Wizz Air -ის მგზავრებს უკვე შეუძლიათ შეუფერხებლად დაჯავშნონ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ტურები, ატრაქციონებისა და მუზეუმების ბილეთები, სპორტული აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები და ღონისძიებები ავიაკომპანიის ვებსაიტისა და აპლიკაციის საშუალებით.

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს. WIZZ Experiences შეიქმნა Coras-თან პარტნიორობით, რომელიც ერთადერთი API-ის მეშვეობით, საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების უმსხვილესი ონლაინ პროვაიდერია.

იზეარი ს მომხმარებლებისთვის, უკვე ხელმისაწვდომია 10 მილიონზე მეტი ბილეთი, რომელიც მოიცავს 65-ზე მეტი ქვეყნის ღირსშესანიშნაობასა თუ გასართობ აქტივობას 300 ქალაქში, 20 ენაზე. ფრენის შერჩევის შემდეგ, მგზავრებს შეუძლიათ დაათვალიერონ შეთავაზებები მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით. ყველა ბილეთი ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტზე და აპლიკაციაზე, მარტივი დაჯავშნის პროცესის მეშვეობით.

Wizz Air-ის სხვადასხვა მიმართულებაზე ყველაზე პოპულარული აქტივობებია:

  • საბერძნეთი : დაივინგი, ბერძნული ტრადიციული მუსიკის საღამო, ზეითუნის ზეთის დეგუსტაცია და ვახშამი;
  • დიდი ბრიტანეთი : საუკეთესო სპორტული ღონისძიებები, ცოცხალი მუსიკა და უესტ-ენდის შოუები, მათ შორის ჰამილტონი და მეფე ლომი;
  • ესპანეთი : პრადოს მუზეუმის ტური მადრიდში ან საგრადა ფამილიას ტური ბარსელონაში; ველოტური მადრიდის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და მალაგას სამი საუკეთესო ტაპას ბარის ვიზიტი ადგილობრივ გიდთან ერთად; ბილეთები ბარსელონას საფეხბურთო მატჩზე;
  • საფრანგეთი : ბილეთების შეძენა რიგში დგომის გარეშე ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: პარიზის ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი ან ტური ვერსალის სასახლისა და ბაღების მიმართულებით;
  • იტალია : მცირე ჯგუფური ტური პომპეიში არქეოლოგთან ერთად; ტური ვატიკანში გიდთან ერთად; ბილეთები კოლიზეუმში ან უფიცის გალერეაში ან მილანის საფეხბურთო გუნდის თამაშებზე დასწრება.

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი30 აპრილი 20279 მაისი 2027Wizz Airავიაბილეთები 193 -დან
ბარსელონა15 აპრილი 202722 აპრილი 2027Wizz Airავიაბილეთები 348 -დან
ბერლინი3 ივნისი 202614 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 480 -დან
ბრიუსელი11 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 461 -დან
ბრატისლავა7 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 297 -დან
ბუდაპეშტი10 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 314 -დან
დორტმუნდი2 ივნისი 20269 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 673 -დან
მემინგენი12 ივნისი 202622 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 436 -დან
ფრანკფურტი22 მაისი 202629 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 565 -დან
ჰამბურგი23 მაისი 202626 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 378 -დან

 

ჯეიმს გუდვინი, Wizz Air-ის Ancillary Revenue-ის ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს კიდევ ერთ დამატებით სერვისს, WIZZ Experiences-ს ვთავაზობთ. ამ ახალი სერვისის საშუალებით მგზავრებს წვდომა, ერთ სივრცეში, 10 მილიონზე მეტი ატრაქციონის ბილეთზე ექნებათ. დამხმარე პროდუქტებისა და პარტნიორული სერვისების გამოყენებით, ჩვენს მგზავრებს შეუძლიათ დაგეგმონ მთელი მოგზაურობა Wizz Air-ის აპლიკაციით: ფრენის ოპტიმალური დროისა და ფასის არჩევა, ბორტზე შოპინგი, ტრანსფერები, სასტუმროების და ამიერიდან უკვე სხვადასხვა აქტივობის დაჯავშნაც. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი შეთავაზებების გამრავალფეროვნებას, რათა Wizz Air-მა ნებისმიერი მოგზაურის საჭიროებებს უპასუხოს.”

მარკ მაკლაფლინი, Coras-ის აღმასრულებელი დირექტორი: „Coras-ისა და Wizz Air-ის თანამშრომლობით, მგზავრები მარტივად და შეუფერხებლად შეძლებენ საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების შეძენას – ცოცხალი კონცერტები და საკულტო ატრაქციონები, პრემიერ ლიგის ფეხბურთის თამაშები მოგზაურობისას მთავარი მამოძრავებელი ძალაა.”

დაგეგმე მოგზაურობა Wizz Air-თან ერთად და გაატარე დაუვიწყარი ზაფხული. ავიაბილეთების საუკეთესო ფასად შეძენაში კი ჩვენ დაგეხმარებით. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიაჯეტი ავიაკომპანია AJet Airlines
შემდეგი სტატიაWIZZ AIR დღის ბოლომდე 20%-იან ფასდაკლებას აცხადებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments