აეროპორტების ასოციაცია ACI Europe ​უახლესი ტრაფიკის მონაცემებზე დაყრდნობით, „საბოლოოდ ადასტურებს ინდუსტრიის სრულ აღდგენას“. ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2024 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი – 10,3%-ით.

„ჩვენ ვხვდებით ისტორიაში საუკეთესო ზაფხულს მომსწრენი სამგზავრო ტრაფიკის თვალსაზრისით“, – ამბობს იანკოვეცი, ასოციაციის გენერალური დირექტორი.

ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ინდუსტრიამ “გადალახა პანდემიის ზღვარი”, თუმა ივნისისთვის ევროპის აეროპორტების მხოლოდ 53%-მა აღადგინა სრულად სამგზავრო მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ჰითროუ გახდა 2024 წლის ევროპის ყველაზე დატვირთული ჰაბი 39,8 მილიონი მგზავრით წლის პირველ ნახევარში. რამდენიმე ევროპული აეროპორტი რეკორდულ ტრაფიკს პროგნოზირებს 2024 წელს: ჰითროუ ელოდება 82,4 მილიონ მგზავრს, ხოლო სტამბულის აეროპორტი 85 მილიონ მგზავრს.

ავიაბილეთები ქუთაისის აეროპორტიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა3 სექტემბერი 20256 სექტემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 600 -დან
ათენი3 ოქტომბერი 20258 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 191 -დან
აბუ დაბი28 აგვისტო 202531 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 510 -დან
ბარსელონა15 ოქტომბერი 202529 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 577 -დან
ბერლინი15 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 347 -დან

 

მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებშიც აღინიშნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები 2024 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, მოლოდინი არის, რომ 2024 წელს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ევროპის მიმართულებით საუკეთესო ფასად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგამოიცანი სად ცხოვრობენ ფილმის/სერიალის პერსონაჟები
შემდეგი სტატიარამდენად კარგად იცნობ ევროპას ?
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments