2025 წლის აპრილიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან Wizz Air -ი კვლავ დაიწყებს ფრენებს მადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მითითებული.

ავტორიზებული წყაროს მიხედვით, კომპანია ასევე ზრდის ფრენების სიხშირეს ქუთაისიდან რამდენიმე მიმართულებით: პრაღა (ჩეხეთი), ლარნაკა (კვიპროსი), ათენი და სალონიკი (საბერძნეთი).

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი18 იანვარი 202625 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 221 -დან
ბარსელონა2 მარტი 20266 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 456 -დან
ბერლინი22 იანვარი 202625 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
ბრიუსელი15 ნოემბერი 202622 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 335 -დან
ბუდაპეშტი12 თებერვალი 202614 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 225 -დან
დორტმუნდი31 იანვარი 20267 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 231 -დან

 

“2025 წლის აპრილიდან ჩვენი ფრენები მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით აღდგება. ავიაბილეთების ფასი იწყება 39.99 ევროიდან და შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ვებგვერდზე, ასევე მობილურ აპლიკაციაში. ფრენები განხორციელდება კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს,” – ნათქვამია Wizz Air-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Wizz Air-ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლიდერ პოზიციას იკავებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე, მათ საქართველოდან და საქართველოში 6 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს. 2016 წელს ქუთაისში ბაზის გახსნამ ტურიზმის სექტორში 4500-ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა, ხოლო თავად ავიაკომპანიის გუნდის წევრთა რაოდენობა 170-ს აჭარბებს. Wizz Air-ი აგრძელებს ოპერირებას ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ფლოტით და საქართველოს 15 ქვეყანასთან აკავშირებს, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანი კომფორტია.

დაგეგმე ბიუჯეტური მოგზაურობა Wizz Air -თან ერთად! დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში2024 წელს საქართველოს 5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო ტურისტი ეწვია
შემდეგი სტატიამადრიდის და ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აპრილიდან აღდგება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments