ევროპის ცნობილი ტურისტული ლოკაციები უამრავი საინტერესო და უნიკალური ატრაქციონით გამოირჩევა. უცხო ქვეყნის ადგილობრივი კულტურის, ისტორიული ძეგლებისა და ახალი კულინარიული გამოწვევების გარემოცვაში მოქცევა მართლაც ტურისტულ სამოთხეს წარმოადგენს. ასევე, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რითაც ევროპა ეგზოტიკური ქვეყნებისგან გამოირჩევა, დახვეწილი და საკმაოდ განვითარებული მოდის სფეროა.

საყვარელ ადამიანებთან ერთად ცნობილი ბრენდების მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებში სიარული მათი ორიგინალი სამოსისა და აქსესუარების შესაძენად მართლაც სასიამოვნო პროცესია. ასევე, ასეთ დროს ყველაზე ხარისხიანი საჩუქრების შერჩევაც მარტივია საქართველოში ჩამოსატანად. ავიაბილეთები ბარის მიმართულებით პირველ რიგში სწორედ ასეთი გემოვნებიანი არდადეგების მსურველებმა უნდა შეიძინონ.

ბარი საპორტო ქალაქია, რომელიც ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარეობს. იგი სამხრეთ იტალიის დედაქალაქათაც კი ითვლება, მისი უნიკალური არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების გამო. ამ ქალაქში სეირნობა იტალიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ფურცლებზე გამოგზაურებთ. ორ ნავსადგურს შორის მოქცეული ქალაქი ულამაზეს კათედრალებს, პილიგრიმულ ლოკაციებს და მყუდრო, წვრილ ქუჩებს მოიცავს. თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის. ბარის სტუმრებს შეუძლიათ ასევე დატკბნენ სავაჭრო ცენტრად ქცეული უბნებით, რომლის ქუჩებიც მხოლოდ საყიდლებზე გამოსული ფეხით მოსიარულე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ბარის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა ასევე საინტერესო სავაჭრო პროცესს წარმოადგენს.

იტალიის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ლოკაციის მიმართულებით გასაფრენად რამდენიმე ვარიანტი გაქვთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ მიმართულებით Lufthansa–ს ავიახაზების თვითმფრინავები ყველაზე მოხერხებულ ფასში მიფრინავენ. ამ ავიაკომპანიის აქციების წყალობით ბარის სანაპიროებზე მოხვედრას 650–ლარიდან 1100 ლარის ფარგლებში მოახერხებთ. აღნიშნული რეისი ჯამში დაახლოებით 10 საათიანი იქნება და მიუნხენში გადაჯდომას ითვალისწინებს.

თბილისი ბარის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 დეკემბერი 202427 დეკემბერი 20243 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 239 -დან
15 მაისი 202524 მაისი 20252 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 132 -დან

Avia.Ge–ს მოხერხებული საძიები სისტემის წყალობით ასევე კიდევ რამდენიმე ვარიანტის შერჩევა შეგიძლიათ. მაგალითად Wizz Air –ის წარმომადგენლებისგან ავიაბილეთები ბარის მიმართულებით სულ რაღაც 200 ლარიდან 250 ლარის ფარგლებში შეიძლება მიიღოთ. ამ შემოთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში ქუთაისიდან გაფრინდებით და გადასაჯდომად შეჩერება რომის საერთაშორისო აეროპორტში მოგიწევთ. ასეთი გზით ბარის აეროპორტში დაახლოებით 8 საათში აღმოჩნდებით.

ქუთაისი ბარის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
1 აპრილი 202512 აპრილი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 981 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისი ვროცლავის იაფი ავიაბილეთები
შემდეგი სტატია18 ახალი ავიარეისი რუსეთიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments