღა ყოველთვის შთამბეჭდავია თავისი წითელსახურავიანი შენობებით, გოთიკური არქიტექტურითა და შუასაუკუნეების ქუჩებით, რომლებიც ისტორიითა და მისტიკით არის გაჟღენთილი. ქალაქის ცენტრში გასეირნება, ჩარლზის ხიდიდან მზის ჩასვლის ყურება და ცნობილი ასტრონომიული საათის მონახულება, დაუვუწყარი მოგონებებს დაგიტოვებთ.
პრაღაში არ უნდა გამოტოვოთ საკრუიზო ტური ვლტავის მდინარეზე, უგემრიელესი ჩეხური ლუდის დაგემოვნება და ზამთრის ზღაპრული ბაზრობების მონახულება. ეს ქალაქი მუდამ სავსეა რომანტიკით, ისტორიითა და იმ უნიკალური აურით, რომელიც აქ ერთხელ ჩასულ ადამიანს ყოველთვის დაბრუნებას აიძულებს.
2025 წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, მოგზაურობას ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, კვლავ Wizz Air გთავაზობთ. ჩაალაგეთ ჩემოდნები და გაემართეთ ოცნებების ასასრულებლად!
ისარგებლეთ Wizz Air-ის იაფი და მოქნილი ფრენებით. დაგვირეკეთ: 551 907 907