E-Gate საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას აგრძელებს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სერვისების დანერგვაში გამოიხატება. გაფრენის დარბაზში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა E-gate სისტემა, რომელიც შეიმუშავა ფრანგულმა კომპანია RESA ELECTRONIQUE-მა, მსოფლიო ლიდერმა ამ სფეროში.

რა არის E-Gate სისტემა ?

E-Gate არის ავტომატიზირებული ჩასხდომის სისტემა, რომელიც მგზავრებს საშუალებას აძლევს, თვითონ დაადონ ჩასხდომის ბარათი წამკითხველს, რის შემდეგაც ტურნიკეტი ავტომატურად გაიხსნება. ეს სისტემა პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს და მიზნად ისახავს მგზავრების ჩასხდომის პროცესის გამარტივებას, რიგების შემცირებას და მგზავრთნაკადის სწრაფი გატარების უზრუნველყოფას, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მოგზაურობას.

პირდაპირი ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 622 -დან
ათენი14 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 230 -დან
ბარსელონა3 თებერვალი 202710 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 392 -დან
ბერლინი26 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 365 -დან
ბრიუსელი21 თებერვალი 202728 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 298 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
ბუდაპეშტი30 იანვარი 20272 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
დორტმუნდი14 იანვარი 202721 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 304 -დან
მემინგენი18 იანვარი 202725 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან
ფრანკფურტი10 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 548 -დან

 

RESA ELECTRONIQUE-ის მიერ შემუშავებული E-Gate-ის სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200,000 ევროზე მეტია. პირველი ეტაპის ფარგლებში აეროპორტში დაინსტალირდა სამი აპარატი, რომლებიც განთავსებულია უსაფრთხოების კონტროლამდე. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ დამატებით ერთიც დამონტაჟდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის აეროპორტის სერვისების განვითარებასა და სრულყოფაზე, რათა მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტი უზრუნველყოს.

დაჯავშნე ფრენები ქუთაისიდან და გაემგზავრე კომფორტულად. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქართული საავიაციო ბაზრის ლიდერი კვლავ ავიაკომპანია Wizz Air -ია
შემდეგი სტატიაალფა სამოგზაურო დაზღვევა Alpha dazgveva
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted