იაფი ფრენები მარსელში

იაფი ფრენები მარსელის მიმართულებით

საფრანგეთის ქალაქი მარსელი ტურისტებს მრავალფეროვან გარემოს დაახვედრებს. აქ ადგილობრივებიც საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და ბუნებაც ამ განსხვავებულობის ანარეკლს წარმოადგენს.

იაფი ფრენები მარსელში საფრანგეთის სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ერთდროულად გამოგზაურებთ. ქალაქს 2600 წლიანი ისტორია აქვს, რაც მის კულტურულ და არქიტექტურულ სახესხვაობაშიც კარგად აისახება. მარსელი ზღვაზე დასვენების მოყვარულებისთვისაც დიდ სიურპრიზებს მოაწყობს. ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, შესბამისად ამ თვალსაზრისითაც იქცევს მნახველების ყურადღებას.

მარსელში მუდამ კარგი ამინდი დაგხვდებათ. აქაური ფრანგული კოსმოპოლიტური გარემო კი თავს დიდებულთა ეპოქაში ამოგაყოფინებთ. ეს ქალაქი თავგადასავლების მოყვარული ტურისტებისთვის ნამდვილი მისწრება იქნება. აქ შეგიძლიათ დაესწროთ უამრავ ფრანგულ ღონისძიებასა თუ დღესასწაულს. თუმცა, მარსელი დასვენების მოყვარულ ტურისტებსაც საშუალებას მოგცემთ დრო ისე გაატაროთ, როგორც მოგესურვებათ.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა მარსელში?

მარსელის მიმართულებით ავიარეისებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით. მარსელში გაფრენას შეძლებთ თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან. თბილისიდან ფრენებს შემოგთავაზებთ მრავალი ავიაკომპანია. მათი პირობები განსხვავდება. გირჩევთ, ავიარეისების არჩევისას ყურადღება მიაქციოთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა გადაჯდომის ხანგრძლივობა და ადგილი.

თბილისიდან ყველაზე იაფი ფრენები მარსელში შეგიძლიათ შეიძინოთ 216 ლარიდან ზემოთ. ფრენებს შემოგთავაზებთ მრავალი ავიაკომპანია, მაგალითად: Pegasus, Turkish Airlines, Lufthansa და სხვა. ქუთაისიდან კი მარსელში სამოგზაუროდ შემოგთავაზებთ ავიაკომპანია პეგასუსის ავიაბილეთებს. ქუთაისიდანაც მსგავს ფასად, 217 ლარიდან ზემოთ შეძლებთ ფრენას. პეგასუსი და თურქეთის ავიახაზები დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებია და იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ, ლუფთანზა კი შედარებით მაღალი ხარისხის გერმანული ავიაკომპანიაა და მგზავრების კომფორტზე კონცენტრირდება.

დაბლა ნახავთ საქართველოს აეროპორტებიდან მარსელის მიმართულებით ავიაბილეთების განრიგს ცხრილების სახით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ივლისი 202629 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 034 -დან
30 ივლისი 20263 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 899 -დან
1 აგვისტო 20267 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაFly Oneავიაბილეთები 1 231 -დან
5 აგვისტო 20269 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 915 -დან
7 აგვისტო 202610 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 108 -დან
14 აგვისტო 202623 აგვისტო 20263 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 138 -დან
22 აგვისტო 202622 აგვისტო 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 370 -დან
28 აგვისტო 20264 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 121 -დან
29 აგვისტო 20264 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 082 -დან
1 სექტემბერი 202630 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 1 217 -დან
9 სექტემბერი 202613 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 1 083 -დან
21 სექტემბერი 202627 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 954 -დან
11 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაNorwegian Air Swedenავიაბილეთები 836 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
8 აგვისტო 202611 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 027 -დან
7 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 644 -დან
11 ოქტომბერი 202619 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 635 -დან
10 მაისი 202716 მაისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 951 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 სექტემბერი 202628 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 424 -დან

აღმოაჩინე მარსელი

სად დავრჩეთ მარსელში?

იაფი ფრენები მარსელში თუ თქვენს ხელთაა, გირჩევთ დროულად დაჯავშნოთ დასარჩენი ადგილიც. რამდენიმე ვარიანტს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Hotel Marsiho by Happyculture

ეს სასტუმრო მარსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. იგი ტურისტებისთვის მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს. იგი სამყაროდ მყუდრო გარემოს გთავაზობთ. აქ მრავალი მომსახურებით სარგებლობას შეძლებთ, მაგალითისთვის სასტუმროში დაგხვდებათ მრავალფეროვანი საუზმის მენიუც.

Campanile Marseille Saint Antoine

ეს სასტუმრო ასევე კარგ ადგილას მდებარეობს. მისი ნომრები მყუდროდ და გემოვნებით არის მოწყობილი. აქ შეგეძლებათ სხვადასხვა მომსახურებით სარგებლობა. სასტუმროში დაგხვდებათ მეგობრული პერსონალი, რომელიც თქვენს კომფორტულად დასვენებაზე იზრუნებს. სასტუმროს გარს არტყია ულამაზესი ბაღი, რომელში სეირნობასაც შეძლებთ.  ამასთან, სასტუმროს ნომრის ფასი მოიცავს საუზმესაც.

B&B HOTEL Marseille Centre La Timone

თუ გსურთ ნამდვილ ფრანგულ გარემოში ამოყოთ თავი, მაშინ ამ სასტუმროში დარჩენას გირჩევდით. აქაური ნომრები კეთილმოწყობილია და მომსახურე პერსონალიც მეგობრული და ყურადღებიანია. სასტუმროში შეძლებთ საუზმის სერვისით სარგებლობასაც.

Le Rhul

ეს სასტუმრო თავისი დიდი ნომრებით, კეთილმოწყობილი გარემოთი და პროფესიონალი პერსონალით აუცილებლად მოიგებს თქვენს გულს. სასტუმროს ტერასებიდან ულამაზესი ხედები იშლება. აქვე ნახავთ რესტორანსაც, რომლით სარგებლობასაც შეძლებთ. სასტუმროს მომსახურებაში შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ მარსელში?

მარსელი ისტორიული ქალაქია, შესაბამისად აქ აქტივობების მთელი რიგი დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ისტორიული ძეგლები ან სულაც ქალაქის სანაპიროებზე გაისეირნოთ.

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები მარსელში ან მომავალში აპირებთ საფრანგეთში მოგზაურობას, დაბლა დაათვალიერეთ მარსელის მთავარი ღირსშესანიშნაობები და შეიქმენით წინასწარი განწყობა მომავალი მოგზაურობისათვის.

ღვთისმშობლის ტაძარი

ღვთისმშობლის ბაზილიკა მარსელის სიმბოლო და ტურისტების მიერ ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა. მისი შენება თავიდან შუასაუკუნეებისთვის ცნობილი არქიტექტურული სტილით დაიწყო, თუმცა დროდადრო თანამედროვე არქიტექტურის სიმბოლოებიც შეემატა. ტაძარი დიდებულია და ყველა მნახველს აუცილებლად მონუსხავს.

მარსელის კათედრალი

მარსელის კათედრალი კათოლიკური ტაძარია. იგი მთელი საფრანგეთისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ფუნქციას ასრულებს. ტაძარი რომანული არქიტექტურული სტილითაა აშენებული. იგი ევროპული ხელოვნებისა და კულტურის სიმბოლოს წარმოადგენს.

ფორტ სენტ-ჟანი

ეს პორტი ლუი მე-14-ის დროს აიგო. დროდადრო პორტზე საფეხმავლო ბილიკები გაშენდა, რაც საშუალებას აძლევს მნახველს, ისტორიულ მუზეუმს ეწვიოს. აქაურობა ნამდვილ სამოთხეს წააგავს. აუცილებლად გირჩევდით მის მონახულებას.

ევროპული ცივილიზაციებისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მუზეუმი

თუ ისტორიის მოყვარული ხართ და მოგზაურობისას ბევრი ინფორმაციის შეგროვება გსურთ სხვადასხვა კულტურაზე, მაშინ ამ მუზეუმს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. გარდა იმისა, რომ იგი ბევრ და მრავალფეროვან არტეფაქტს ინახავს, ულამაზეს ადგილას მდებარეობს და თავისი ექსტერიერითაც გაგაკვირვებთ.

რა ვჭამოთ მარსელში?

იაფი ფრენები მარსელში კულინარიის მოყვარულებისთვისაც დიდ თავგადასავლებს ამზადებს. დაბლა იხილავთ მარსელის საფირმო კერძებს.

პისტუს წვნიანი

ეს ადგილობრივების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია. იგი წარმოადგენს ბოსტნეულის სუპისა და პასტის ერთიანობას. მისი გემო გამორჩეული და დასამახსოვრებელია. თანაც, კერძი საკმაოდ ნოყიერი და ჯანსაღია.

თევზის სუპი

თუ ზღვის პროდუქტების მოყვარული ხართ, მაშინ მარსელში მოგზაურობა ნამდვილად თქვენთვისაა. თევზის სუპი ერთ-ერთი სახასიათო კერძია ფრანგულ კულინარიაში. ზღვაოსნობა მარსელში საკმაოდ გავრცელებულია, რაც აქაურ კერძებზეც აისახება.

ნაზი და ნოსტალგიური მარსელური ნავიტა

დიახ, არ მოგესმათ – ნავიტა. ნავიტა ტკბილი პურია, რომელსაც ნავის ფორმა აქვს. ფაქტობრივად, მარსელის კულინარია აქაურობის კულტურული შინაარსის ანარეკლია. კერძები არა მხოლოდ გემოვნური, არამედ ორიგინალური და ემოციური პატერნითაც ფასდება.

ბულბესი

ბულბესი ასევე თევზის ნაირსახეობაა. იცოდით, რომ მარსელში თქვენ წინ მოამზადებენ თევზის კერძებს უმეტეს რესტორნებში? ბულბესი ადგილობრივების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია. ტურისტებს ამ კერძით თავმომწონედ უმასპინძლდებიან რესტორნებში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მარსელში ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
MRS
ენა
ფრანგული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
80-130 ევრო

ხშირად დასმული კითხვები მარსელში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები მარსელში , მაშინ თვალი გადაავლეთ მომდევნო სექციას. აქ ამოიკითხავთ ტურისტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

შემოდგომა და გაზაფხული საუკეთესო დროა მარსელში მოგზაურობისათვის. ამ დროს ქალაქში საუცხოო ტემპერატურაა და ქუჩების ნაკლებად გადატვირთულია.

მისი კულტურული და ისტორიული თავისებურებებით. მარსელის ტაძრები და პორტები მნახველებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ავიაბილეთები მარსელში შეგიძლიათ გადაჯდომით შეიძინოთ.

ავიაკომპანია პეგასუსი მარსელში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა საკმაოდ მარტივი პროცესია. საიტზე შესვლის შემდეგ საძიებო გრაფაში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება. საიტი გაგიფილტრავთ და გაჩვენებთ საუკეთესო ავიარეისებს თქვენ მიერ არჩეული ქალაქის მიმართულებით.

იაფი ფასებისთვის გირჩევდით არატურისტულ სეზონებზე იმოგზაუროთ. ამ დროს ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე ფრენებიცა და დასარჩენი ადგილებიც იაფდება.

2-3 დღე მაინც გათვალეთ მარსელში სამოგზაუროდ, რათა მისი მთავარი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება მოასწროთ.

MRS – მარსელის აეროპორტი ქალაქიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

გირჩევთ, ფრენები მარსელში შეიძინოთ 1.5-2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ავიაბილეთები ნახოთ კვირის დღეებში და მოგზაურობის პერიოდი არ დაამთხვიოთ მნიშვნელოვან სადღესასწაულო თარიღებს.

avia.ge -ს მეშვეობით ავიაბილეთებს აარჩევთ სწრაფად და მარტივად. მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე avia.ge საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს და ზრუნავს მათ ინტერესებზე. თანაც, ბილეთების შეძენას შეძლებთ არა მხოლოდ ონლაინ, დისტანციურადაც ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებით და ადგილზე მოსვლითაც, avia.ge-ს ოფისში, ჩვენი დახმარებით.