რუსულმა ავიაკომპანია Azimuth -მა თბილისის აეროპორტი -ს მიმართულებით პირდაპირი ფრენები სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდანაც დაიწყო. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეისები კვირაში 2 სიხშირით, ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.
ავიაკომპანია აზიმუტი უკვე რამდენიმე თვეა ფრენებს თბილისში რუსეთის ოთხი ქალაქიდან – მოსკოვი დან, სოჭიდან, მინვოდიდან და უფადან ასრულებს. სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას კი ამ დრომდე Russian Red Wings და Georgian Airways ახორციელებდნენ.
Azimuth ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
სოჭი | 14 თებერვალი 2025 | 17 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 218 -დან | |
სანკტ პეტერბურგი | 25 დეკემბერი 2024 | 17 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 840 -დან | |
მინვოდი | 25 იანვარი 2025 | 30 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 250 -დან | |
უფა | 27 დეკემბერი 2024 | 10 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 266 -დან |
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს საავიაციო სააგენტოს, ინფორმაცია ავიაკომპანიებისთვის რუსეთში ფრენების განხორციელების ნებართვების გაცემის შესახებ არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ Azimuth Airlines -მა ფრენები რუსეთი -დან საქართველოს მიმართულებით 2023 წლის 17 მაისიდან დაიწყო და ამ დროისათვის ფრენებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახორციელებს.