მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა მაშინ, როცა ის ზედმეტ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. მსოფლიოში ძალიან ბევრი ადგილის მონახულებაა შესაძლებელი ბიუჯეტურ ფასად, ასევე არსებობს არაერთი ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებასა და სასურველი მოგზაურობისთვის საჭირო პროცესების გამარტივებაში.

პირველ რიგში, ინფორმირებული უნდა იყოთ, როგორ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად.

  • შეიძინეთ ავიაბილეთები მოგზაურობამდე 1.5-2 თვით ადრე.
  • აირჩიეთ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია.
  • წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი, თუ ხანგრძლივი დროით არ აპირებთ გამგზავრებას.
  • შეარჩიეთ არასეზონური პერიოდი.
  • ეცადეთ, გამგზავრებისა და დაბრუნების დღეები დაემთხვას კვირის სამუშაო დღეებს.
  • შეიძინეთ ერთდროულად ორმხრივი ავიაბილეთები.მოცემული ხრიკები დაგეხმარებათ დაზოგოთ თანხა ავიაბილეთებზე მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით გამგზავრებისას. ახლა კი, რაც შეეხება, სხვა დამატებით ხრიკებს, რომლის ცოდნაც უშუალოდ მოგზაურობისას გამოგადგებათ.
  • სადაც იმყოფებით ეწვიეთ იმ ქვეყნის ტურისტულ ოფისს ან მუნიციპალურ საინფორმაციო სამსახურს, რადგან აქ შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ ქალაქის რუკა.
  • მოინახულეთ უფასო ღირსშესანიშნაობები – თითოეულ ქვეყანაში უამრავი ღონისძიება და ადგილია, რომელთა ნახვაც სრულებით უფასოა! ამის ნათელი მაგალითია რომის პანთეონი. იგი ქალაქის საუკეთესოდ შემონახული ანტიკური ძეგლია, საოცარი ხედით და მისი მონახულება აბსოლუტურად უფასოდ შეგიძლიათ.
  • გადმოწერეთ მოგზაურთათვის სასარგებლო აპლიკაციები:
    1. „Schengen/EU App“ – აპლიკაცია საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება, შეამოწმონ რამდენი დღე აქვთ გატარებული შენგენის/ევროკავშირის ზონაში და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა.
    2. Tripadvisor – უკონკურენტო პლატფორმა ნებისმიერ ქალაქსა თუ ქვეყანაში არსებული სასტუმროების, აქტივობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. აპლიკაცია გამორჩეულია იმით, რომ აქ შეგიძლიათ იხილოთ მომხმარებლების ობიექტური შესასებები.
  1. Happy Cow – ვეგანებისთვის სასურველი საკვები ობიექტის შერჩევა ყოველთვის უფრო რთულია. განსაკუთრებით, როცა უცხო ქვეყანაში გიწევთ მსგავსი რესტორნის ძიება. აპლიკაცია დაგეხმარებათ მარტივი ვეგანური მოგზაურობის დაგეგმვაში, ის გაჩვენებთ ახლომდებარე “მწვანე” კაფეებს, მათ კერძებს ფასებით, სამუშაო საათებსა და საკონტაქტო ინფორმაციას.
  2. Re Guide – გაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ქალაქში არსებული საუკეთესო კლუბების და ივენთების შესახებ. გართობის და ელექტრონული მუსიკის მოყვარული თუ ხართ ეს აპლიკაცია იქნება თქვენთვის ერთგვარი კულტურული გიდი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თან კი, რაც მთავარია, უფასოა.
  3. Dualingo – 27- მდე ენას მოიცავს. ეს აპლიკაცია განსაკუთრებით დაგეხმარებათ ისეთ ქვეყნებში სადაც ინგლისური ენით თითქმის ვერაფერს გახდებით.

ვიმედოვნებთ, ჩვენს სტატიაში მოცემული ინფორმაცია დაგეხარებათ ბიუჯეტური მოგზაურობის დაგეგმვასა და იმ დისკომფორტის შემსუბუქებაში, რომელიც თან ახლავს უცხო ქვეყანაში სასურველი სერვისის მიღების პროცესს.

იმისათვის რომ შეიძინოთ ავიაბილეთები იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTurkish Airlines -ი საქართველოდან ფრენების სიხშირეს ზრდის
შემდეგი სტატიაქვიზი: გამოიცანი ქვეყანა ნაციონალური კერძის მიხედვით
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments