2024 წლის საავიაციო ბაზრის ლიდერი საქართველოში და მგზავრთნაკადის ზრდის ტენდენციები
2024 წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ლიდერობას კვლავ უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ინარჩუნებს. საანგარიშო პერიოდში კომპანიამ მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა და ბაზრის 19.1%-იანი წილი დაიკავა (1,208,499 მგზავრი).
- მეორე ადგილზე Turkish Airlines -ია, რომელმაც 7.6%-იანი წილით 480,844 მგზავრი გადაიყვანა.
- მესამე ადგილზე Georgian Airways -ი, რომელსაც 7.5%-იანი წილი (473,744 მგზავრი) უკავია.
- მათ მოჰყვებიან Pegasus Airlines – 7.3% -იანი წილით, (460,939 მგზავრი)
- და აზერბაიჯანული AZAL 5.5% -იანი წილით (345,503 მგზავრი).
Wizz Air ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან
დანიშნულების ადგილი გამგზავრება დაბრუნება ავიაკომპანია ბილეთების პოვნა ათენი 22 ოქტომბერი 2025 31 ოქტომბერი 2025 
ავიაბილეთები 277 -დან ბარსელონა 16 მაისი 2025 26 მაისი 2025 
ავიაბილეთები 632 -დან ბერლინი 30 აპრილი 2025 7 მაისი 2025 
ავიაბილეთები 540 -დან ბრიუსელი 29 მაისი 2025 8 ივნისი 2025 
ავიაბილეთები 414 -დან ბუდაპეშტი 20 აპრილი 2025 24 აპრილი 2025 
ავიაბილეთები 363 -დან დორტმუნდი 24 მაისი 2025 27 მაისი 2025 
ავიაბილეთები 503 -დან მემინგენი 20 აპრილი 2025 4 მაისი 2025 
ავიაბილეთები 584 -დან ფრანკფურტი 12 მაისი 2025 26 მაისი 2025 
ავიაბილეთები 499 -დან ჰამბურგი 19 აპრილი 2025 26 აპრილი 2025 
ავიაბილეთები 348 -დან კატოვიცა 18 ივნისი 2025 18 ივლისი 2025 
ავიაბილეთები 633 -დან
Wizz Air ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ათენი | 22 ოქტომბერი 2025 | 31 ოქტომბერი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 277 -დან |
ბარსელონა | 16 მაისი 2025 | 26 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 632 -დან |
ბერლინი | 30 აპრილი 2025 | 7 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 540 -დან |
ბრიუსელი | 29 მაისი 2025 | 8 ივნისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 414 -დან |
ბუდაპეშტი | 20 აპრილი 2025 | 24 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 363 -დან |
დორტმუნდი | 24 მაისი 2025 | 27 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 503 -დან |
მემინგენი | 20 აპრილი 2025 | 4 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 584 -დან |
ფრანკფურტი | 12 მაისი 2025 | 26 მაისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 499 -დან |
ჰამბურგი | 19 აპრილი 2025 | 26 აპრილი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 348 -დან |
კატოვიცა | 18 ივნისი 2025 | 18 ივლისი 2025 | ![]() | ავიაბილეთები 633 -დან |
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მსხვილმა ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways -მა, გასული წლის მონაცემებთან შედარებით მგზავრთნაკადი გააორმაგა. ავიაკომპანიამ განმარტა, რომ ეს ზრდა კომპანიის “სწორი პოლიტიკის” შედეგია. მათი თქმით, მგზავრთნაკადის ზრდას ხელი შეუწყო ახალი მიმართულებების დამატებამ, ფრენების სიხშირეების ზრდამ და ავიაპარკის გაფართოებამ.
ამჟამად, ჯეორჯიან ეარვეისი 12 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს და სამომავლოდ გეგმავს ჩინეთისა და ინდოეთის ჩათვლით, აზიის მიმართულებების დამატებას, ასევე ავიაპარკის გაფართოებას.
მგზავრთნაკადის ზრდის დინამიკა
სამი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რაოდენობა წლიურად 26%-ით გაიზარდა და 5 მილიონს გადააჭარბა. ტრადიციულად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ლიდერობს, რომელმაც 3,622,830 მგზავრი მოემსახურა.
ქუთაისის აეროპორტი, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებით მზარდია, ძირითადად Wizz Air-ის წარმატების ფონზე, 1.3 მილიონ მგზავრს მოემსახურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბათუმის აეროპორტის წლიური ზრდა, რომელმაც 753,485 მგზავრის მომსახურება უზრუნველყო, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ქვეყნის მასშტაბით.
ამ ეტაპზე, საქართველოს აეროპორტებში 53 ავიაკომპანია ოპერირებს და მგზავრებს 103 მიმართულებას სთავაზობს, რაც ქვეყნის საავიაციო ბაზრის განვითარების ნათელ სურათს წარმოადგენს.
საქართველოს საავიაციო ბაზარი 2024 წელს განაგრძობს ზრდას, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ავიაკომპანიების აქტიურობის შედეგია. Wizz Air-ი კვლავაც ბიუჯეტური ფრენების ლიდერია, ხოლო Georgian Airways-ი წარმატებით ახორციელებს განვითარების სტრატეგიას. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდა ქვეყნის ავიაციის პოტენციალს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
დაჯავშნეთ ფრენები ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge -ს დახმარებით. დაგვირეკეთ: 551 907 907