იაფი ფრენები რიგაში

ავიაბილეთები რიგის მიმართულებით

ლატვიის დედაქალაქი რიგა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია. იგი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის კულტურისა და ისტორიის თავშესაყარს. ქალაქს დიდი წარსული აქვს გამოვლილი, რაც მის ნიშან-თვისებებში კარგად აისახება. თუ გსურთ ისტორიული მნიშვნელობის შენობების, არქიტექტურულად გამორჩეული ნაგებობებისა და უამრავი კულტურული ძეგლის ნახვა, აუცილებლად შეიძინეთ იაფი ფრენები რიგაში .

რიგას ცენტრალური მოედანი კულტურული მნიშვნელობის ძეგლია და იგი იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. აქ სხვადასხვა ისტორიულ დროთა ერთგვარი თავშესაყარი დაგხვდებათ. რიგას ცენტრში სეირნობა დროში გამოგზაურებთ. მოედანზე ნახავთ შუასაუკუნეების დროინდელ კათედრალებსა და ისტორიულ შენობებს. თუ გსურთ აღმოსავლეთ ევროპის კულტურული ღირებულებებისა და ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენების ახლოდან გაცნობა, შეიძინეთ იაფი ფრენები რიგაში და თავადვე გახდით დროში მოგზაურები.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა რიგაში?

ქუთაისი რიგას ავიაბილეთები შეგიძლიათ ნახოთ როგორც პირდაპირ, ასევე გადაჯდომით.

პირდაპირ ფრენას ქუთაისიდან რიგაში ავიაკომპანია Wizz Air -ი გვთავაზობს და ფრენის ხანგრძლივობა 4 საათსა და 35 წუთს გრძელდება. იაფი ფრენები რიგაში დაახლოებით 119 ლარიდან არის ხელმისაწვდომი, თუმცა სეზონების მიხედვით ფასები ცვალებადია.

რახ შეეხება თბილისი რიგას ავიაბილეთებს, სწორედ ლატვიური ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს. ყველასთვის კარგად ნაცნობი Air Baltic -ი თბილისიდან რიგაში პირდაპირ ფრენებს ასრულებს, რომელიც 4 საათსა და 40 წუთს გრძელდება, ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება კი დაახლოებით 430 ლარიდან იწყება.

თბილისიდან რიგის მიმართულებით ტრანზიტული ფრენებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. მაგალითად, LOT -ი ვარშავაში, Lufthansa მიუნხენში, ხოლო Turkish Airlines -ი სტამბოლში გადაჯდომით ასრულებს ფრენებს.

აღსანიშნავია, რომ რიგაში გამგზავრება ბათუმიდანაც არის შესაძლებელი. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Air Baltic -ი ბათუმიდან ასრულებს პირდაპირ ფრენებს ლატვიის დედაქალაქის მიმართულებით, დანარჩენ სეზონებზე კი Turkish Airlines -ის ტრანზიტული ფრენებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

საქართველოს სამივე აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
26 ნოემბერი 202610 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 165 -დან
27 ნოემბერი 20264 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 142 -დან
30 ნოემბერი 20267 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 301 -დან
1 დეკემბერი 20264 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 029 -დან
2 დეკემბერი 20264 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 895 -დან
3 დეკემბერი 202624 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 208 -დან
8 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 177 -დან
9 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 160 -დან
10 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 961 -დან
11 დეკემბერი 202618 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 1 077 -დან
12 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 175 -დან
13 დეკემბერი 202620 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 319 -დან
15 დეკემბერი 202612 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 960 -დან
16 დეკემბერი 202616 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 837 -დან
17 დეკემბერი 202619 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 132 -დან
20 დეკემბერი 202623 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 810 -დან
25 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 816 -დან
26 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 964 -დან
29 დეკემბერი 20263 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 979 -დან
30 დეკემბერი 20265 იანვარი 20272 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 937 -დან
31 დეკემბერი 20265 იანვარი 20273 ᲒაჩერებაFly Oneავიაბილეთები 990 -დან
8 იანვარი 202715 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 830 -დან
17 იანვარი 202721 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 767 -დან
24 იანვარი 202728 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 807 -დან
19 თებერვალი 202719 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 958 -დან
1 მარტი 20275 მარტი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 758 -დან
7 მაისი 202712 მაისი 20271 ᲒაჩერებაLOT Polishავიაბილეთები 803 -დან
14 მაისი 202719 მაისი 2027პირდაპირიairBalticავიაბილეთები 778 -დან
21 მაისი 202726 მაისი 2027პირდაპირიairBalticავიაბილეთები 825 -დან
3 ივნისი 20277 ივნისი 2027პირდაპირიairBalticავიაბილეთები 804 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
8 დეკემბერი 202613 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 933 -დან
9 დეკემბერი 202615 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 063 -დან
10 დეკემბერი 202617 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 933 -დან
11 დეკემბერი 202614 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 066 -დან
12 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 047 -დან
23 დეკემბერი 202623 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 418 -დან
16 იანვარი 202722 იანვარი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 630 -დან
1 თებერვალი 20275 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 633 -დან
3 თებერვალი 20277 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 645 -დან
12 აგვისტო 202715 აგვისტო 20273 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 663 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
10 იანვარი 202716 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 154 -დან

AviaeSIM · სამოგზაურო ინტერნეტი

ინტერნეტი არჩეული მიმართულებისთვის

მოგზაურობისთვის შეარჩიე ქვეყნის შესაბამისი ინტერნეტპაკეტი. შეძენამდე გადაამოწმე პაკეტის დაფარვა, მოქმედების ვადა და შენი ტელეფონის eSIM-ის მხარდაჭერა.

შეარჩიე ინტერნეტპაკეტი

აღმოაჩინე რიგა

სად დავრჩეთ რიგაში?

დასარჩენი ადგილის პოვნა ამ ქალაქში ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ალტერნატივების მრავალფეროვნება კიდევ უფრო გაგიმარტივებთ მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს. რამდენიმე დასარჩენ სივრცეს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Hilton Garden Inn Riga Old Town

ამ სასტუმროში ყველანაირი კომფორტი ერთ სივრცეში დაგხვდებათ. აქ შეგეძლებათ ისარგებლოთ სასტუმროს პარკინგის სისტემით, ფიტნეს ცენტრითა და აქ მოწყობილი რესტორნით. მისი მენიუ ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს მოეწონება. იაფი ფრენები რიგაში საშუალებას მოგცემთ მისი მაღალი კლასის სასტუმროებში საკმაოდ ბიუჯეტურად დაისვენოთ.

Ibis Riga Centre

ამ სასტუმროში ასევე მრავალი ტიპის სერვისის მიღება შეგეძლებათ. გარდა იმისა, რომ იგი იდეალურ ადგილას მდებარეობს და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან მისვლა მარტივად შეგეძლებათ, სასტუმროს ნომრებში სრული ჰარმონია დაგხვდებათ. ისინი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სასტუმროს სერვისი გულისხმობს საუზმესაც.

Bellevue Park Hotel Riga with FREE Parking

ამ სასტუმროში დაგხვდებათ მოდერნისტულად მოწყობილი ნომრები. მათი ინტერიერი თქვენი სიმშვიდის გარანტი იქნება. გარდა ამისა, სასტუმროში შეგეძლებათ ისარგებლოთ ჯაკუზითა და სხვა სპა საშუალებებით. სასტუმროს პირველ სართულზე დაგხვდებათ რესტორანიც, სადაც შეძლებთ ადგილობრივი სამზარეულოს კერძების დაგემოვნებას.

Old Riga Plaza Hotel

ეს სასტუმრო შესანიშნავ ადგილას მდებარეობს. მისი ნომრები მყუდრო და კომფორტულია. თანაც, ტერასებიდან ულამაზესი ხედი იშლება. ეს სასტუმრო ტურისტების მიერ მაღალი შეფასებით ლიდერობს.

რა ვნახოთ რიგაში?

რიგაში შეგეძლებათ კულტურული თუ ისტორიული გამოცდილებების მიღება. გარდა იმისა, რომ აქაურ მუზეუმებსა და გალერეებს შეგიძლიათ ეწვიოთ, ქალაქში ბევრი ფესტივალი და ღონისძიება იმართება, რომლებზე დასწრებაც ადგილობრივი ტრადიციების უკეთ გაცნობის საშუალებას მოგცემთ. იაფი ფრენები რიგაში თქვენი ახალი აღმოჩენების საფუძველი იქნება.

შავხალათიანთა სახლი

ეს ისტორიული შენობა მე-14 საუკუნის ძეგლია და კარგად ასახავს იმ დროს კულტურულ თავისებურებებს. შუასაუკუნეების არქიტექტურული სტილი და სიმბოლიკა კარგად იგრძნობა ამ შენობის გარშემო. იგი წარმოადგენდა ვაჭართა გაერთიანებების შეკრების ადგილს. დროთა განმავლობაში მისი ფუნქციური მნიშვნელობა იზრდებოდა მანამ სანამ მეორე მსოფლიო ომის დროს არ დაიბომბა. შენობა ახლა რესტავრირებულია.

რიგის თავისუფლების მონუმენტი

რიგის თავისუფლების მონუმენტი გარდა იმისა, რომ თვალწარმტაცია თავისი არქიტექტურული სიმბოლიკით, ასევე ატარებს დიდ დატვირთვას. იგი ეძღვნება მე-20 საუკუნეში ლატვიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მონუმენტი წარმოადგენს როგორც სიმბოლური მნიშვნელობის ნაგებობას, ასევე კულტურულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობასაც.

რიგის საკათედრო ტაძარი

ეს ტაძარი შუასაუკუნეების ძეგლია. მასში რამდენიმე ტიპის არქიტექტურული სტილი შეგიძლიათ ამოიცნოთ, მაგალითად რომანული, გოთიკური და ბაროკოს ტიპის სიმბოლოები. დღეს იგი ფუნქციურია და ევანგელისტური წირვა ტარდება. ტაძარი კულტურული ღირებულებისაა და ძველ დროზე ბევრ ინფორმაციას გვაძლევს.

რიგას ცენტრალური ბაზარი

თუ გსურთ, თავი ადგილობრივად იგრძნოთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს. გარდა იმისა, რომ ბაზარში უამრავი ადგილობრივი პროდუქტის გასინჯვის შესაძლებლობა გექნებათ, აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ კულტურულ თავისებურებებს და რიგის მოსახლეობის ცხოვრების ტემპს.

რა ვჭამოთ რიგაში?

რიგა არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ უამრავი გემრიელობა დაგხვდებათ, რომელთა გასინჯვასაც ჩვენც გირჩევთ. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები რიგაში , მაშინ შეგიძლიათ წინასწარ შეადგინოთ თქვენი მენიუც, რომელიც რიგაში ყოფნის დღეებში გამოგადგებათ.

ჭვავის პურის წვნიანი

რიგა ცნობილია თავისი ჭვავის პურით. ჭვავის პურის წვნიანი (Rye Bread Soup) კი ის გამორჩეული კერძია, რომელიც ქალაქში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. იგი წარმოადგენს კრემში ჩადებულ ჭვავის პურს, რომელიც გამომცხვარია სხვადასხვა ხილთან ერთად. თუმცა, როგორც რიგის მოსახლეობა ამბობს, იგი ძალიან ტკბილი არაა, რადგან კბილის ტკივილი აირიდონ თავიდან. ამ კერძს თავისი ისტორიაც აქვს და მისი დაგემოვნება ლატვიურ კულტურასთან ზიარების ერთგვარ რიტუალადაც შეიძლება ჩაითვალოს.

სპეკა პირაგი

სპეკა პირაგი (Speķa pīrāgi) არის პატარა ღვეზელები შაშხითა და ხახვით, რომლებიც ლატვიის ეროვნული კერძის სტატუსს ატარებს. ეს ის კერძია, რომელსაც ლატვიელები ყველა მნიშვნელოვან დღესასწაულზე მიირთმევენ. ამიტომ რიგა ამ კერძის დაგემოვნების გარეშე არ უნდა დატოვოთ.

შებოლილი თევზი

თუ ზღვის პროდუქტების მოყვარული ხართ, მაშინ იაფი ავიაბილეთები რიგაში თქვენი საოცნებო კულინარიული ზღაპრის დასაწყისი შეიძლება გამოდგეს. გასაკვირი არ არის, რომ რიგაში ძალიან უყვართ თევზის კერძები, განსაკუთრებით კი შებოლილი. შებოლილი თევზის მომზადება ლატვიელებისთვის ტრადიციაა, რადგან ასე დიდი ხნის განმავლობაში ინახავენ მას და საკმაოდ ხშირადაც მიირთმევენ.

ტკბილეული

რიგაში გამომცხვარი ტკბილეულის მთელი სია აქვთ. აუცილებლად გირჩევდით, საკონდიტროებში შეიაროთ და სხვადასხვა დესერტი დააგემოვნოთ. მაგალითად, აქაური ეკლერი აუცილებლად მოგხიბლავთ. ასევე, დააგემოვნეთ ცხელი შოკოლადიც.

ინფორმაცია რიგაში ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
RIX
ენა
ლატვიური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
40 ევრო

მგზავრის უფლებები

რეისი დაგიგვიანდა ან გაუქმდა?

თუ მოგზაურობისას რეისი დაგიგვიანდა ან გაუქმდა, შესაძლოა ფრენის კომპენსაცია გეკუთვნოდეს. გაეცანი პირობებს და შეამოწმე შენი შემთხვევა.

შეამოწმე კომპენსაცია

კომპენსაციის შესაძლებლობა დამოკიდებულია კონკრეტულ ფრენასა და შეფერხების მიზეზზე.

ხშირად დასმული კითხვები რიგაზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები რიგაში ან თუ მომავალში აპირებთ რომ ეწვიოთ ლატვიას მაშინ გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას, რომელიც მოგცემთ ინფორმაციას ქალაქის შესახებ.

გირჩევდით, რომ იაფი ფრენები რიგაში შეიძინოთ გაზაფხულსა ან შემოდგომაზე, რადგან ამ დროს ხალხის ნაკადი ნაკლებია და უფრო თავისუფლად შეძლებთ მისი ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას.

თავისი მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილით აგებული შენობებით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით. ასევე, ქალაქი ცნობილია სპორტის სიყვარულით. ამიტომ, თუ თქვენც ქომაგი ხართ, რიგაში მოგზაურობა განსაკუთრებით მოგეწონებათ. შეგიძლიათ ბედიც გამოსცადოთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

3-4 დღე იდეალური დროა რიგაში სამოგზაუროდ, რათა მოასწროთ ყველაფრის დათვალიერება.

RIX – რიგის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 10 კილომეტრის რადიუსში, მდებარეობს.

პირველ რიგში, წინასწარ 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა. ასევე, ეცადეთ ავიაბილეთების შეძენა არ დაამთხვიოთ დასვენების ან სადღესასწაულო დღეებს.

სანდოობა, ხარისხი და სიმარტივე – ეს ის მიზეზებია, რის გამოც avia.ge ლიდერობს ბაზარზე. კმაყოფილი მომხმარებლების მრავალრიცხოვნებაც ამაზე მეტყველებს. თუ გსურთ, მოგზაურობა მარტივად და სწრაფად დაგეგმოთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მაშინ avia.ge -თი სარგებლობას გირჩევდით.

გირჩევთ, არატურისტულ სეზონებზე ეწვიოთ ქალაქს. ამ დროს, როგორც წესი, ავიაბილეთებზე მოთხოვნა ნაკლებია და ფასებიც დაბლა იწევს. გარდა ამისა, სასტუმროებსაც გაცილებით იაფად იპოვით.

სპორტის სიყვარულით. ამიტომ, თუ თქვენც ქომაგი ხართ, ამ ქალაქში მოგზაურობა განსაკუთრებით მოგეწონებათ. შეგიძლიათ ბედიც გამოსცადოთ სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

დიახ, ქუთაისიდანაც და თბილისიდანაც იაფი ფრენები რიგაში შეგიძლიათ პირდაპირი ავიარეისებით შეიძინოთ.

უნგრული ავიაკომპანია ვიზიარი.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. ჩაწერეთ თქვენი სასურველი მიმართულება საძიებო ველში, საიტი კი გაგიფილტრავთ ავიარეისებს და საუკეთესო ვარიანტებს შემოგთავაზებთ. თუ მათ არჩევაში დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენი ქოლ-ცენტრი დაგეხმარებათ დისტანციურად ან შეგიძლიათ ოფისშიც მობრძანდეთ.