ყველასთვის კარგად ნაცნობი თურქული ავიაკომპანია – Turkish Airlines სტამბოლსა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობას ზრდის. როგორც ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, მზარდი მოთხოვნის გამო, 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია თურქიშ ეარლაინი ფრენების სიხშირეს ზრდის.
თურქეთის ავიახაზები, ამჟამად, სტამბოლი -დან თბილისის და ბათუმის საჰაერო ხაზზე ფრენებს, კვირაში 42 სიხშირით ახორციელებს. ხოლო, 31 მარტიდან, რეისების ზრდასთან ერთად, გაიზრდება ფრენების სიხშირეც და კვირაში 50-ს მიაღწევს.
თბილისი სტამბოლი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
25 ნოემბერი 2024 | 25 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 300 -დან | |
3 დეკემბერი 2024 | 4 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 247 -დან | |
20 იანვარი 2025 | 27 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 255 -დან | |
13 თებერვალი 2025 | 16 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 265 -დან |
სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი კვირაში 4-ჯერ შესრულდება. ხოლო ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 11 რეისი. დამატებითი რეისები და გაზრდილი სიხშირe, უფრო მოსახერხებელს გახდის მოგზაურობას საქართველოდან როგორც სტამბოლის, ასევე მსოფლიოს 346 მიმართულებით, სადაც ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს.