2024 წლის 25 აპრილს, საფრანგეთის ორ მთავარ აეროპორტში ორლისა და ჩარლზ-დე-გოლის საერთაშორისო აეროპორტებში ათასობით ფრენა გაუქმდა. ავიამიმოსვლა ასევე შეფერხდა მარსელშიც და ნიცაშიც.

პარიზის აეროპორტების აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს იყო ყველაზე დიდი გაფიცვა ფრენების გაუქმების მაჩვენებლის მიხედვით.

მიზეზი საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომლების მიერ გაფიცვა გახლდათ, რომელიც გამოწვეული იყო ხელფასების ზრდის მოთხოვნით. ისინი სხვა საკითხებთან ერთად, 5 წლის განმავლობაში ხელფასის 25%-ით გაზრდას ითხოვენ.

25 აპრილს, საფრანგეთის აეროპორტებში სულ 2300 ფრენა გაუქმდა, რაც 3/4 -ს შეადგენს. ევროპის მასშტაბით – 2000, ხოლო 1000 ავიარეისი იძულებული გახდა შეეცვალა მარშრუტები, რათა თავიდან აეცილებინა საფრანგეთის საჰაერო სივრცეში მოხვედრა.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია კვლავ აპირებენ თუ არა საჰაერო კონტროლის მოძრაობის თანამშრომლები გაფიცვას.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 მაისი 202622 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 547 -დან
3 ივნისი 20265 ივნისი 2026Wizz Airავიაბილეთები 443 -დან
8 ივლისი 202622 ივლისი 2026Wizz Airავიაბილეთები 569 -დან

თუ შეძენილი გაქვთ საფრანგეთის მიმართულებით ავიაბილეთები, ახლო პერიოდში, აუცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით.

შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშივენეციაში ტურისტული ვიზიტი ფასიანი გახდა
შემდეგი სტატიააჯეტი ავიაკომპანია AJet Airlines
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments