საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს. პროექტის შესახებ ინფორმაცია აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა.

მათივე ცნობით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ხელს შეუწყობს აეროპორტის სატვირთო ტერმინალისა და ლოგისტიკური ცენტრის განვითარებას. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტი შეძლებს მიიღოს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები (ე.წ. wide body) და დაამატოს ახალი შორეული მიმართულებები.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და კომპანია „ანაგის“ დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 240 მლნ ლარამდეა, რაც ქუთაისის აეროპორტში 2012-2024 წლებში განხორციელებულ კაპიტალურ დანახარჯებს 40 მლნ ლარით აღემატება.

როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამ დროისათვის ფრენებს ავიაკომპანია wizz air, პეგასუსი, Belavia, Air Astana და Azimuth.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმათი4 ნოემბერი 202611 ნოემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 618 -დან
ათენი24 იანვარი 202731 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 209 -დან
ბარსელონა30 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 412 -დან
ბერლინი5 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 343 -დან
ბრიუსელი27 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 335 -დან
ბრატისლავა26 ნოემბერი 20263 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
ბუდაპეშტი12 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 247 -დან
დორტმუნდი29 დეკემბერი 202614 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 328 -დან
მემინგენი23 დეკემბერი 20266 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 343 -დან
ფრანკფურტი28 ნოემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 397 -დან
სტამბოლი17 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 269 -დან
კატოვიცა27 ნოემბერი 20264 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 205 -დან
ლარნაკა6 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 132 -დან
ლიონი18 ოქტომბერი 202622 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 666 -დან
მადრიდი19 დეკემბერი 202629 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 410 -დან
მილანი25 დეკემბერი 202615 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 198 -დან
მოსკოვი15 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026Azimuthავიაბილეთები 524 -დან
მინსკი25 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Belaviaავიაბილეთები 1 019 -დან
ასტანა13 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 534 -დან
პარიზი12 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 381 -დან

 

პროექტი წარმოადგენს აეროპორტის განვითარების გეგმის პირველ ფაზას, რომელიც IATA Consulting-ის ჩართულობით განხორციელდა. მშენებლობას კომპანია „ანაგი“ განახორციელებს და მისი დასრულება 2026 წლის გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ამის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს შეზღუდვების გარეშე მიიღოს დიდი ზომის საჰაერო ხომალდები. დღეის მდგომარეობით, აეროპორტი ოპერირებს D კოდით და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც მხოლოდ საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების ოპერირებისთვისაა საკმარისი.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ქუთაისიდან. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air ავსტრიის მიმართულებით ფასდაკლებას აცხადებს
შემდეგი სტატიაქუთაისი აბუ-დაბის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე იზრდება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted