2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 31,48%-იანი ზრდა აჩვენეს. აღნიშნულ პერიოდში, აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 517 829 მგზავრს მოემსახურა.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის რაოდენობა ასე გამოიყურება :

  • 2019 წლის იანვარი-მაისი – 1 914 974 მგზავრი.
  • 2022 წლის იანვარი-მაისი – 1 327 719 მგზავრი.
  • 2023 წლის იანვარი-მაისი – 1 928 077 მგზავრი.
  • 2024 წლის იანვარი-მაისი – 2 517 829 მგზავრი.

2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 669 628 მგზავრს მოემსახურა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა.

2023 წლის იანვარ-მაისში თბილისის აეროპორტი 1 245 990 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 916 016 მგზავრს, ხოლო 2019 ანალოგიურ პერიოდში კი 1 485 118 მგზავრს.

აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, კარგად ჩანს, რომ 2024 წლის ხუთ თვის 2019 წლის ხუთ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 12,42%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 82,27%-იანი ზრდა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი17 იანვარი 202527 იანვარი 2025Azimuthავიაბილეთები 215 -დან
ალმაატა23 თებერვალი 20252 მარტი 2025Air Astanaავიაბილეთები 935 -დან
ამსტერდამი22 იანვარი 202526 იანვარი 2025Transaviaავიაბილეთები 559 -დან
ათენი25 იანვარი 202515 თებერვალი 2025Sky Expressავიაბილეთები 471 -დან
აბუ დაბი25 აპრილი 202527 აპრილი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 827 -დან

 

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიერ აეროპორტში გატარებულ მგზავრთა რადენობას, 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით, მგზავრთნაკადი 107,94%-იან ზრდას აჩვენებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 19,52%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 138,01%-ით.

2019 წლის პირველ 5 თვეში ქუთაისის აეროპორტი 288 626 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში – 252 160 მგზავრს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 502 158 მგზავრს, ხოლო 2024 წელს კი – 600 166 მგზავრს.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა15 თებერვალი 20251 მარტი 2025FlyArystanავიაბილეთები 547 -დან
ათენი20 იანვარი 202527 იანვარი 2025Wizz Airავიაბილეთები 171 -დან
აბუ დაბი19 იანვარი 20252 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 396 -დან
ბარსელონა4 თებერვალი 202525 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 424 -დან
ბერლინი13 თებერვალი 202523 თებერვალი 2025Wizz Airავიაბილეთები 296 -დან

 

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 234 989 მგზავრს მოემსახურა, რაც 40,46%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 53,86%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიური პერიოდი. 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით კი მგზავრთნაკადი 72,88%-ითაა გაზრდილი.

სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, ბათუმის აეროპორტი 167 294 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-მაისში 152 733 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 135 926 მგზავრს.

პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი25 იანვარი 202526 იანვარი 2025Red Wingsავიაბილეთები 246 -დან
ალმაატა19 ივლისი 202516 აგვისტო 2025Air Astanaავიაბილეთები 1 601 -დან
ბაქო20 დეკემბერი 202422 დეკემბერი 2024აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 518 -დან
ერევანი28 დეკემბერი 202429 დეკემბერი 2024Armenian Airlinesავიაბილეთები 190 -დან
სტამბოლი10 იანვარი 202514 იანვარი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 307 -დან

 

რა მიმართულებით სრულდება პირდაპირი ფრენები საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან?

პირდაპირი ფრენები საქართველოდან ევროპის, აზიის, ახლო არმოსავლეთისა და დსთ-ს უამრავი მიმართულებით სრულდება. ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში არაერთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ახორციელებენ მრავალფეროვან საერთაშორისო და რეგიონულ რეისებს და აკავშირებს საქართველოს მსოფლიოს მრავალ წერტილთან.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან სრულდება ისეთი მოთხოვანდი მიმართულებებით, როგორიცაა: ვენა , ბერლინი, ამსტერდამი, ვარშავა, პარიზი, მიუნხენი, ათენი, დუბაი, პეკინი, ბაქო და სხვ.

ქუთაისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა ბერლინის , მილანის, პრაღის, ვენის, აბუ-დაბის და სხვა უამრავი მიმართულებით სრულდება, ხოლო ბათუმიდან ფრენები კი სტამბოლის , თელ–ავივის, ასტანას, დუბაის და კიდევ რამდენიმე საჰაერო ხაზზე ხორციელდება.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAJet თბილისის აეროპორტში რეგულარული რეისების სიხშირეს ზრდის
შემდეგი სტატიაWizz Air ივლისის ავიაბილეთებს 99 ლარიდან გვთავაზობს
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments