ბათუმი რიგა საქართველოდან ახალი მიმართულებაა, რომელსაც ავიაკომპანია airBaltic – ი გვთავაზობს. ლატვიური ავიაკომპანია ყველასათვის კარგად ნაცნობია, რადგან ის უკვე წლებია ოპერირებს საქართველოში, კერძოდ, თბილისის აეროპორტში. ეარბალტიკი საქართველოში 2006 წელს შემოვიდა და მას შემდეგ რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე გვთავაზობს ფრენებს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში airBaltic – მა პირველი ფრენა 8 მაისს შეასრულა. როგორც ცნობილია, ავიაკომპანია რეისებს მაისში კვირაში ერთი სიხშირით, ხოლო ივნისში ორი სიხშირით შეასრულებს. საჰაერო ხომალდი კი, რომლითაც ის მგზავრებს მოემსახურება, Airbus 220 იქნება.

რიგა საქართველოდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მიმართულებაა. მას ყოველწლიურად უამრავი სტუმარი ჰყავს საქართველოდან ტურისტული თუ საქმიანი მიზნით. თუ ეძებთ ისეთ ქალაქს, სადაც ბიუჯეტურ და, ამასთანავე, საინტერესო მოგზაურობის მოწყობას შეძლებთ, მაშინ ბათუმი რიგა ს ავიაბილეთები თქვენთვისაა.

რა უნდა მოინახულოთ რიგაში?

“ძველი ქალაქი” – Riga Old Town

ბათუმი რიგა

“ძველი ქალაქი” რიგის ყველაზე შთამბეჭდავი და სანახაობრივი ნაწილია. ის იუნესკოს  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. ძველი ქალაქის ვიწრო და ქვაფენილიან ქუჩებში გასეირნება და ულამაზესი არქუტექტურული ნაგებობების დათვალიერება თქვენი მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ნაწილი იქნება.

რიგის ციხესიმაგრე

რიგის ციხესიმაგრე წარმოადგენს ლატვიის პრეზიდენტის რეზიდენციას. მდებარეობს ქალაქ რიგაში, მდინარე დაუგავის ნაპირზე. ის ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით ლატვიის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა. ციხესიმაგრის აშენება დაიწყეს 1330 წელს ლივონიის ორდენის რაინდებმა.

რიგის საკათედრო ტაძარი

რიგის საკათედრო ტაძარი ქალაქის სიმბოლო და ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობა. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაზე დიდი შუა საუკუნეების ტაძარია. ამჟამად ლატვიის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის საკათედრო ტაძარს წარმოადგენს.

ამ ულამაზეს და საინტერესო ქალაქში უკვე ბათუმიდან შეგიძლიათ გაემგზავროთ და სულ რაღაც 4 საათსა და 20 წუთში აღმოჩნდებით რიგაში. ეკონომ კლასის “GREEN” ტიპის ავიაბილეთში 8 კგ. ხელბარგი გექნებათ, თუმცა შეგიძლიათ დაიმატოთ 23 კგ. ჩასაბარებელი ბარგი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ airBaltic – ის რეისზე წინასწარი ონლაინ რეგისტრაციის გავლა არის საჭირო ფრენამდე 36 საათით ადრე, რადგან აეროპორტში თანხის გადახდა არ მოგიწიოთ.

მოძებნეთ ბათუმი რიგა ს ავიაბილეთები Avia.ge – ის საძიებო სისტემის გამოყენებით ან დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907, ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიახალი მიმართულებები, რომლებიც საქართველოს აეროპორტებიდან მაისიდან შესრულდება
შემდეგი სტატიაროდის დაიწყება პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და აშშ-ს შორის?!
4 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments