2024 წლის 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ჩინეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს, თან უნდა იქონიოს: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ჩინეთში ყოფნის პერიოდს, არანაკლებ 6 თვით, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი.

აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მესაზღვრე ოფიცერი იტოვებს უფლებას, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტა პირის ქვეყანაში შეშვება/არშეშვებაზე.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 დეკემბერი 202429 დეკემბერი 2024პირდაპირიAir Chinaავიაბილეთები 969 -დან
29 დეკემბერი 202417 იანვარი 2025პირდაპირიAir Chinaავიაბილეთები 1 223 -დან
5 იანვარი 202510 იანვარი 2025პირდაპირიAir Chinaავიაბილეთები 1 262 -დან
10 იანვარი 202518 იანვარი 2025პირდაპირიAir Chinaავიაბილეთები 1 732 -დან
20 იანვარი 202527 იანვარი 2025პირდაპირიChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 092 -დან
31 იანვარი 20257 თებერვალი 2025პირდაპირიAir Chinaავიაბილეთები 1 140 -დან
3 თებერვალი 202517 თებერვალი 2025პირდაპირიChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 523 -დან
17 მარტი 202531 მარტი 20251 ᲒაჩერებაBelaviaავიაბილეთები 1 775 -დან
13 აპრილი 202530 აპრილი 2025პირდაპირიAir Chinaავიაბილეთები 1 436 -დან

 

ჩინეთის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია China Southern Airlines -ი ასრულებს. რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ურუმჩის აეროპორტში ხორციელდება. ასევე, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Korean Air სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შემოგვთავაზებს ინჩეონსა და თბილისს შორის.

საქართველოს მოქალაქეს საშუალება ეძლევა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, უვიზოდ შესვლის შემდეგ, ქვეყანაში ერთჯერადად 30 დღე დაჰყოს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა, 180 დღიან პერიოდში, 90 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის მთავრობას შორის, “ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“ 2024 წლის 10 აპრილს გაფორმდა. საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2023 წლის 11 სექტემბერს შემოიღო.

შეიძინე ჩინეთის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქვიზი: გამოიცანი მუნიციპალიტეტი გერბის მიხედვით
შემდეგი სტატიაქვიზი: გამოიცანი ქვეყანა სანაპიროს მიხედვით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments