იაფი ფრენები ერევანში

იაფი ფრენები ერევანის მიმართულებით

იცოდით, რომ ერევანი რომზე უფრო ძველი ქალაქია? სომხეთის დედაქალაქი საუკუნეების ისტორიას ითვლის. თუ ძველი ქალაქების მონახულება თქვენი ერთ-ერთი მიზანია, მაშინ აუცილებლად გირჩევდით ეწვიოთ მას.

იაფი ავიაბილეთები ერევანში საშუალებას მოგცემთ ანტიკურ სამყაროს უკეთესად გაეცნოთ და ძველ მსოფლიოზე უფრო მკაფიო წარმოდგენები შეიქმნათ. სწორედ სიძველე და ისტორიულობა განაპირობებს იმას, რომ ქალაქი არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და აქ სხვადასხვა ტიპის უამრავ შენობას შეხვდებით.

ერევანი მყუდრო და მშვიდი ქალაქია. თუ გსურთ უამრავ აღმოჩენასთან ერთად, განტვირთვა და დასვენებაც მოახერხოთ, მაშინ სომხეთში მოგზაურობა ზუსტად სათქვენოა. იაფი ფრენები ერევანში საშუალებას მოგცემთ, მოინახულოთ ქრისტიანობის უძველესი კერები. ქალაქში უამრავ ტაძარს შეხვდებით სხვადასხვა ეპოქიდან. ერევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანია.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ერევანში?

თბილისიდან ერევანის მიმართულებით ავიაბილეთებს საკმაოდ ბიუჯეტურად შეიძენთ. თანაც, ფრენა სულ რაღაც 1 საათს გრძელდება. ყველაზე იაფი ავიაბილეთები ერევანში შეგიძლიათ შეიძინოთ 140 ლარიდან ზემოთ. ფრენებს შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიები: Georgian Airways და FlyOne. ორივე ავიაკომპანია იაფ ფრენებს ახორციელებს ერევანში.

დაბლა ნახავთ მომავალი თვის იაფ ფრენებს ცხრილების სახით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atStopsFind tickets
30 August 2026DirectOW tickets from 152
28 August 2026DirectOW tickets from 153
17 August 2026DirectOW tickets from 177
19 August 2026DirectOW tickets from 177
25 August 2026DirectOW tickets from 197
23 August 2026DirectOW tickets from 213
21 August 2026DirectOW tickets from 214
26 August 2026DirectOW tickets from 225
31 August 2026DirectOW tickets from 226
24 August 2026DirectOW tickets from 232
18 August 2026DirectOW tickets from 269
16 August 2026DirectOW tickets from 352
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
16 August 202621 August 20261 StopWizz Airავიაბილეთები 923 -დან
11 September 202613 September 20261 StopWizz Airავიაბილეთები 933 -დან
16 October 202621 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 611 -დან
22 December 20261 January 20273 StopsWizz Air Maltaავიაბილეთები 928 -დან
27 February 20273 March 20272 StopsWizz Airავიაბილეთები 942 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
16 August 202617 August 2026DirectFLYONE Armeniaავიაბილეთები 337 -დან
10 September 202613 September 2026DirectFLYONE Armeniaავიაბილეთები 337 -დან
22 October 202624 October 2026DirectFLYONE Armeniaავიაბილეთები 312 -დან
26 December 202629 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 144 -დან
15 January 202717 January 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 948 -დან
13 February 202715 February 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 085 -დან
22 June 202728 June 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 255 -დან
14 July 202719 July 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 240 -დან

აღმოაჩინე ერევანი

სად დავრჩეთ ერევანში?

ერევანში შეგეძლებათ სხვადასხვა დონისა და ფასის სასტუმროებში დარჩენა. ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს.

B&M Hotel

ეს სასტუმრო ტურისტების მიერ უმაღლესი შეფასებებით სარგებლობს. მისი მთავარი პრივილეგია ისაა, რომ იდეალურ ადგილას მდებარეობს. აქედან ქალაქში გადაადგილება უმარტივესია, თანაც საკმაოდ ახლოსაა მთავარი ღირსშესანიშნაობები. სასტუმროში ასევე დაგხვდებათ კარგი მომსახურება და დადებითად განწყობილი მომსახურე პერსონალი. ყველა ნომერში შეგიძლიათ ყავისა და ჩაის სერვისით სარგებლობა.

Hotel Armeni

ეს სასტუმრო ასევე კომფორტულ ადგილას მდებარეობს. მის გარშემო უამრავ ღირსშესანიშნაობას ნახავთ. თანაც, მისი ნომრები მყუდრო და მოწესრიგებულია. ყველა ნომერში დაგხვდებათ ყავისა და ჩაის აპარატები, რითაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ სარგებლობა.

ABC HOTEL

ეს სასტუმროც ერევანის ცენტრში მდებარეობს. გარდა იდეალური ადგილმდებარეობისა, სასტუმრო ინტერიერის დახვეწილობითა და სილამაზითაც დაიკვეხნის. სასტუმროს ნომრები კეთილმოწყობილია, მომსახურე პერსონალი კი მაქსიმალურად ეცდება, თქვენი დასვენების დღეები კომფორტულად გაატაროთ.

National by Stellar Hotels, Yerevan

ამ სასტუმროში ყველანაირი კომფორტი დაგხვდებათ. აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით, სპა ცენტრითა თუ ბარით ან რესტორანით. მისი ნომრები ძალიან კომფორტული და ულამაზესად მოწყობილია.

რა ვნახოთ ერევანში?

ერევანი მსოფლიოს უძველესი ქალაქია. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ერევანში , მოემზადეთ მისი ღირსშესანიშნაობების სანახავად. რამდენიმე მათგანს ჩვენც შემოგთავაზებთ.

რესპუბლიკის მოედანი

ერევნის რესპუბლიკის მოედანი კულტურათა თავშეყრის ადგილია. იგი უძველესი დროიდან ქალაქისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ფუნქციას ასრულებს. აქ სხვადასხვა ღონისძიებები და სანახაობები იმართება. თუ გსურთ, სომხურ კულტურასა და ისტორიას უკეთ გაეცნოთ, გირჩევდით ამ მოედანზე გასეირნებას.

მატენადარანი

მატენადარანი ერევანის ისტორიული მუზეუმი და კვლევითი ცენტრია. აქ უამრავი უძველესი ხელნაწერია თავმოყრილი. გარდა ფუნქციური დატვირთვისა, ეს შენობა თავისი ექსტერიერით, ულამაზესი არქიტექტურული სტილითაც მოგნუსხავთ.

არარატის მუზეუმი

არარატის მუზეუმი ძველი მსოფლიოს ისტორიის შემომნახველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენობაა. თუ გსურთ უძველესი კულტურების შესახებ მეტი შეიტყოთ, აუცილებლად ეწვიეთ მას.

გამარჯვების პარკი

ერევანი პარკების სიმრავლით გამოირჩევა. ეს კონკრეტული პარკი არა მხოლოდ რეკრეაციული ზონა, არამედ ისტორიული და კულტურული კონტექსტითაც მნიშვნელოვანია. პარკს სახელი დაერქვა დიდ სამამულო ომად წოდებული მეორე მსოფლიო ომის პერიოდის შემდეგ. პარკში იოსებ სტალინის ძეგლიც დგას.

რა ვჭამოთ ერევანში?

იაფი ფრენები ერევანში სომხური კულინარიული შედევრების აღმოჩენისკენაც გაგიხსნით გზას. ერევანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისოდ ცნობილი კერძებიც.

მანტი

მანტი ადგილობრივების საყვარელი საჭმელია. იგი წარმოადგენს პატარა ცომის ბურთულებს, რომლებსაც აქვს ტომატისა და ნივრის სოუსი. იგი საკმაოდ იაფი ღირს და ყველგან შეგეძლებათ მისი დაგემოვნება.

მწვანილით სავსე ლავაში

ეს კერძი ჯანსაღი და ნოყიერია. მის შეძენას მარტივად შეძლებთ ერევანში მოგზაურობისას. მანტი სომხური ტოსტია. თუ ყველის მოყვარული ხართ, იგი აუცილებლად თქვენი საყვარელი კერძი გახდება.

სომხური ქაბაბი

სომხური ქაბაბი თავისებურად მზადდება, ძირითადად ქათმის ან საქონლის ხორცით. მას მოყვება ლავაში და სხვადასხვა მწვანილი. თუ ქაბაბის მოყვარული ხართ, აუცილებლად მოგეწონებათ ეს კერძიც.

ტოლმა

ტოლმა ხორცის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი საჭმელია. სომხური ტოლმაც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. მას ნებისმიერ რესტორანში მარტივად ნახავთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერევანში ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი, პირადობის მოწმობა
ვალუტა
AMD - სომხური დრამი (֏)
აერპორტის კოდი
EVN
ენა
სომხური
თაიმზონა
GMT+4
დღიური საშუალო თანხა
(AMD 6,261 - 14,703) / 16-38$

ხშირად დასმული კითხვები ერევანში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ერევანში ან მომავალში აპირებთ აქ მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით შემდეგ სექციას. აქ წაიკითხავთ ტურისტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს.

შემოდგომა საუკეთესო სეზონია ერევანში სამოგზაუროდ. ამ დროს ქალაქში იდეალური ტემპერატურაა, თანაც ბაზრობები ამ დროს ადგილობრივი პროდუქტითაა სავსე და მათ დაგემოვნებასაც შეძლებთ.

ერევანი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქია. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ისტორიულ მუზეუმებსა თუ ტაძრებს. თანაც, ქალაქი არქიტექტურულადაც ულამაზესია და აუცილებლად შეგაყვარებთ თავს მშვიდი ქუჩებითა და უბნებით.

დიახ, ერევანში თბილისიდან პირდაპირი რეისით გაფრინდებით.

ავიაკომპანია FlyOne Armenia ერევანში ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენას მარტივად შეძლებთ. avia.ge ნებისმიერი მიმართულებით შემოგთავაზებთ მომხმარებელზე მორგებულ ფრენებს. საძიებო ველში შეგეძლებათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, აარჩიოთ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ფრენა და ღილაკზე ერთი თითის დაწკაპუნებით შეიძინოთ ავიაბილეთები. ფრენების დაგეგმვას შეძლებთ როგორც ონლაინ, საიტის მეშვეობით, ასევე ჩვენი გუნდის დახმარებით ოფისიდან.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია ნაკლებად პოპულარული პერიოდი აარჩიოთ. არატურისტულ სეზონებზე ავიაბილეთები და სასტუმროები შედარებით იაფია.

2-3 დღე მაინც გათვალეთ ერევანში სამოგზაუროდ, რათა შეძლოთ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების კარგად დათვალიერება.

EVN – ზვართნოცის აეროპორტი ერევნის ცენტრიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

იაფი მოგზაურობისათვის გირჩევთ, მოგზაურობა არ დაამთხვიოთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს. ამ დროს, როგორც წესი, ავიაბილეთების ფასი იმატებს. იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია, ავიაბილეთები წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ.

avia.ge გამოცდილებისა და პროფესიონალი გუნდის წყალობით ბაზარზე ლიდერი ავიაკომპანიაა. avia.ge -ს მეშვეობით ყველაზე სწრაფად და მარტივად შეძლებთ მოგზაურობის დაგეგმვას, რაშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენი გუნდიც დაგეხმარებათ.